Tuesday, November 24, 2015

დედის როლი თანამედროვე ბლოგინგში... ჰაჰა!!! Just kiddin'

ყოველდღიურად რომ გხვდებათ ჩემი პოსტები, რა მაგარია, ხო? :დ


მე ვარ ეს ქალი ზუსტად. მზად ყველაფრისთვის, გაბედული და ცულმოღერებული თავისი ოჯახის, ახლობლების დასაცავად, გასათბობად და გასამხნევებლად. 
მართალია ცული არ მაქვს, არც განსაკუთრებული კალამი (თუ იაფფასიან "პასტებს" არ ჩავთვლი, ევროიან მაღაზიაში რომ ვყიდულობ და პროდუქტების სიასა და კულინარიულ რეცეპტებს ვიწერ) მხატვრულად რომ გითხრათ რამე, მაგრამ ყოველდღე რომ ვპოულობ რამდენიმე წუთს ჩემი განწყობის გამოსახატავად, უკვე მიხარია.

სანამ აარონი საწოლში ზის და ყველაფერს ძირს გადმოისვრის თავისი პიჟამოებიანად და მე მისი ხელახლა ჩაცმა მომიწევს ორ წუთში, მანამდე შემიძლია არაფერს მივაქციო ყურადღება და ბლოგზე შემოვირბინო.
წიგნის კარადაზე დახვავებული გერმანულის სახელმძღვანელოებიც არ მაშინებენ.
ყინვა მხოლოდ მახარებს და თოვლს ველოდები. მოიცა, ის რა სიმღერა იყო, მზეს რომ ელოდებოდა კაცი? :დ რაღაც იყო, მგონი 2000-იანების დასაწყისში.

ახლა ნატკასთვის მაქვს წერილი დასაწერი, მაგრამ ცხოვრებაში პირველად მყავს ასეთი "ზემდგომი" საუკეთესო მეგობარი და ვნერვიულობ :დ ჰაჰა! ვხუმრობ, რა თქმა უნდა. მიხარია მისი წარმატებები უზომოდ. საერთოდ, ჩემი გახარება უადვილესია, ხომ იცით და მეგობრების სიხარული და წინსვლა კიდევ - მით უმეტეს.

ბედნიერი სამშაბათი, loves!!! :0)

8 comments:

Rode said...

ლოლ, ეგ უნდა მეკითხა ეხა ზუსტად, რაშია თქო საქმე :დ
ჰოდა, მაგას რა სჯობს?
როგორც კი დროს გამონახავ, ეგრევე წერე და წერე!

Natalia said...

რა კარგი ილუსტრაციებია ბოლო პოსტებზე, ერთი ავტორისაა თუ უბრალოდ ჰგავს ერთმანეთს? :))

ძალიან გამიხარდა ბევრი პოსტი რომ დამხვდა, არ ველოდი :)

პ.ს ეზრა და აარონის ნახვა მინდა სასწაულად, როგორები არიან <3 :))

Sophie שרה Golden said...

როდე, აუცილებლად ვეცდები.

ნატალია, ერთმანეთს ჰგავს, პინტრესტზე ვიპოვე სკანდინავიურ ილუსტრაციებში.
რატომ მეგონა, რომ მინახებია შენთვის ორივე... უჰმ...

Natalia said...

არ მინახავს არა, და იქნებ მაჩვენო ერთხელ ვარსკვლავბიჭუნები <3 : ))

natalia said...

დიდხანს ვიფიქრე ნეტა ეს "ზემდგომი" რა არის მეთქი :D

Sophie שרה Golden said...

ნატკა, მერე გეტყვი :ლოლ:

Anonymous said...

როგორ შეიძლებოდა აბა შენნაირ მზესავით ადამიანს, ემოციების მდიდარ საბადოს არ ეწერა და არ გაეზიარებინა ჩვენთვის გრძნობები... მართლაც მაგარია აქ რომ ამდენი პოსტები დამხვდა... გიმრავლოს სიხარულები ცხოვრებამ :)

Sophie שרה Golden said...

kushichka, მადლობა ჩემო კეთილო და თბილო ბლოგომეგობარო!!! ამენ! მხოლოდ სიხარულები და სიკეთეები მოეცეს ჩვენთვის ღმერთს მართლაც!!!