Honor your father and your mother, so that your days may be long in the land that the Lord your God is giving you.
დღეს დედაჩემს იმ ისტორიებს ვუყვებოდი, ერთერთ ვიდეოპოსტში რომ გიამბეთ, ლამაზი მწვანეყდიანი გ. შაფერის "Inside story"-დან. ისე გამიხარდა, რომ მისმენდა, ვერ წარმოიდგენთ. საერთოდ, დედაჩემი ნაკლებადრელიგიურია. ღმერთის არსებობა სწამს, "კანონები" კი ცოტა აფრთხობს, ანუ "ბოლომდე" არ სჯერა, რომ მათი შესრულება აუცილებელია. თუმცა, როგორც ყოველთვის, მხარს მიჭერს, რადგან მისი შვილი ვარ და ეს საკმარისზე დიდი არგუმენტია.
ფსიქოლოგები ხომ საერთოდ ბევრს ლაპარაკობენ მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, რაც ჩემთვის, ხშირ შემთხვევაში გაუგებარია ხოლმე. რატომ ხდება გაუგებრობები, სად ცდებიან მშობლები, სად ცოდავენ შვილები? რა თქმა უნდა, იდეალური ურთიერთობები არ არსებობს, მაგრამ ზოგჯერ მიკვირს, როცა მშობლები შვილს რიყავენ მხოლოდ იმის გამო, რომ სიგარეტს ეწევა, ან "შეეშალა" და სხვა გზით წავიდა (ასეთი მშობლები მინახავს, tellin' you). თავისი მხრივ, შვილებს ყოველთვის ავიწყდებათ ის უმნიშვნელოვანესი, მეხუთე მცნება, რომ პატივი სცენ მშობლებს. ყველაზე რთული მცნებაა, ჩემი აზრით. შეიძლება პატივს სცემდე, მაგრამ მაინც მოხდება, რომ აწყენინებ დედას, უხეშად ეტყვი და მერე მთელი დღე გაგიფუჭდება, რომ აწყენინე ადამიანს, რომელიც შენი გულისთვის მთებს გადადგამს. ერთ გაკვეთილზე რაბის მეუღლემ, ციპორამ გვითხრა, ადამიანი თავის მშობლებს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სცემდეს პატივსო. უბრალოდ იმიტომ, რომ მშობლები არიან, მათი პატივისცემის მცნება პირველ ხუთეულშია, იქ, სადაც წერია, რომ უნდა გეშინოდეს უზენაესის, სხვებს არ სცე თაყვანი, მიუძღვნა შაბათი და სხვა. მე სწორედ ამ მცნებაზე ვარ ამჯერად გაჭედილი, როგორც იტყვიან. ძალიან იშვიათად მაქვს დედასთან კონფლიქტი, მაგრამ ხანდახან მაინც ხდება, რომ ჩვენი შეხედულებები იკვეთება და ხმაში სიმშვიდე მეკარგება :(
რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, დღის ბოლოს ვიცი, რომ არსებობს ერთი ადამიანი, რომლის გვერდით წიწილასავით ვგრძნობ თავს, ანუ დაცულად და მშვიდად. საკმარისია დედა-კრუხის ფრთის ქვეშ შევძვრე და თვალები დავხუჭო. დაარქვას ზოგმა "დედიკოს შვილობა", დამოკიდებულობა, უცნაურობაც კი, მაგრამ სანამ მოვა მეორე ნახევარი, არავინაა დედის/მამის მსგავსი, ვისაც საკუთარ თავზე მეტად ეყვარები.



14 comments:
მეც მიყვარს ხოლმე დედასთან საუბარი, სხვანაირი სიახლოვეა მაინც. რაც შეეხება ბოლო ფრაზას, მაინც მგონია, რომ დედა-შვილური სიყვარული სულ სხვაა და არ არსებობს მისი ანალოგი, მეორე ნახევარს სხვანარად უყვარხარ (გააჩნია მშობელს და მეორე ნახევარს, მაგრამ მე ზოგადად ვამბობ, უმეტესობაზე). დედის მიერ საკუთარი შვილის სიყვარული ალბათ, მხოლოდ ცნობიერითაც არ არის განპირობებული, ინსტიქტიცაა ერთგვარი. თუნდაც ცხოველებში - ნაშიერის სიყვარული,მისთვის თავგანწირვა და მასზე ზრუნვა - მათაც კი აქვთ.
სოფ, ძალიან მომეწონა... ამ პოსტს დიიიიდი და მრავალმხრივი გაგრძელებებიც შეიძლება მოყვეს და ზუსტად იმ ადგილას გაჩერდი, სადაც საჭირო იყო ;) უხეშობაში ნუ ჩამომართმევ, მაგრამ მე-5 მცნებაში ორივე მშობელია მოხსენებული, შენ კი დედაზე ისაუბრე. ...და მამა?
svitaia nevinnosw :)
ici memgoni kargia roca sakutar tatanve vrznob tavs daculad da frtebi ar gwirdeba shesayujad. eg nishnavs rom ukve gaizarde. oRond Znelia.
paTolog dedebze ki chems blogze weria.
მეხუთე მცნება მაშინ შეიძლება ამოქმედდეს როგორც მცნება თუ ადამიანი რელიგიურია :)
მე პატივს ვცემ ჩემს მშობლებს მაგრამ იმიტომ არა რომ ეს მეხუთე მცნებაა, არამედ იმიტომ რომ ისინი ჩემი მშობლები არიან და ყველაფერი გააკეთეს თავისი შვილებისათვის.
BTW, ხშირ შემთვევაში შვილი ისე ექცევა მშობელს, როგორც მისი მშობელი ექცევა თავის მშობლებს ან ასაკიან ადამიანებს.
გარიყვაზე უნდა დავწერო, ძირითადად ”უაზრო” პრინციპის და ძალიან ხისტი ადამიანები იქცევიან ასე. მე მყავდა მაგალითი მამამ შვილი გარიყა იმიტომ რომ ის მამისათვის არასასურველ სასიძოზე გათხოვდა. საკუთარ შვილს სიცოცხლის ბოლომდე არ სცემდა ხმას და არც სახლში უშვებდა.
dedaze axlo adamiani ar myavs saertod, eg chemimpostebidanac chans mgoni blogze, xshirad vaxsenebxolme, dzalian vmegobrobt da ravici mixaria dedachemisnairi deda ro myavs, mamastan adre ufo advili iko urtiertoba magram rac ufro memateba wlebi mit ufro idzabeba, vcdilob ganeitralebas magram xandaxa ar gamodis, imedia movnaxav rame gzas :))
@ ბაბისა, შეიძლება კარგად ვერ გადმოვეცი, ან შენ ვერ გაიგე ზუსტად - მშობლიური სიყვარული სულ სხვაა, მაგრამ მეორე ნახევრის სიყვარული უფრო სხვა საფეხურზე ასვლა, როცა დროა შვილი მშობლებს განეშოროს და მეორე ნახევარს მიეწებოს, როგორც ეს ბიბლიაშია :) ყველას თავისი ადგილი აქვს, უბრალოდ, მერე მშობლებს ნელ-ნელა შორდები და სხვა საზრუნავები გიჩნდება ადამიანს. თუნდაც, როცა შენ ხარ უკვე დედა და შვილზე მეტად აღარავინ გიყვარს. Kinda complicated, but u know what I mean :)
@ fiqro, ჰო, მე აშკარად არ გავზრდილვარ ჯერ :)
@ Tomushka, გასაგებია შენი მოტივი :ლოლ:
@ ზურიუს, მე დედაზე იმიტომ დავწერე, რომ მამა არ მყავს და ვერ დავწერ მასზე. შეგიძლია შენ განავრცო იგივე თემა :) მცნება კი, რა თქმა უნდა, ორივე მშობელზეა და ბედნიერია ის, ვისაც ორივე ჰყავს.
@ kikito, რა თქმა უნდა, იპოვი, მთავარია ეცადო და გაუგო, ზოგჯერ მისი გადმოსახედიდან შეხედო შენს თავს.
ოი, რთული საკითხია მშობლების და შვილების ურთიერთობა, ძალიან რთული და არსად არ არსებობს მზა რეცეპტი, როგორ უნდა იქცეოდნენ მშობლები ან შვილი, რომ ეს ურთიერთობა გართულებების გარეშე განვითარდეს. ერთი რამ კი ცხადია, მიუხედავად იმისა, რომ მე და დედას ხშირად გვაქვა განსხვავებული შეხედულებები, ხშირად ცდილობს მაიძულოს ისე მოვიქცე, როგორც თვითონ ჰგონია სწორი, არსად და არავისთან არ ვგრძნჯობ თავს ისე დაცულად და თბილად, როგორც ჩემს მშობლებთან და სულაც არ მინდა ამ მდგომარეობიდან გაზრდა.
ბოლო ძალიან ბანალურია, ნამდვილად,მაგრამ უსაფრთხოების მსგავსი ხარისხი სხვაგან არ არსებობს :)
გული გამითბა დედას გეფიცები, ეხლა წავალ და ჩემს დედიკოს ჩავეხუტები ძალიან ძალიან :* და საერთოდ, დიიდი მადლობა შენ რომ არსებობ :*
მართალია სოფიმ გარკვეული მიზეზის გამო მხოლოდ დედაზე დაწერა, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მე მამა მყავს, მეც იგივე გრძნობა დედის მიმართ უფრო მაქვს ვიდრე მამის, ანუ ვიცი რომ მსოფილოში არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც, თუნდაც ავად იყოს, საწოლში იწვეს და ფეხზე ვერ დგებოდეს, მხოლოდ ის ფაქტიც რომ არსებობს, უკვე დიდ ძალას მომცემს და დამიცავს : )
მე საერთოდ არ მაქვს დედასტან კონფლიქტი, იმიტომ რომ ცოტას ვლაპარაკობ. და დავილაპარაკებ თუ არა, ეგრევე გაირკვევა, რომ არ ემთხვევა ჩვენი აზრები და ხდება კონფლიქტი. ამიტომ ცოტას ვლაპარაკობ.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დედასთან არ ვარ ახლოს..
ვერასოდეს მოვუყვები მას ჩემს გრძნობებზე..
ვერც აზრს გავუზიარებ და რჩევასაც ვერ ვკითხავ..
სხვათაშორის, ეს ძალიან მაწუხებს, მაგრამ რას ვიზამთ... :|
აწყენინე ადამიანს, რომელიც შენი გულისთვის მთებს გადადგამს.
rogor vnanob :(
magram kovel dge magas vaketeb, exla dedachemtan vcxovrobt, romelic dzalian petiania da dzaan nervebs mishlis xolme.
Nu bavshvis gazrda maqvs mxedvelobashi, xoda dzaan vchxubobt, magram sxvanairad ar gamodis, magas ro davujero satburis bavshvs gamizrdis 40 gradus sicxeshi qudit gaikvans da sad shemidzlia egre?
@ tatushka, წარმომიდგენია :ლოლ: ბებიები უმეტესად ასეთები არიან. მაინც შენი უნდა გაიტანო ამ შემთხვევაში და სათბურის ბავშვი არ გაზარდო.
Post a Comment