
Ok, here we go.
There will come a day when I take my rucksack and dash away. In a few months I'll get my bachelor's degree and then I'm off wherever the wind blows. Man! It's such a feeling to be free! I am free and I am so grateful for that.
ამ ნაწილის ინგლისურად დაწერა მომინდა და ერთი საინტერესო ისრაელელი მომღერლის, გაბრიელას, სიტყვები მომაგონდა, მე ვუთხარი, ძალიან ორიგინალური იქნება, თუ ივრითზე იმღერებ-მეთქი და ასე მიპასუხა: I sing what I feel, not what I think. მაგარი გოგოა.
Kinda agenda - გარდა იმისა, რომ ჩემს ეგოს უმეტეს შემთხვევაში ანგარიშს ვუწევ და იმას ვაკეთებ, რაც მინდა, დღეს გადავწყვიტე, რამდენიმე კომპრომისზე წავიდე:
1) თუ ძალიან აუცილებელია, გავუძლო მოსაწყენ ადამიანებს, თავი რომ VIP-ტიპები ჰგონიათ.
2) თუ ადამიანს სიდებილე უნდა, დავაცადო! (ბარემ ტემბელ - სულელს ნიშნავს ივრითზე)
3) ცოტა ხანს ვიმუშაო არაჩემ გარემოში.
და ყველაფერი ეს, ერთი პოეტური პირობით :ლოლ: "როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი..."
გუშინ თუ უკვე გუშინწინ ერთ ბლოგზე იმისთანა კამათი იყო, ადგილს ვეღარ ნახავდი საპასუხოდ და კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორ მარაზმამდე ვიცით ხოლმე ადამიანებმა მისვლა. ამიტომ მიშლიან ნერვებს და ხანდახან ვიტყუები, რომ მუნჯი ვარ. რამდენჯერმე მოვიტყუე ასე, ერთხელ ავტობუსში მკითხა 'ტყავისკურტკიანმა' ბიჭმა, "რომელი საათიაო" და მე კიდევ თავი გავაქნიე, "ავუხსენი", რომ მუნჯი ვიყავი. "საწყალი გოგო" - შუბლზე დაეწერა მაშინვე. კიდევ სახლში ვმუნჯობ ხოლმე, ფურცლებზე ვწერ: "Mum, დღეს საჭმელს არ ვჭამ", ან "Verba volant, scripta manent" :D I mean that.
შეიძლება ცხოვრება მაგარი მურტალია, არც თავისუფალი მედია არსებობს, არც პენსიები, არც სამსახურები, მაგრამ ამ ყველაფერს მე ეტყობა სხვა კუთხიდან ვუყურებ. სულ რომ სიცილით დაიხოცოთ, მე მჯერა ადამიანების, მჯერა იმის, რომ მარსზე სიცოცხლეა და სანამ ადამიანს რაღაცის გჯერა, მიაღწევ ყველაფერს, თუნდაც სისულელე იყოს ეს შენი "მიღწეული", მაინც მომჟავოდ სასიამოვნო იქნება ;-) ჩემი ფილოსოფია ეს არის ამჟამად. არ მინდა ბრბოს ნაწილი გავხდე, მირჩევნია ჩემი სამყარო და თავშესაფარი "ჩამოვაყალიბო", სადაც ყველაფერი თავისუფლად მექნება. მთავარიც ესაა, ხალხო, თუ თქვენ არ ხართ სულით თავისუფლები და ოქროს გალიები მოგწონთ, სხვებს ნუ დაადანაშაულებთ. სხვები ყოველთვის შეეცდებიან შენი თავისუფლების შეზღუდვას, არ მითხრათ, რომ პირველად გესმით.
ნახევარი საქართველო დაბოღმილია, ნაწილი უსექსობისგან, ნაწილი - უწიგნურობისგან, ნაწილი კიდევ - პროსტა რა! ამ დროს მზეც ანათებს, თავისუფლებაც აქვე კუთხეშია. სხედან და "ბოღმდებიან", რატომ ასე და არა ისეო, ან პირიქით. You know what old Mickie guy said? 'You can't always get what you want... but if you try some time... you may get what you need' ;-)
Take it easy, you crowd!



6 comments:
ზოგჯერ შეიძლება ასეთ კომპრომისებზე წასვლა. ხშირად არა. სიცოცხლისთვის საშიშია! :))
ისინი კი კუთხეში სხედან...
ზუსტად ასე!
არაერთი ვიცი, შეუძლია მუშაობა, მაგრამ რაღაც იდეალურ ელის, თან წუწუნებს, რომ დაუსაქმებელია... :)
getanxmebi, Keti. madloba gmerts, amjamad iseti samsaxuri maqvs, sadac msiamovnebs misvla, arada meshinoda :| if u never try u'll never know. getanxmebi, rom idealuris zebnashi sxedan da wuwuneben, am dros imas ar fiqroben, tviton ramdenad arian idealurebi.
მაგას არაფერი სჯობს, როცა სამუშაო მოგწონს. წარმატებები! :)
სასიამოვნო საკითხავია :))))
ვერც კი აღვწერ, ისე ვეთანხმები შენს აზრებს.. თავისუფლებაზე და შეძლებაზე..
ზედმეტად ოპტიმისტურადაც კი. მაგრამ ჯერ გადაულახავი არ შემხვედრია და კისერიც არ მომიტეხია არსად..
შეიძლება ამიტომაც ვფიქრობ. მაგრამ ფაქტია: რაც გინდა, იმას ყოველთვის მიაღწევ.
მე მჯერა ადამიანების, მჯერა იმის, რომ მარსზე სიცოცხლეა და სანამ ადამიანს რაღაცის გჯერა, მიაღწევ ყველაფერს, თუნდაც სისულელე იყოს ეს შენი "მიღწეული"
I agree :) absolutely
Post a Comment