იმ დღეს ჩემმა მეგობარმა სოციოლოგებმა ჩაატარეს ფოკუს-ჯგუფი "გუდვილში" და მე დამპატიჟეს. სულ 10 ადამიანი ვიყავით ჯგუფში, 20 წუთის განმავლობაში უნდა დაგვეთვალიერებინა ჰიპერმარკეტი და მერე გვესაუბრა ჩვენს შთაბეჭდილებებზე. უნდა აღვნიშნო, რომ "გუდვილის" მარკეტოლოგებმა გაითვალისწინეს ჩვენი რჩევები, როგორც ახლა რეკლამებში ვხედავ: ფასდაკლება, ყველაზე ცნობილი 1000 პროდუქტი, საქველმოქმედო აქციები... ჩემი პოსტი "გუდვილის" სარეკლამო "რამე" არ არის, უბრალოდ ფოკუს ჯგუფის დროს გვკითხეს, რა იყო ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული - მხოლოდ მე და ერთმა ბიჭმა ვთქვით, რომ მომსახურებას ერთერთ გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიკვირდა ეს ამბავი, რადგან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც "სერვისსა" და "სერვიზს" ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, მაგრამ ამ კვლევის მონაწილეები 35 წელს არ აღვემატებოდით, ამიტომ მეგონა, რომ სხვებიც მნიშვნელოვნად თვლიდნენ მომსახურებას. ერთმა გოგომ თქვა, მთავარია ფასმა დამაკმაყოფილოს და იმას სულ არ ვუყურებ, გამყიდველი გამიღიმებს თუ არაო :| მე, კიდევ, ერთხელ შევედი ჩემს სახლთან ახლოს მდებარე მარკეტში და გამყიდველმა ქალმა ისე უხეშად უპასუხა ჩემ წინ მდგომ მოხუც კაცს, რომ ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე გამოვბრუნდი და იმ მაღაზიისკენ აღარ გამიხედავს; მიუხედავად იმისა, რომ გამყიდველს პირადად ჩემთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებია. სხვათა შორის, შევამჩნიე, რომ საქართველოში (მიუხედავად იმისა, რომ მაღალკულტურული ჰგონიათ თავი) მოხუცებს ძალიან უხეშად ექცევიან, თითქოს "ცალი ფეხი სამარეში უდგათ", პენსიაც ბითურული აქვთ და ახლა ამათ მოვემსახურებით კარგადო :| საპასპორტოში ვიყავი, ერთი მოხუცი ქალი მივიდა და ოპერატორ გოგოს რაღაცას ეკითხება, ამ დროს ის აიქოჩრა და ისე დაუყვირა, საწყალი მოხუცი შეკრთა და უთხრა: შვილო, რატომ მიყვირი, განა ყრუ ვარო! :( აი, ესეც თქვენი სერვი-ზ-ი.
სამაგიეროდ (კიდევ ერთი რეკლამა), საქართველოს ბანკში ვიხდი ხოლმე დენის გადასახადს და ერთხელ შევესწარი, მოვიდა მოხუცი ქალი, სასწაული კითხვებით, გამაღიზიანებელი ტონით, მაგრამ ოპერატორი ქალი ისეთი ღიმილით და სასიამოვნო ხმით ესაუბრა, მოხუცი რომ წავიდა, იმ ქალს გავუღიმე და იმანაც თავი დამიქნია. ისევ და ისევ ადამიანურობამდე მივდივართ, ასე მგონია. როცა ადამიანი თვითონ ნაკლებს ფიქრობს იმაზე, თუ თვითონ როგორ ექცევა სხვებს, არ ადარდებს, რომ შეიძლება ვიღაცას უმიზეზოდ ატკინოს გული, აწყენინოს, ის ადამიანი სხვისგან გაწეულ მომსახურებასაც არ აქცევს ყურადღებას და მადლობის გადახდა, საერთოდ, უცხო ხილად ეჩვენება (მადლობა - საერთოდ, ცალკე საპოსტო თემაა).
ამიტომაც, სერვისს ჩემთვის, სწორადაც რომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! მხოლოდ სავაჭრო ობიექტებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში არა, ყოველდღიურ ურთიერთობაში, როცა გაქცეულ ავტობუსს აჩერებ, ადიხარ და მძღოლს მადლობას არ ეუბნები - სად გაიზარდე, man? აი, ეს კითხვა მაწუხებს სულ. ისევე როგორც, გუშინ მზიურში ვიყავი, რაღაც საბავშვო ფართიზე, რომელიც გარდა იმისა, რომ საკმაოდ არაორგანიზებული და უღიმღამო იყო, ერთი უხეში გოგოც არ აკლდა. პრინციპში, მთელმა Facebook-მა იცის, როგორ ვთხოვე იმ ორგანიზატორ გოგოს (ქერად გადაღებილ one-ს) ეჩუქებინა ყვითელი მაისური ("ჩვენ ვხედავთ მზეს" ეწერა და ძალიან მინდოდა!), ის კიდევ უხეშად მეუბნება, ეს მხოლოდ ორგანიზატორებისთვისააო. ამ დროს მაიკებით გატენილ პარკზე ზის და სიგარეტს აბოლებს (აი, ხო იქნებოდა ტიპური ცუდი ტიპშა, ამერიკულ ფილმში რომ ვიყოთ, მე კიდევ - ოქროსფერი ქეით ჰადსონი :ლოლ: ). კაი, მართლა მაიკა კი არ არის საქმე, უბრალოდ, ბავშვების ფართის ორგანიზატორი ხარ და ამ დროს ადამიანს, რომელიც თავაზიანად და ღიმილით რაღაცას გთხოვს, უღრენ და პასუხის გაცემაც გეზარება. ამიტომ ვართ ასე წინწასულები, უცხოელი ტურისტები რომ ერთმანეთს გვირჩევნია.
That's all.

14 comments:
აუ სერვისს მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს :|
ვერ ვიტან ოდნავ უხეშობასაც კი. აი, როგორც შენ თქვი- მთავარი ის არ არის,პირადად მე მომაყენეს თუ არა შეურაცხყოფა. ვინმეს თუ ეუხეშნენ ვსო!
ბანკების მომსახურებით ყოველთვის კმაყოფილი ვარ,მგონი ერთადერთი სრულიად იდეალური სფეროა სერვისის დარგში.
რაც შეეხება მზიურს და მაისურს კიდე- ძალიან გავბრაზდი მაგაზე სიტუაცია რომ წარმოვიდგინე!..
იმის მაგივრად, რომ ასეთ დღეს გაიღიმონ და ისე აკეთონ ყველაფერი, ნერვებს იწყვეტენ და სხვებსაც აწყვეტენ :|
საქართველოში სერვისის დონე არის -10, იცი რატომ? ყველა გამყიდველი, მოლარე და ა.შ. საკუთარ იდეაში ”უფრო მეტს იმსახურებს” ვიდრე რეალურად აქვს! აი ესაა ჩვენი უბედურება!
არ ვიცი, ალბათ მართალი ხარ ისე :( ცუდი ისაა, რომ აქ მუშაობის რცხვენიათ და ვერ აცნობიერებენ, რომ მნიშვნელობა არა აქვს, გამყიდველი ხარ თუ მინისტრი (იმიტომ, რომ ყველას სკამი უნდა!) - ერთი და იგივეა სინამდვილეში. კარგი მეწაღე მირჩევნია ცუდ ლექტორს!
კატენს ვეთანხმები. რატომღაც მიაჩნიათ (განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგოებს), რომ ისინი ბედის უკუღმართობით მოხვდნენ ამ სფეროში და ის, ვისაც უნდა გაუღიმონ, უხეშად რომ ვთქვა, ის ვის გამოც სამუშაო აქვთ, ლამის მტრად მიიჩნიონ.
ჩემი სახლის წინ შარშან მარკეტი გაიხსნა. ძალიან მოსახერხებელია, იმდენად ახლოა, მაგრამ ორჯერ მეტ მანძილს გავდივარ, მომსახურება რომ არ მომწონს, იმის გამო.
მოხუცების თემა კი – ძალიან გულდასაწყვეტია. კარგია, რომ შეეხე ამ საკითხს. არა მხოლოდ გარეთ, ხშირად ახლობლებსაც იგივე დამოკიდებულება აქვთ - თითქოს ეზედმეტებათ ისინი.. სამწუხაროდ, არაერთი მაგალითი ვიცი.
მომსახურებას ყველა პროფესიის ადამიანი წევს, არაა სიჭირო იყო აუცილებლად გაყიდველი, ან კონსულტანტი, ეს უფრო თანამედროვედ ჟღერს. მოემსახურო არა უმაღლეს დონეზე, არამედ ადამიანურად, ნიშნავს გქონდეს თავაზიანობის ნამცეცი...
პ/ს აუ მგონი ძააან ვბოდიალობ საწაულად მეძინება, წავედი სანამ თავი ჩამოვარტყი კლავიატურას :|
Lalena, მეც მაგას ვამბობ! სერვისი მარტო რაღაც სტრუქტურაში მომსახურეობას არ ნიშნავს.
Sweet dreams, honey!
ზუსტად დღეს ვწერე კოლოკვიუმი კეთილგანწყობის ზეგავლენის ეფექტთან დაკავშირებით. ჩემს ლექტორს აქვს ჩატარებული ექსპერიმენტი ზუსტად ამ ფენომენზე და ზუსტად მაღაზიის კონსულტანტის მომსახურებასთან დაკავშირებით. კვლევის შედეგები ამტკიცებდა, რომ იმ კონსულტატს, რომელსაც ტრენინგი ქონდა გავლილი კლიენტის კეთილგანწყობის მოპოვებასთან დაკავვშირებით, უფრო მეტი ნავაჭრი ქონდა, ვიდრე საკონტროლო კონსულტანტს. ამის გარდა, მერე კლიენტებს ინტერვიუს ართმევდნენ და მათი უმრავლესობა კარგი მომსახურების გამო კვლავაც გეგმავდა ამ მაღაზაში შესვლას. სოფი, როგორც შენ თქვი, მომსახურების სერვისისს მარტო ორმა ადამიანმა მიანიჭეთ პრივილეგია. ჩემი აზრით, ეს ფაქტორი ყველაზე ახდენს გავლენას, უბრალოდ ზოგჯერ ეს არაცნობიერად ხდება და ვერც კი ხვდები რომ კონსულტატის ღიმილიანი სახის წყალობით შეიძლება უფრო მეტი პროდუქტიც კი შეიძინე ვიდრე გეგმავდი :) კარგი პოსტი იყო ძალიან, საკმაოდ პრობლემური საკითხია.
პ.ს. სოფი, ბიზნესის ფსიქოლოგიაზე მე და შენ ერთად ვართ, წინა ლექციაზე არ ვიყავი, კოლოკვიუმის საკითხები ჩაუწერიათ ბავშვებს და შეგიძლია მეილზე მომწერო თუ გაქვს ეს საკითხები? მგონი თემიდან ძალიან არ გადამიხვევია, ბიზნესის ფსიქოლოგიაა ზუსტად ის, რასაც შენი პოსტი მიეძღვნა :) ჩემი მეილი ესაა: nini_qoqi@mail.ru
მე კიდე გამყიდვლებს, მძღოლებს და საერთოდ ყველას ყველაფერზე მადლობას ვუხდი ხოლმე, ხურდის დაბრუნებისას, მაშინ, როდესაც პროდუქტს მომაწვდიან და ასე შემდეგ...ხანდახან მცხვენია კიდეც ისეთი სახით მიყურებენ და ძალიან დაბალ ხმაზე ვეუბნები მადლობას:))))რა დაჩაგრული ვყოფილვარ ღმერთო ჩემო:)))მაგრამ ეგრეეაა
მაღიზიანებენ უხეში გამყიდველები.ამავე დროს, მაღიზიანებენ ზედმეტად ყურადღებიანებიც: თავზე რომ დაგადგებიან და აბა რა გინდა, რას ყიდულობო-სულ ამას გაიძახიან და პროდუქტის კარგად დათვალიერებისა და არჩევის საშუალებას არ გაძლევენ:|მე პირადად ძალიან მომწონს როგორც ემსახურებიან PSP-ს აფთიაქებში: სულ გიღიმიან და პროდუქტის ყიდვისას ყოველთვის გიხდიან მადლობას :)
მარ, PSP-ს აფთიაქებში საერთოდ :D ზედმეტს გახდევინებენ, როცა რაღაცის ფასი 1, 96 თეთრია, ეგრევე 2 ლარს წაგართმევენ, მე ერთხელ ჩხუბი მომივიდა დიდუბის პეესპეში ;)
მე მიყვარს ეგეთი კონსულტანტები, რომ მოვლენ და რით დაგეხმაროთო, მეუბნებიან, მეც ვეუბნები და ერთად ვარჩევთ :) აბა, ეგაა მაგათი საქმე და ხომ უნდა გავახარო ცოტა :D
სულ მგონია მე ვარ დამნაშავე, რომ ვიღაც თავისი სამსახურით არ არის კმაყოფილი.
DreaMar –ს ვეთანხმები, ისიც ძალიან მაღიზიანებს არჩევის საშუალებას რომ არ გაძლევენ. იქნებ არ მინდა ამ წუთას ყიდვა, ან არ ვიცი რის ყიდვას ვაპირებ?! ვინ დაგაცლის,დაგადგებიან თავზე და ყველა მოძრაობას გიკონტროლებენ. ეგ ეხლა სერვისია?
ბათუმში საერთოდ... ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა გუდვილი, ჯორჯიტა და პოპული, ისე გექცევიან, როგორც პოტენციურ კრიმინალს. არადა არ მაქვს ასეთი "საეჭვო" ჰაბიტუსი :D
მიყვარს, როცა თავისუფლად ბორიალობ დახლებში და რაღაცაებს არჩევ, მაგრამ ვინ დაგაცლის.
ბანკებს რაც შეეხება, აქ თითქმის ყველა ბანკი საქათმეა. "პროკრედიტს" აქვს ერთადერთი წესიერი სერვისი, სხვები კი გამადლიან ორ სიტყვას.
მოკლედ ქართული სერვისი ჩემი "ტკივილია" :D
ქართული სერვისი ესაა თემა, რომელიც მუდმივად მტკივა. უბრალოდ, აქ ყველა გამყიდველი თუ სხვა პირი, ამბიციებითაა გატენილი და ცხოვრებაზე დაბოღმილი, წიპა, მე სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული და შენნაირ არარაობას თავს რატომ უნდა ვუყადრებდეო! ჰეით ით!
საპასპორტოში ვიყავი, ერთი მოხუცი ქალი მივიდა და ოპერატორ გოგოს რაღაცას ეკითხება, ამ დროს ის აიქოჩრა და ისე დაუყვირა, საწყალი მოხუცი შეკრთა და უთხრა: შვილო, რატომ მიყვირი, განა ყრუ ვარო! :( აი, ესეც თქვენი სერვი-ზ-ი.
GULI METKINA :(
ამ საკითხზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მეგობრები და ძალიან გვაწუხებს. მე მართლა გულს მტკენს უხეში დამოკიდებულება ჩემს და სხვების მიმართაც და საცოდავი სახით დავდივარ მერე :))
პ.ს ჩემი მეგობარი ისეთი გაღიმებული სახით შედის მაღაზიებში რომ გამყიდველებს გიჟი გონიათ :) ალბათ უნდათ რომ ყველა მათნაირი დაბღვერილი იყოს,რავიცი..
Post a Comment