Monday, March 16, 2009

Holden, take me with you!


გუშინ ჩემი ექსი ვნახე :ჰუჰ: სად და როგორ, ამას მნიშვნელობა არა აქვს, არც ბევრ სხვა რამეს... მოკლედ, გამიხარდა. მეც არ ვიცი, რატომ. მთლად ექსიც არ შეიძლება დაერქვას, უფრო soulmate იყო, თუ არ ვიცი, დეფინიციას ვერ ვუკეთებ. მე კი მიყვარდა და... or I believed so. გუშინვე მინდოდა დაწერა და ბევრად უფრო კარგიც გამომივიდოდა, რადგან ისეთი სევდა შემომაწვა, აღარ ვიცოდი, რა მექნა. გამახსენდა, როგორ მიფრთხიალებდა გულს, როგორ ვდგებოდი შუაღამისას და ვწერდი, სუფთა ტატიანა ლარინა ვიყავი :| ხან ნერვებიც მეშლება, რომ არ ღირდა, მაგრამ არა, ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთ რაღაცებს გაიხსენებ, ნახავ იმ ადამიანს და აღმოაჩენ, რომ არ ცდებოდი, ის დღემდე მაგარი ვინმეა, fuck, ისევ მიმზიდველი და საინტერესო, ისეთი, როგორიც იშვიათად შეგხვდება სხვა. მაგრამ ახლა უკვე დიდი ხანია გასული, მე სულ სხვა მიმართულებით მივდივარ და უკან დაბრუნებას არ ვაპირებ. ვერ ვიტან უკან დაბრუნებას, ისიც კი არ მიყვარს, სახლში რომ რაღაც დამრჩება და გზიდან უნდა მოვბრუნდე, თუ ძალიან საჭირო ნივთი არ დამრჩა, არც ვბრუნდები ხოლმე.

დღეს უნი-ში ვიყავი ერთკვირიანი პაუზის შემდეგ. მეზარება სიარული, თანაც წელს კვირაში სამჯერ მაქვს მხოლოდ ლექციები, მაგრამ მაინც მეზარება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამოვწურე ჩემი თავი უნივერსიტეტში და მანაც ამოწურა ყველაფერი ჩემთვის.

ხან ისევ არ ვიცი, რა მინდა :( გუშინ მქონდა შეგრძნება, რომ საერთოდ მინდა, არავინ ვიყო. როგორ აგიხსნათ, აი ასე, არავინ ვიყო, სადმე შორს, მთაზე ვცხოვრობდე და იქიდან ვუყურებდე ადამიანებს და ადამიანურ ცხოვრებას, მთელი თავისი ფაციფუცითა და ფუსფუსით. მეტყობა სელინჯერს რომ ვკითხულობდი მთელი შაბათ-კვირა, ხო? სელინჯერობა მინდა. ვწერო, ვწერო და სისტემა დავიკიდო. საერთოდ დავიკიდო ფორმალობები, პასპორტები, ქორწინების ცნობები და საზღვრები. დილას ჩაის რომ ვსვამდი, ვფიქრობდი, პირიქითა ხევსურეთში ვიცხოვრებდი-მეთქი სიამოვნებით. რამდენიმე წლის წინ თეას და მე გვინდოდა ასეთი ცხოვრება, სადმე მთაში, დიდ თოვლში; ხინკალი, არაყი, მთის ფილოსოფია, უხ!..

დღეს აღმოჩენების დღე მქონდა. ჰოლდენივით ვფიქრობდი, რომ ბევრი რაღაცის დაწერა მინდა, მაგრამ მერე ვიცი, ყველა მომენატრება და გული დამწყდება. მოკლედ, ექსისმაგვარის დანახვამ ფიქრები ამიშალა. დიდი არაფერი. ჯობდა დამენახა, რომ ვცდებოდი და არაფრად ღირდა, მაგრამ თავის მოტყუება იქნება. I like him badly. მერე გამახსენდა იმ პერიოდში ქეთინო გვყავდა სტუმრად. ხოდა, ახლა ქეთინო აღარ არის და კიბეებზე ამოვდივარ, მახსენდება, ვიძინებ, მახსენდება... Ух, ты, жизнь! აი, ხომ ვთქვი, დაწერ და მერე გული გწყდება, არ დაწერ და სული გეღლება. Holden, take me with you!

11 comments:

Anonymous said...

ასწორებს ექსის ნახვა და ნუ ის გრძნობაც, რომ ძველი სიყვარულის ობიეტს რომ ნახულობ და არ ფიქრობ, ნეტა ამაში რა მომწონდაო ))
და ხანდახან გახსენებაც კარგია, მიუხედავად იმისა, რომ უკან ყურება არ მიყვარს )))

Keti said...

კითხვისას ვიღიმოდი, იმიტომ რომ არაერთი საერთო ვნახე:
სახლში მიბრუნება მეც არ მიყვარს – ის დღე აღარ აეწყობა ხოლმე, ამიტომ არ ვბრუნდები :)და საერთოდ, უკან მიბრუნება მეც არ გამომდის. თუ გადავწყვიტე, რომ რაღაც მორჩა – მერე შეუძლებელია..

და გაქცევა მეც სულ მთაში რომ მინდება?! :დ

Toma said...

რა არის ამოუწურავი? მგონია რომ ყველაფერი ამოწურვადია და ყველაფერს აქვს თავისი დრო. ინტერესი- ყველაფერი წარმავალია და ის მთაში ცხოვრებაც მომაბეზრებელი და ამოწურული გახდება ერთელაც. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ არ ეძიო ახალი .. ამაშია აზრი მე თუ მკითხავ.

Sophie שרה Golden said...

გეთანხმები, კატენ, მთაც ამოწურვადია და ყველაფერი ალბათ... მაგრამ ერთ რაღაცას რომ ამოწურავ, მერე სხვა გინდება, ხომ იცი :)

ქეთი, მიხარია, რომ გამიგე ზუსტად...

უხ, მართლა რომ "ასწორებდეს" ექსის ნახვა, კარგი იქნებოდა, მაგრამ გულს რომ გიფხაჭნის მაინც რაღაცნაირად, ეს "ვერ" ასწორებს ;)

Anonymous said...

თუ სახლში არ მივბრუნდი, "ვიზმენდები" ხოლმე. იმიტომ რომ როგორც წესი აუცილებლად უნდა დამრჩეს რაღაც. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ასე არ ხდება, ცუდი გრძნობა მაქვს, რამე არ მოხდეს-მეთქი. მაგრამ ვცდილობა ამაზე არ ვიფიქრო ხოლმე. : ))

CheshireCat said...

მმ.. აქ უნდა ყოფილიყო კომენტარი ) ჩემეული ფილოსოფიით და აზრებით.
მაგრამ, სჯობს სიმღერას დაგიტოვებ. შენს ამ პოსტზე გამახსენდა.
http://www.youtube.com/watch?v=I-sH5oHSQaU

ვსე ბუდეტ ხოროშო. ია უზნავალა.. )

Sophie שרה Golden said...

მადლობა, ჩეშირ, რა კარგი იყო!!! :love:

Anonymous said...

ვერ ვიტან ექსების ნახვას :| აი რაღაცნაირად ვერ რა..არადა ყველასტან ცუდი მოგონებები ხომ არ მაკავშირებს :დ აესე,უბრალოდ ვერ ვიტან :მო:

Toma said...

LadyCrow mec ver vitan mat naxvas, tavs damnashaved vfrdznob da mitom Ö

Anonymous said...

"ექსებს" რომ ვხვდები ხშირ შემთხვევაში ასე ვფიქრობ ხოლმე:"აი ამაში ნეტავ რა მომწონდა" და საკუთარ თავზე მეცინება,თურმე რა სულელი ვყოფილვარ . მაგრამ ამას პოზიტიურად ვაფასებ:დროსთან ერთად ვიცვლები და ვვითარდები,ცხადია გემოვნებაც მეცვლება...

Anonymous said...

მე სულ სხვა მიმართულებით მივდივარ და უკან დაბრუნებას არ ვაპირებ. ვერ ვიტან უკან დაბრუნებას, ისიც კი არ მიყვარს, სახლში რომ რაღაც დამრჩება და გზიდან უნდა მოვბრუნდე,

araviTari ukandaxeva sof, exla daglili var, tore am shenma postma dzaan seriozuli tema gamaxsena, aucileblad davcer rodesme roca ufro meti energia meqneba vidre am cutas maqvs. xoda kidev ertxel dagarcmuneb rom ukan mixedvaze fiqric ki zedmetia da arc gabedo. Damijere cin ufro magari rameebi gelis :)