Monday, May 18, 2009

Golden Trip

როცა სადმე მივდივარ, წინა ღამეს ისე მეზარება, ლამის გადავიფიქრო ხოლმე, სამაგიეროდ, როცა სახლში ვბრუნდები, დავწვები და ვტირი, ისე მენატრება ის ადგილი, სადაც ვიყავი. ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარი homesickness მე არ მჭირს. სიამოვნებით ვმოგზაურობ, რაც უფრო გრძელი გზაა, მით უკეთესი. ხომ იცით, მიმავალი გზა ჯობია დანიშნულების ადგილს ცხოვრებაში...

ბათუმში (კერძოდ, მწვანე კონცხზე) რომ ჩავედით, ცოტა ხანს წამოვწექი დასასვენებლად და მაშინვე ჩავინიშნე რაღაცები ბლოგისთვის. ახლა ვუყურებ იმ სანიშნებს და მეცინება:
* სადარბაზოები - რიკა გდალევიჩი საუბრობდა, როგორი საშინელი სადარბაზოები ნახა თბილისში
* კულტურა - то есть НРАВСТВЕННОСТЬ, როგორი განსხვავებულები არიან ქართველები, იმავე რიკა გდალევიჩის სიტყვით.
* რიჟა ბიჭების ნაკლებობა - only fools fall for me though :(
* სულ მე მხვდება girlie girl roommate-ები. მე კიდევ ვზივარ და თავბრუ მესხმის ამდენი "დუხებისგან" და თმების ფრიალისგან :D
* STOP THINKING ABOUT MY BLOG!

ბუნებრივია, როცა ადამიანი სადღაც მიდის, განსაკუთრებით სემინარზე, აქვს მოლოდინები და ასევე განწყობა, თუ რას მიიღებს და თვითონ რას გასცემს. დიდ მოლოდინებს არასოდეს ვიქმნი, უბრალოდ ვიცი ხოლმე, რასაც მე გავცემ და როგორიც მე ვიქნები, ზუსტად იმავეს მივიღებ სხვებისგან. რა თქმა უნდა, არც ახლა შევმცდარვარ - ძალიან ბევრი ვისწავლე, სულ ვიღიმებოდი, ყველა იღიმებოდა, ერთმანეთს ვეფერებოდით, ვეხმარებოდით და ამინდიც ხელს გვიწყობდა.

თუმცა ერთერთი დიდი მოლოდინი ჩემთვის, მაინც, მეირ ლევინის ჩამოსვლა იყო სემინარზე. მეირ ლევინმა იმდენი გვაცინა :) ბევრი გვიმღერა, ქართული სიმღერები, რუსული და ყველა აღფრთოვანებული დატოვა. მე, განსაკუთრებით, მისმა ცოლმა შემაყვარა თავი - დიდი და ულამაზესი ცისფერი თვალები აქვს და ისე გესაუბრება, თითქოს წლობით იცნობდე და შენი დეიდა იყოს, ყველას მის გვერდით გვინდოდა ყოფნა და ჩახუტება. ბოლოს მეირ ლევინმა თავის წიგნზე ავტოგრაფი დამიტოვა: გისურვებ, ჩემი მომდევნო წიგნის გმირი შენ გახდეო :) ამაზე კარგი რა უნდა იყოს.

ზემოთ ვახსენე რიკა გდალევიჩი - ბეით ულპანის ერთერთი ხელმძღვანელია, ზუსტად ისეთი ქალი, როგორიც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი - ძლიერი, საქმიანი, ჭკვიანი და ხმაც ისეთი რბილი ჰქონდა, სასიამოვნო იყო მისი მოსმენა. მოკლედ, რიკა გვიტარებდა ლექციებს სხვადასხვა თემაზე. ყოველთვის საღამოს ხვდებოდა მისი საუბრები, ამიტომ უმეტესობას ეძინებოდა... ბოლო საღამოს საუბარი უნდა გვქონოდა - სიყვარულზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე, სექსზე. იმ საღამოს ვეღარ მოასწრო და ამიტომ წამოსვლის დილას გადავდეთ ის ლექცია. დილის 10-ის 15 წუთზე გვქონდა და ყველა გავრბოდით, მოვისმინოთ ერთი რაზეა ეს kosher სექსიო ;) საინტერესო იყო, I can tell you that, ის ურთიერთობები, რაც არსებობს ებრაელ ცოლ-ქმარს შორის, გაცნობიდან შვილების გაჩენამდე და სიცოცხლის ბოლომდე, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამაზე, პრინციპში, სხვა დროს მოვყვები უფრო გემრიელად, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ერთად - გაგება, სიყვარული, პატივისცემა და სექსის გარეშე ხომ საერთოდ некуда!

სახლში გვიან მოვედი გუშინ, ავტობუსი 10-ზე ჩამოვიდა თბილისში. ყველას დავემშვიდობე და უცებ რუთიმ დამიძახა: ჩემო მზეოო და მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე დიდი მოლოდინი გამიმართლდა :) სიყვარული ბავშვებისგან, ყველასგან. დასაძინებლად რომ დავწექი, გული ამიჩუყდა რაღაცნაირად, მერე ჩემს თავს ვუთხარი - ცხოვრება ძნელია უმეტეს შემთხვევაში და შენ კიდევ მასზე ძლიერი უნდა გახდე-მეთქი! მეირ ლევინის სიტყვები გავიხსენე: ყველაფერი, რაც ხდება და გვეძლევა ამქვეყნად - ცუდი თუ კარგი, ყველაფერი ჩვენთვის ხდება და მადლობა უნდა ვუთხრათ ღმერთსო. გამოწვევაა ერთგვარი, რამდენად ადამიანი დარჩები და სიძნელეს გაუძლებ, იპოვი გზას, რომ ისე მიჰყვე, ეკლებში არ გაიხლართო. ჰოდა, მეც ამ გზაზე ვარ რა :) ჯერ კიდევ დიდხანს იქნება ეკლები და საცალფეხო ბილიკები, მაგრამ არსებობენ ადამიანები და მზეები ჩემს გვერდით, thank LORD!
კიდევ ის არის ყოველთვის ჩვენს გვერდით - საყვარელი სცენარისტი, მთავარია შენ მოუშვა შენამდე და შენში.

მადლობა ყველას - აბსოლუტურად ყველას, ვინც ჩემს ცხოვრებაში არსებობს და ვისაც მზის ყურება უყვარს!

11 comments:

Toma said...

ეჰ, შემშურდა ბათუმში (მწვანე კონცხზე რომ იყავი)ჩემი ყველაზე საყვარელი ზღვისპირა ქალაქია ბათუმი!

Sophie שרה Golden said...

ჰოო, ნამდვილად. ბათუმი ყოველთვის განსაკუთრებულია, სხვა სამყაროა, როცა თბილისიდან ჩადიხარ.

Anonymous said...

ცხოვრება ძნელია უმეტეს შემთხვევაში და შენ კიდევ მასზე ძლიერი უნდა გახდე- ძალიან კარგი სიტყვებია, მენიშნა!

Natalia said...

აი ამ პერიოდის ბათუმში მინდა,როცა ზღვა ჯერ კიდევ სუფთაა და დამსვენებლები არ არიან :(


როგორც შევნიშნე,ყველა ბლოგერს საინტერესო ვიქენდი ქონია,ჩემს გარდა :))

Sophie שרה Golden said...

@ Natalia, ზღვა ზუსტად ისეთი იყო, როგორც შენ თქვი - სუფთა და ისეთი მშვიდი, სასიამოვნო.
სამაგიეროდ, შენ გექნება მომდევნო უიქ ენდები საინტერესო, you never know ;)

Anonymous said...

ням,თბილი პოსტია ) კარგია. ბათუმი, საინტერესო სემინარი და თბილი ადამიანები გარშემო )...

girly girl–ებზე გამახსენდა, რომ მაგაზე პოსტის გაკეთებას ვაპირებდი... ხოდა იქნება დავწერო მერე როგორმე )

Keti said...

განსხვავებულები – ვისგან და რა მხრივ?
ზღვის ნახვაზე კი უარს არ ვიტყოდი :)

Lalena said...

აუ ზღვა მომინდა, შორს წასვლის გამო ბლოგის მონატრება და უამრავი რამით თავის გამოტენა რასაც ჩემს ბლოგზე ”დავყრიდი”...

Sophie שרה Golden said...

@ Keti, განსხვავებულები სხვებისგან, თუნდაც რუსების, ევროპელებისგან - თავისი სითბოთი და სტუმართმოყვარეობით, რაც უნდა ილაპარაკონ ბოღმიანმა ნიჰილისტებმა, საქართველო მაინც განსაკუთრებული ქვეყანაა!

@ Lalena, თავის გამოტენაზე, რა გითხრა :) "გამოტენიილი" ცუდია, აი სასიამოვნოდ ავსებული - კარგ პოსტებს დაგაწერინებდა ნამდვილად.

tiny said...

იმ ჩანიშნულებისგან ყველა დაიდოს ბლოგზე! :ყეს:

ბათუმი :sun:

Toma said...

Sophie Golden - არა მარტო თბილისიდან. მე რომ ჩამოვდივარ 4 დღე მაინც მივდივარ ხოლმე ბათუმში. არ არსეობს მე მანდ ჩამოვიდე და ბათუმში არ წავიდე, მიუხედავად იმისა რომ საშჳნლად არ მომწონს არც სერვისი არც ფასები, მაგრამ ქალაქმა რაა დააშავა? ::)