ცივ ქვეყანაში ცხოვრება რატომ მინდა? ოქეი, გეტყვი (მიხვდება, ვისაც ვპასუხობ), იმიტომ, რომ იქ ჩემს ცხოვრებაში არ ჩაერევიან ნათესავების ნათესავები და იმათი მეზობლები. როცა თმას წითლად შევიღებავ, არ მეტყვიან, რომ ისედაც "იარკი" პიროვნება ვარ და რისთვის მინდოდა თმის "გაფუჭება". ან როცა ვიტყვი, რომ მკიდია, თუ გოგოებს გოგოები მოსწონთ და ბიჭებს - ბიჭები, ქართველი ვაჟკაცები არ მესვრიან "ონლაინ ქვებს", როგორც დღეს მესროლა ერთმა...
კიდევ, იმიტომ მინდა ცივ ქვეყანაში, რომ ჩემი საყვარელი თბილი ჯემპრები ჩავიცვა და ყინულისთვალებიან კლაუსთან ერთად ველოსიპედით ვიარო. ან ინგმარ სანდბერგს პირდაპირ ვუთხრა, რომ თითქმის 7 წელია, რაც მახსოვს (და როცა ვამბობ "მახსოვს", იგულისხმება - მომწონს)! :( totally desperated!
[ამ დროს გაერთიანებული ტელეკომიდან მატყობინებენ. რომ რუსთავს ძველი კოდი აღუდგა :ირონიულიგრინ: ]
დედაჩემი კიდევ თანახმაა ყველაფერზე, რაც მინდა - ენის გახვრეტა, თმის შავად გადაღებვა, ცივ ქვეყანაში ქორწინების გარეშე ცხოვრება; ამ დროს მე მგონია, რომ საშინელი ეგოისტი ვარ, მუდამ უკმაყოფილო ქათამი. Ma, love u! love u! love u!
(ხო, 'წმს' არაფერ შუაშია, რომ იცოდეთ :P )
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



3 comments:
:D chemi postis gamodzaxili ... ra kargia ese..martla dzalian kargia, rom ai dedasheni shens cxovrebas vabshe ar exeba..sadaa magdeni bedniereba chemtan :D ni tolka dedachemi : ) natesavs, mezobels, gamvlelsac ki aqvs ufleba ratomgac ro ragac mitxras :bis:
ცოვ ქვეყანაშიც ერვიან მშობლები თავის არასრულწლოვანი შვილების ცხოვრებაში :)
არასრულწლოვანბი თავად არ რევენ და მშობლებსაც აქვთ მაგდენი შეგნება რომ არ ჩაერიონ. :)
"რომ იქ ჩემს ცხოვრებაში არ ჩაერევიან ნათესავების ნათესავები და იმათი მეზობლები"
მეც წამიყვანე რააააა
არც მე არ მინდა არც ერთი ადამიანი რომელიც ჩემს ცხოვრებაში ცხვირს ყოფს
ოღონდ მე თბილი მინდა ეგეთი ქვეყანა, სიცივეს ვერ ვიტან
Post a Comment