26 მაისს თბილისში უკვე მესამედ გაიმართა ყვავილების ფესტივალი. შარდენისა და ერეკლე მეფის ქუჩები გატენილი იყო ხალხით, ყვევილებით, სურათებით, მასკარადის სამოსში გამოწყობილი გოგო-ბიჭებით. ფესტივალი საკმაოდ უღიმღამო იყო, თუ ღიმღამიანი ოდესმე ყოფილა... ამას ამინდმაც შეუწყო ხელი და საღამოსათვის წვიმამ დაუშინა.
სახეზე მოხატვა 2 ლარი ღირდა, იქვე ნახავდით მშვიდი სახის მონაზონსა და მის ყვავილების გვირგვინიან სახედარს, რომელსაც ბავშვები მოსვენებას არ აძლევდნენ... ასევე შეგეძლოთ გადაგეღოთ სურათები ცნობილი ფერმწერების სურათებთან, ანუ მათ სხეულში შემძვრალიყავით, ჩემსავით :P
მსგავსი აქციები დიდად არ შთამაგონებს, თუმცა მაინც წავედი ფოტოების გადასაღებად, გაუღიმარი ქართველების სანახავად, რომლებიც მადლობასაც არ გეტყვიან, რამე ნივთის შეძენისას... ფეხის დაბიჯებაზე აღარაფერს ვამბობ... სახლში მალე დაბრუნება და რამე საინტერესო ფილმის ყურება ვამჯობინე... :



No comments:
Post a Comment