

მე ალბათ ჩემს სამყაროში ვცხოვრობ, მერე გამოვალ ხოლმე გარეთ და რაღაცები მაკვირვებს. არადა, სულ მეგონა, რომ იმდენად გაწონასწორებული ვარ, ვერაფერი შემაძრწუნებს-მეთქი.
დღეს შევძრწუნდი.
პირველად, ჩემს სიცოცხლეში, გადავაწყდი ადამიანებს, ჰომოფობიკებს, რომლებიც შუა მელიქიშვილზე იდგნენ და ერთ ბიჭს დასცინოდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ "უცნაური" კაშნე ეკეთა და "კაცურად" მოკლე თმაც არ ჰქონდა. ბიჭი უბრალოდ სახლში მიდიოდა, ორიგინალური კაშნე და სათვალე ეკეთა. "სხვებისგან" განსხვავებით, არც შავი "კურტკა" ეცვა და არც "ნანეტი" ჰქონდა. ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ისეთი, საინტერესო, რომლის კაშნეც, პირადად მე, ძალიან მომეწონა. მაგრამ თემა ეს არ არის.
პრინციპში არის კიდეც, სწორედ ამ კაშნის გამო აღმოჩნდა მოკლე ჯინსისშარვლიანი ბიჭების გარემოცვაში.
რასისტები იყვნენ ის ბიჭები, იმდენად რასისტები, რომ ვერც თავად ხვდებიან და მთელი საქართველო მსგავს რასისტადაა ქცეული, რომელიც უარყოფს, ანათემას გადასცემს ყველას, ვინც "ისეთნაირია". ამ დროს "კარგი ტიპები" ყოველ ეკლესიასთან პირჯვარს იწერენ, საკუთარ დედებთან ინტიმურ კავშირზე იმუქრებიან (ეს ფროიდმა ჯერ კიდევ როდის იცოდა ;-( )... დღეს ასეთი აზრი გამიჩნდა, რომ ქვეყანაში ნაციონალური სენია - სექსიზმი, "კარგი გაგებით", რამდენადაც ეს შესაძლებელია. შეხედავ ადამიანს და ეგრევე იტყვი, რომ "უჭირს" და მერე ეს იწვევს მთელ რიგ დაავადებებს. ოქეი, დღეში ექიმი ჰაუსის ერთ სეზონს ვუყურებ და ლამის დავკოჭლდე, მაგრამ მაინც საღად ვაზროვნებ, გეუბნებით.
საშინელებაა რასიზმი. ყველანაირი -იზმი... ფანატიზმი განსაკუთრებით, ნებისმიერ სფეროში ;-(
მაინც მიკვირს, ასე რომ შევძრწუნდი. ალბათ იმიტომ, რომ მთელ დღეებს უნივერსიტეტში ვატარებ, სადაც სქესს დიდ ყურადღებას არავინ აქცევს... ყოველ შემთხვევაში, მე არ ვაქცევ და არ მაინტერესებს, ვინ ბიჭია, ვინ - გოგო, იქ ვსწავლობ, ყველას ვესალმები, ვუღიმი და მერე სახლში ვბრუნდები; ბლოგზე, ჩემს კულტურულ თავშესაფარში.
თან დღეს "ცხელ შოკოლადს" ვკითხულობდი, მაგარი სტატიები იყო. ზუსტად ისეთი, რამაც იმოქმედა ჩემს "შეძრწუნებაზე" ჰომოფობიკების დანახვისას. მოკლედ, ამაზე მინდოდა დამეწერა და არა პოლიტიკურ ამინდზე, phew!
როგორც გრეგორი ჰაუსი იტყოდა: 'Cool'
და როგორც მე ვიტყოდი: 'Bullshitology'



2 comments:
ქუჩაში მეც ბევრი რამ მაძრწუნებს და მაოცებს ხოლმე... ტოლერანტობა, ესაა ის რაც ნამდვოლად გვაკლია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ერთხელ მითხარი, ლესელიძე გვაქვს:)
გაიხარეეე :):):) ვიცოდი რომ რამეს მსგავსს ვიპოვიდი და გამეხარდა ძალიან, უკვე ჩაგამატე ბლოგროლში :) შენს პოსტებს ჯერ ვერ გადავხედე საფუძვლიანად,მ მაგრამ მაგის დროც მოვა :)
Post a Comment