Monday, January 5, 2009

საქართველო ისრაელის გვერდით






დღეს პუშკინის სკვერში მოვაწყვეთ ის აქცია, რომელზეც ჩემს წინა პოსტში გატყობინებდით.

ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ტელევიზიამ გადაიღო, ისრაელის ელჩი იცჰაკ გერბერგიც მოვიდა და მადლობა გადაგვიხადა, გადავიღეთ ფოტოები და ხელიც რამდენჯერმე ჩამოვართვით.

იყო ლოზუნგები მოძმე ისრაელის მხარდასაჭერად:

ყოველდღიურად უამრავი მშვიდობიან მოქალაქე, ისრაელელი ქალები და ბავშვები ხდებიან "ჰამასის" ტერორისტული აქტების მსხვერპლნი. პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" (ირანისა და სირიის მხარდაჭერით) დიდი ხანია იმუქრება, რომ ისრაელის სახელმწიფოს მსოფლიო რუკიდან გააქრობს. ისევე, როგორც საქართველო, ისრაელიც პატარა სახელმწიფოა, რომელიც აგრესორი მტრების გარემოცვაში ცდილობს თავის დაცვასა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას.

საქართველო გვერდში უდგას ისრაელს, როგორც ისრაელი ედგა მას 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს და მთელი 26 საუკუნის მანძილზე.

ებრაელი ერი იმსახურებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მშვიდობიან ცხოვრებას თავის ისტორიულ მიწაზე. ქართველი ახალგაზრდები სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის სახელმწიფოს.

3 comments:

. said...

Sofiii!!! ti takya molodec !!!!
Spasibooo tebe i vsem kto podderjivaet Israel !!!!!

Lika Kakiashvili said...

სოფი, გთხოვ, არ მიწყინო, მაგრამ მეორე ფოტოში იკითხება Stop Israel, Hamas has right to defence! :):):):):) ჯერ შევცბი და მერე... :):)ოტ ლიუბტელია ფოტოგრაფიი! (რატო მივეჩვიე რუსული ტექსტების ქართული ტრანსლიტერაციით წერას არ ვიცი... აგვისტოს მოვლენების მერე ალბათ!) :):):)

Sophie שרה Golden said...

უცნაურია. მაგრამ ეს ორი ტრანსპარანტი ხომ სხვადასხვა ადამიანს უჭირავს და იდეაში, სხვადასხვა აზრს ატარებს. მაგრამ სხვანაირადაც შეიძლებოდა, გეთანხმები.