Friday, May 2, 2008

მშრომელთა დღე






















1 მაისი საერთაშორისო დღესასწაულია, რომელსაც სხვადასხვა პროფესიული კავშირები და სამსახურები აღნიშნავენ. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, კუბა, ჩინეთი, ანუ ქვეყნები სოციალისტური წარსულით თუ აწმყოთი.

საქართველოში 1 მაისი არანაკლები სიხარულითა და ენთუზიაზმით აღინიშნება, რისი ნახვაც გუშინ, რესპუბლიკის მოედანზე ყველა მსურველს შეეძლო. მშრომელებმა შუადღიდან იწყეს შეკრება, პროფესიული კავშირების წევრები, ექიმები, არქიტექტორები თუ სხვა პროფესიის მუშაკები გამოსულები იყვნენ თავიანთი დროშებით, ტრანსპარანტებით და გამოთქვამდნენ მოთხოვნებს, ზოგიც, უბრალოდ, საკუთარ აზრს და დამოკიდებულებას არსებული სამუშაო გრაფიკისა თუ გადასახადების შესახებ.

1 მაისისადმი მიძღვნილ დღესასწაულს მოძრაობის თეატრის მსახიობები ახალისებდნენ, ტამტამებისა და დოლების ხმაურით ამხნევებდნენ, ცეკვავდნენ და შენიღბულ წარმოდგენებსაც აწყობდნენ. დაახლოებით 2 საათისათვის შეკრებილებმა თავისუფლების მოედნისაკენ გადაინაცვლეს. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირის ნახევარი მოძრაობა გადაკეტა, რამაც გამოიწვია გამვლელების (ფეხით თუ მანქანით) გაკვირვება, თუმცა მოძრაობის თეატრის მხიარულმა რითმებმა დაგვიანებული მგზავრებიც გაახალისა.
:)

5 comments:

Anonymous said...

arc vicodi am dRis Sesaxeb :P
arada, rogorc fotoebze Cans, sakmaod xalxmravali da xalisiani aqcia yofila. momwons

Mama Sophie said...

didi madloba aseTi komentarisaTvis, Cemo kargo ETuna :)) gaixare!

Khatia Chogovadze said...

ოოხ,ძველი პარადი...1მაისი...ყველა სოციალისტურ ქვეყანაში -1მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღე:) ტრიბუნაზე არიან ამხანაგები:....ორკესტრი:დუმპა,დუმპა...:) ვაიმეე,გადავარდი მგონი ძველ დროში, იმ დროში როცა საერთოდ ჩემი დაბადება არც იყო გეგმაში:)))
და დღეს სოფომ 1მაისთან დაკავშირებით,რომელიც უკვე 21-ე საუკუნეში ხდება,ძალიან საინტერესოდ დაგვიხატა ეს დღე:) განსაკუთრებით კი ფოტოები მომეწონაა:)ძალიან ძალიან:)


სანი,ძალიან საყვარელო გოგო :)მზიანო გოგო;)ჭკვიანო :)მინდა მთელი გულით წარმატებები გისურვო ყველგან და ყოველთვიის!!!! ხატია;) ბეღურა:)

datomaritata said...

esac dzaan magariaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa:) mariko
sopo momavali djurnalisti xar! dato

Anonymous said...

ვააა, შარშან ამ დროს მე სტამბულში ვიყავი, თაფლობის თვე მქონდა
და იქაც დიდი აურზაური იყო, ხალხი გვირჩევდა ცენტრისკენ არ გახვიდეთო
და არ ვიცოდი აქაც უ ასეთი ამბები ხდებოდა :)