ცივა. ცივა და მიხარია, იმიტომ რომ სავარაუდოდ თოვლი უნდა მოვიდეს. როგორ მიყვარს თოვლი, რომ იცოდეთ. არაფერი მირჩევნია თოვლს და ზამთარში თუ ცოტა თოვლია, ან საერთოდ არ არის, ისე მწყდება გული, როგორც სხვებს ცუდ ამინდში.
ჩემს წინა პოსტში ნახსენებ კითხვას რომ დავუბრუნდე, რომელიც ინტერნეტს მოცილებას შეეხებოდა.
ზამთარში განსაკუთრებით ძნელია ამის გაკეთება. ინტერნეტი თუ არა, ტელევიზორი მაინც ჩართული აქვს ადამიანს და ხანდახან შეხედავს მაინც, როგორც ჩემს ერთ ნაცნობს უყვარს თქმა.
ყველაზე კარგი გამოსავალი, საერთოდ, ტელევიზორის არქონაა (როგორც ჩვენ, მაგალითად :დ ).
მეორე გამოსავალი:
მიყვარს ეს სიტყვა და რა ვქნა. პრიორიტეტების დალაგება. რა არის შენთვის მნიშვნელოვანი და რატომ.
ჩვენს საუკუნეში ინტერნეტისა და ეკრანის გარეშე ცხოვრება, მეც კი წარმოუდგენლად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დროს ვუთმობ ინტერნეტს და ტელევიზორი კიდევ, საერთოდ არ გვაქვს, როგორც ზემოთ აღვნიშნე.
მესამე გამოსავალი:
წიგნები!!!
არცერთი ფილმი და სპექტაკლი არ განუვითარებს ადამიანს გონებას ისე, როგორც წიგნები.
პირველი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ პირიქით, ფილმებიცა და ყველაფერი სხვა, რაც უმეტესად ვიზუალურ აღქმაზეა დამოკიდებული, ადამიანის ფანტაზიას უარყოფით დაღს ასვამს. ისეთ დაღს, რომ ვერც ხვდები, როგორ ექცევი სხვების იდეების, იდეალებისა და ფანტაზიების გავლენის ქვეშ.
წიგნში კი მხოლოდ წიგნი და შენ ხართ, შენი შთაბეჭდილებები, შეხედულებები, გრძნობები...
მოკლედ, ეს პრობლემაც გადავწყვიტეთ :დ
პრიორიტეტები ისევ და ისევ:
- ოჯახი (ქმარი, შვილები...)
- მშობლები, და-ძმები, ბებია, პაპა...
- მეგობრები
- წიგნები
- ბუნება
ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ!!!




5 comments:
კაი ხუთეულია :)
ოჯახი და შვილები ცალკცალკე?
ჰმ, მეც უნდა ვიფიქრო ჩემს ხუთეულზე... თუმცა ინტერნეტი, ალბათ, უპირობო ლიდერი იქნება, მაგრამ ვეცდები ნელ-ნელა ჩავაჩოჩო :)
დავით, მადლობა :დ
თამთა :ლოლ: დიდზე დიდი ლოლ მე!!! ჩავასწორე ახლა :დ
უსტარი ჩასვი პრიორიტეტებში
უსტარის/უსტრის დაწერა როგორი ძნელია, ხომ შენც კარგად იცი, ჩემო ნატკალია... განსაკუთრებით შენთვის.
Post a Comment