Sunday, February 1, 2009

less than 10 things

1) The Coldplay - I've just realized that I could listen to them over and over.
2) Joseph Fiennes - he looks deep and kinda agressive.
3) English language
4) Black tea with no sugar
5) ?
and I am stuck. უცებ ვხვდები, რომ სულ 4 რაღაც მიყვარს.
Мама, роди меня обратно! :-( სულ არ არის სასაცილო.
ტერენტი გრანელს აქვს ერთი კარგი ლექსი, არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვაო... ჰოდა, მეც ეს სხვა მინდა, სულ სხვა. თან მეშინია. ადამიანებთან მიჩვევის მეშინია. ერთ ადგილზე გაჩერების და რუტინად ქცევის. მშიშარა ვარ ძალიან და ყველაზე მეტად ემოციების მეშინია. რამდენიმე დღეში ერთხელ წამომივლის ხოლმე ეს ემოციებისადმი შიში და ვებრძვი... შიშს არა :-( ემოციებს.

კოელიოს ისე საკაიფოდ უწერია "ვერონიკაში" რაღაცები: რა არის საერთოდ ეს სამყარო, კანონები მხოლოდ იმისთვის შექმნილა, რომ დაირღვეს, იმიტომ, რომ რაღაც გიბიძგებს. მერე სასამართლოზე გამოცდილი ტიპი ყოველთვის ჯობნის გულუბრყვილოს და მთელი ცხოვრებაც ესაა - ვინ აჯობებს, ვინ უფრო გამძლე და ჭკვიანი გამოდგება.
ყველაფერი წინასწარ არის გათვლილი დიდი სცენარისტის მიერ და ბოლო დროს სულ ამას ვიმეორებ. ადამიანი არაფერს ირჩევს, ხან ასე მგონია და ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამს თავის ნებაზე. ფანჯრიდანაც კი სხვისი შთაგონებით ხტება. ამ დროს მოდგება ეს ბებერი ზიგმუნდი და ყველაფერს ბავშვობისდროინდელ ტრავმებს დააბრალებს. ხანდახან მეც ვაბრალებ ხოლმე. წეღან დრიუ ბერიმორის ინტერვიუს ვუსმენდი, 15 წლის რომ იყო და სარეაბილიტაციოდან გამოწერეს. აი, ბავშვობის ტრავმა ამ გოგოს აქვს. hell. ხან ისეთი გულისამრევია ცხოვრება, ხან კიდევ - ისეთი ტკბილი, ფორთოხლისფერი. დღეს რაღაც ტესტებს ვავსებდი და აღმოჩნდა, რომ ჩემი და ტიმოთი ლირის ცხოვრება სწორედ რომ ნარინჯისფერი ყოფილა. რა კარგია, აბა სხვა ვის დავემსგავსებოდი, მეც არ მიკვირდა? :ივილგრინ:

So I love this Timothy guy:


ტიმოთი ლირი იმიტომ მიყვარს, რომ ქარიზმატული იყო. მე კიდევ ქარიზმატული ხალხი მიყვარს, თუნდაც ელ-ეს-დეს მოძღვრები იყვნენ.
ამ ყველაზე არეული პოსტის მიზანია, რომ რაღაცნაირად დავფიქრდე და სხვებიც დაფიქრდნენ, რა უყვართ ამქვეყნად ყველაზე მეტად. დავუშვათ, რის გამოც აქ ცხოვრება ჯობია მარსზე გაფრენას, როგორც ჩემი მეგობრები მარწმუნებენ. ან ჩვენი kitsch ანძა რომ ჯობია ეიფელს და crap like that.
That was it. Was it?

3 comments:

Keti said...

მე გადაჩვევის შიში მაქვს:)
ანუ, თუ რაიმეს/ვინმეს მივეჩვიე, მერე დაკარგვის მეშინია:(

Anonymous said...

Coldplay მეც ძალიან მიყვარს, რაც შეეხება ჩაის, შაქრიანი მირჩევნია:)
კიდევ ბევრი რამ მიყვარს...დამაფიქრა ამ პოსტმა:) დედამიწაზე ცხოვრება კი ნამდვილად სჯობს მარსზე გაფრენას:)

Anonymous said...

ვფიქრობ, მიჩვევამ რუტინად კი არ უნდა აქციოს ადამიანი, პირიქით, უნდა აამოძრავოს წარმოუდგენლად მეტი სიყვარულით და გაბრწყინებით!(:
ემოციის დათრგუნვა კი გულის ღალატი მგონია*:
უბრალოდ_ყველაფერს თავისი დრო აქვს!
განთავისუფლდი!
ჭკვიან, ემოციურ და უშიშარ ადამიანად გთვლი!(: