როცა რაღაც მაწუხებს - თმას ვიჭრი ხოლმე და ახლა გადავწყვიტე, რომ თმას მოვეშვა და ბლოგის "ლეიაუთი" შეცვალო. თმაზე გამახსენდა და ეს დღეებია, ქუჩაში ხალხი რაღაცნაირად მიყურებს - ან თმა მაქვს ძაან გაჩეჩილი ან შესაღებია უკვე; სულაც ორივე.
დღეს გამოცდა "გავმაზე" :D ოღონდ არ ვიცი, ამას გამაზვა ჰქვია, თუ გადებილება. დამავიწყდა რომელ საათზე მქონდა ;D ამ ბოლო დღეებში ისეთი რაღაცები მემართება, რაზეც ადრე თავს დავდებდი, რომ მე არასოდეს დამემართებოდა. [ვინმე უპასუხისმგებლო ლაკისჩანთიანი გოგო ხომ არა ვარ-მეთქი.] მუხლების გადაყვლეფა, გონების არევა და გამოცდის დროის დავიწყება - რაც მე მჭირს, ეს არის ბედის ირონია, თორემ ლენინგრადში რომ მოხვდები "სტროიტელების 12-ში" მაგარ ქერა ქალთან, ეგ გამართლებაა.
დღეს მივხვდი, უნივერსიტეტში ყველაზე კარგად ავითვისე ის, რომ ბევრი რამე ფეხებზე დავიკიდო. პაიჭაძისგან, კერძოდ, გარდა სეკულარული პარადიგმებისა, სხვა სასარგებლო რამეც ვისწავლე, მაგ: რისთვის გამოვიყენო ფეხები გარდა სიარულისა :P მგონი, მეც იმ სტუდენტი გოგოების რიცხვს მივეკუთვნები, პაიჭაძე რომ ძალიან უყვართ, ჯორჯ კლუნივით :ლოლ: მაგრამ ალბათ ანათემა მაინც არ ასცდება; სამღვდელოებისგან თუ არა, დალი ჩიკვილაძისგან მაინც და ჩვენი სიყვარული ვერ უშველის :D რა სასაცილო იყო ის გადაცემა, man! ყველა თავისას რომ მიერეკებოდა. ეს იყო ალბათ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც აზრი ვერ ჩამოვაყალიბე, ვის მხარეს ვიყავი: ყველა ერთმანეთზე უარესი იყო, სრულიად გამოაჩინეს დღევანდელი საქართველოს სახე და კულტურა.
ერთი, რომ ყველა რელიგიას პატივს ვცემ და ვფიქრობ, თვითონ მართლმადიდებლებმაც უნდა სცენ, თუ არა და ათეისტები გახდნენ. მეორე: ასეთი ბანძი გადაცემა თავისი ორჯერ ბანძი და "ბუტაფორი" წამყვანებით საერთოდ დასახურია. რომ არ მცოდნოდა, პაიჭაძე უფრო მეგონებოდა წამყვანი. ძალიან ბანალურ რამეს ვიტყვი რა, გამსახურდია (კონსტანტინე) მართლა rocked, რომ თქვა: ყველა ერს ისეთი მმართველი ჰყავს, როგორსაც იმსახურებსო.
ისეთი შეგრძნება მაქვს, ადამიანებს მეტი საქმე არა აქვთ, თითქოს არც აგვისტოს ომი ყოფილა, არც იმდენი ადამიანი დაღუპულა, ხალხიც ნესტიან კოტეჯებში აღარ ცხოვრობს, გირგვლიანიც არ მოუკლავთ, "იმედიც" არ დაუხურავთ, მოკლედ მხოლოდ "დიდი ათეულის" დახურვით ჩაიხშო თავისუფალი სიტყვა. მეტი არ აგიდგეთო... (გვერდები, რა თქმა უნდა), ედუ ბაბუ იტყოდა ;-) იცოდა კაცმა კაი რამეების თქმა ისე.

7 comments:
მომწონს განახლებული ბლოგი. თითქოს გაფართოვდა, უფრო ყოვლისმომცველი გახდა. მე როგორც იქნა მოვირგე ერთი დიზაინი და ალბათ ჯერ არ შევცვლი. რაც შეეხება დიდ ათეულს, ხალხი მაგრად დაააგოიმეს. ამ წუთას პრესა.გე–ზე წავიკითხე საპატრიარქოს განცხადება. –აშკარად ეტყობა პატრიარქის ნააზრევი. თავიდანვე ეს განცხადება რომ გევრცელებინათ და დისკუსიაში არ მიეღოთ მონაწილეობა, გაცილებით გონივრული იქნებოდა და ასთი ამბებიც არ ატყდებოდა
ჰო, მეც ასე მგონია, რომ უკეთესი გახდა ბლოგი, ჩემი პირმშო :ლოლ:
ახლა წავიკითხე მეც საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება და გამიხარდა. იმიტომ, რომ თავიდანვე მქონდა ეჭვი, რაღაც სხვანაირი სუნი ტრიალებდა 1 არხის ეთერში. ქვეცნობიერად თუ ფარულცნობიერად ვიცი, რისთვის დასჭირდათ ეს სასირცხვილო ცირკი, მაგრამ ყველაზე მეტად იმ სტუდენტებზე მწყდება გული, რომლებიც გამოიყენეს და ტრანსპარანტებით დააყენეს ტელევიზიასთან. საშინელებაა ბრბოდ ქცევა, ვიცი მე ეგ :|
გმადლობ, თაზო
ააა რა მაგარია : ) ეხლა აღმოვაჩინე შენი ბლოგი და ამ პოსტზე რომ ჩამოვედი გგგ მომეწონა როგორც იწყებოდა- თმას ვიჭრი ცუდად რომ ვარ ხოლმეო : ))) აი მასე ვარ მეც , ბლოგზე სულ მაგაზე ვწუწუნებ ხოლმე :D
mec isetive shegzneba dameupla, roca orive mxares vusmendi. gaorebuli var dgesac.erti ubedureba isaa,rom eka xoperias dones ver avcdit da masze uketesi mosaubre wamrkvani ver vopovet.sashinlad gamagizianebeli iko "ganaxlebuli arxis" sameurveo sabchos gamosvla da gansakutrebit irma soxadzis "agdebuli" toni.sabolood ki am gadacemas daxurvas upirebdnen rogorc gavige. "damadlebulad" sheesrulebinat patriarqis motxovna. tumca...dges gadacema chveul pormatshi gavida da wamkvanebs ise echirat tavi, rogorc "chven ver chegvachereben!" martalia wmindanebis amogeba gadacemis daxurvas nishnavs radgan axali pormati mxolod "kudis" shecvla araa,isic martalia rom ertgvari shejibreba urpo sainteresoa,magram...nutu patriarqis sikvarulze magla kanonebi dgas?! dzalian gaorebuli da dabneuli var!nutu arapers nishnavs patriarqis sitkva?
p.s BEVRJER AXSENES AM GADACEMASHI(TU SHEGINISHNAVS). "ICIT TU ARA ROM, NIKOLOZ BARATASHVILMA TAVISI BIDZASHVILI ILIKO ORBELIANI DUELSHI GAIWVIA" (SAD WAIKITXESSS???) ILIKO ORBELIANI BIDZA IKO BARATASHVILIS.
BEGURA
ეჰ, ჩემო სოფი, რას გაიგებ ვის რა "დიადი "მიზნები და იდეები აწუხებს
გამოცდის დრო თუ დაგავიწყდა ეგ არაფერია სოფ. ერთ ჩვენს კურსელს საერთოდ ის დაავიწყდა, რომ მე-7 საგანს სწავლობდა და მხლოდ ახლა გაახსენდა, გამოცდების პერიოდში:D ამაზე ბევრი ვიცინე.
ეს გადაცემა ბუტაფორიაა ნამდვილად და ვფიქრობ, ყველაფერი არხის ე.წ. პიარისთვის გაკეთდა..
პ.ს. მეც რომ თმას ვიჭრი ხოლმე?!:))) ვერჩი ამ დროს:)
Post a Comment