Wednesday, July 1, 2009

ზაფხული, სიყვარული, ბლოგები и ЗВЕРИ

უცებ მომინდა საზაფხულო პოსტის დაწერა =))
"ზვერის" ამ კლიპს ვუყურებდი, პახოდუ Facebook-ზე მაგდას wall-ზე კინოზე ჩამოვარდა საუბარი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ "მხეცებს" სულ ისეთი ვიდეოები აქვთ, სადაც მთელი სიუჟეტებია ჩამოყალიბებული, თავისი კულმინაციებით და კვანძის გახსნებით :ლოლ: ჰოდა მომინდა პატარა პოსტი დამეწერა ზაფხულზე, მზეზე, სიყვარულობანაზე, რაც ხშირია ხოლმე ამ პერიოდში. თუმცა, გატყუებთ, იმიტომ, რომ ცხოვრებაში (20 წელზე მეტხანს) საზაფხულო სიყვარულობანა არ მქონია :| ზაფხულში იმდენად შეშლილი ვხდები, მნიშვნელობა არა აქვს ზღვაზე ვარ თუ მთაში, ვერავის ვხედავ, გარდა ბუნების, წიგნების და მუსიკის =)) ჰო, სხვა სეზონებზე წიგნებს, მუსიკას აკლდება ბუნება და ემატება კომპიუტერის წინ დაშტერება.

რახან კომპიუტერი ვახსენე, ამას ინტერნეტი მოჰყვება, ინტერნეტს ბლოგები და "ვინ შეჭამა ვენახივით", აუცილებლად უნდა ვისაუბრო ახალ ბლოგერებზე. ყოველ შემთხვევაში, მე აღმოვაჩინე ახლა და სიამოვნებით ვკითხულობ.

ზურიუსის ბლოგი - ზურიუსი ჩემი ჯგუფელია და სამი წელია, რაც ვიცნობ, სამი წელი ვიტანდი მის სტვენას (literally) და წელს მეტ-ნაკლებად უკეთ გავიცანი. ჭკვიანი და კრეატიულ-მრავალმხრივი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ მომწონს როგორც წერს ახლა, ენთუზიაზმი ეტყობა და აქვს ის რაღაც მიმართულება აღებული, რითიც სხვებს არ ჰგავს.

ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგი - რომელიც რამდენიმე თვის წინ ვნახე და განსაკუთრებით იმიტომ დავინტერესდი, რომ აზრზე არ ვარ, რა ხდება რეგიონებში. როგორ წერენ დასავლეთში ;) ბუნებრივია, გამიხარდა, რაც ვიპოვე. სწორედ ამ ბლოგიდან შევიტყვე სუფსელი პროგრესული გოგონების შესახებ, სადაც ნანას ძალიან ობიექტურად და ყველანაირი ეთიკის დაცვით ჰქონდა გაშუქებული თემა.

Dreamer kikito - ჩემი ახალი აღმოჩენა, რომლის ბლოგი პერსონალურია, ეხება ნებისმიერ თემას, თავის ცხოვრებაზე ჰყვება, რა აწუხებს, რა ახარებს. როგორც ყოველთვის, ეს საინტერესოა, რადგან ადამიანის ცხოვრებაა, რაც უნდა იძახოს ზოგმა, რომ არ აინტერესებს სხვისი დღის განრიგი ;)

ბუდა - ეს ბლოგი შემთხვევით ჩამივარდა ხელში და მერე იმდენი საინტერესო პოსტი ვნახე... აღმოჩნდა, რომ ჩემს უნი-ში სწავლობს. სასაცილო ისაა, რომ მეგონა, ვიცოდი, რომელი გოგოც იყო ეს ბუდა და იმ დღეს ყველა "მსგავსს" ვაჩერებდი, შენ ხარ ბუდა-მეთქი? არა, ბუდა ძალიან ჭკვიანი გოგოა, შენი მსგავსი თვალები აქვსო, ერთმა მითხრა... თვალებიც ჩემნაირი აქვს და კაბარეს მოცეკვავეობაც სურს. ბუუდ, like ya a lot :)

Last but absolutely not least, როგორც იტყვიან "ჩვენში", უნაამარგას, იმავე "მწარეს ბლოგი", რომელიც არცთუ ისე ახალბედაა, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნო. მომწონს, როგორც წერს, გულწრფელად, ღიად, ზოგჯერ მწარედ, ირონიით და საბოლოოდ - ბევრ რამეში ვთანხმდებით, ალბათ ამიტომაც მომწონს უფრო მეტად.

მიხარია ახალ-ახალი ბლოგების ნახვა. მიხარია, რომ უკვე ამდენ ადამიანს ვიცნობ თავიანთი ბლოგების საშუალებით. არ მიყვარს კაპიტალიზმი, მკიდია დემოკრატია - მაგრამ ვაღიარებ ბლოგინგს და ჯასტინ ჰოლისნაირ nerd ტვინიკოსებს.

13 comments:

Natalia said...

აქედან zurius-ს გარდა არცერთი ბლოგი არ ვიცი. :)


ხვალ გადავხედავ,ეხლა ძილის დრო მაქვს :D

tei said...

მეც გადავხედავ აუცილებლად. მითუმეტეს ახალი ცინცხალი ვარ და სხვა ბლოგერების გაცნობა და მათი აზრი ჩემ ბლოგზე ძალიან მაინტერესებს. ღირს თუ არა გაგრძელება იმ იდეის და თემატიკის :):)

სოფი, შენ პირველი იყავი ვინც კომენტარი დატოვა ჩემთან. და მადლობ :*

Anonymous said...

თითქმის თვალცრემლიანმა ჩავიკითხე შენი პოსტი, რადგან კიდევ ბრაზილიური after Samba night სიმღერები მიტრიალებს თავში...
დიდი მადლობა სოფ,რომ მეც მახსენე შენს ჩამონათვალში. მართლა ძალიან მომწონს ეს სამყარო, რომელიც აღმოვაჩინე-მივატოვე-აღმოვაჩინე ;)
უნის გამო ყველა ბლოგს ვერ ვკითხულობ, მაგრამ დღე არ გავა, შენთან რომ არ შემოვისეირნო სიახლეების ძიებაში that links us ;)

anka said...

hahaha es albat chemze iko namioki, rom ar ainteresebt sxvebis dgis ganrigio..:))))me cota sxva rames vgulisxmobdi, budas blogi vnaxe da dzalian momecona, magram es mainc sul sxva, me da sheni saerto nacnobis blogi medga tvalcin roca mag posts vcerdi:) imisi cxovrebis niuansebi ise magizianebs xolme rom magis blogs agar vkitxulob, magram facebookze mainc ar manebebs tavs:))))xoda amit shtagonebulma davcere es kvelaperi:)))))))))))

Buda said...

ვაიმე ღმერთო, ვერ ვსუნთქავ
აუ როგორ დავიბენი
და როგორ გამეხარდა
დაჟე გამიკითხე :D :D :D
ამ ღამე შეიძლებოდა ჩემი ასე ანერვიულება, სოფი? დილა რო იყოს, კიდე გადავუირეკავდი ჩემს მეგობრებს და ვანახებდი ამ პოსტს და ახლა რა ვქნა, ყველას ძინავს ჩემთან :D

სოფი, like ya a lot too!
და მადლობა :)

Anonymous said...

გული ამიჩუყდა და ძალიან მიხარია, შენს ჩამონათვალში რომ მოვხვდი! რომ იცოდე, როგორ მამხნევებს ხოლმე შენი კომენტარები ჩემთან!

ნან said...

აი მესმის ბლოგური სოლიდარობა :)
უჰ, ბლოგერებზე მაგარი ხალხი არ მეგულება :D :D

Kate said...

"მხეცების" ვიდეოს ლინკი არის არასწორად.



ხოდა, ისა...
მართლაც კარგია ამდენი ბლოგის არსებობა. თითქოს ერთი დიდი სამეგობრო ვართ, სადაც ყველა თავისებურად უბერავს და მაინც გვიყვარს ერთმანეთი.

Sophie שרה Golden said...

@ Tei, მიხარია, რომ შემოგვიერთდი. მომწონს თქვენი ბლოგი.

@ Anka, შენ არ მიგულისხმიხარ, ლოლ, სხვამ თქვა ასე პირად ბლოგებზე. ისე, ჩვენი საერთო ნაცნობი მაინც ცნობილია და ბევრი კითხულობს. გააქტიურდი, რომ შენზეც დავწერო, you know how much I love you.

@ Buda - 'You are so sweet' : http://www.youtube.com/watch?v=4RJob0jSCX4

@ Kate, დიდი მადლობა, შევასწორე. აბსოლუტურად გეთანხმები, ეს "თავისებური შერეკილობები" განსაკუთრებულად გვიხდება. Bless us! =))

Anonymous said...

wow ar velodi chem blogis moxvedraas am siashii, ugrmesi madloba sopi, dzalian gamaxare, msiamovnebs tu chemi araordinaluri cxovreba da postebi vimestvis sainteresoa :*:* kidev ertxel madloba :)
kidev ertxel avgnishnaav ro chemi sayvareli blogeri xar :*

Anonymous said...

გამარჯობა!ამ ბლოგებიდან ზურას და ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგია ჩემთვის ნაცნობი.მე ერთხელ ჩემს ბლოგზე ყველაფერი წავშალე,ეხლა ისევ დავბრუნდი.
ჩემი ლიტერატურული ბლოგია,მაგრამ ბლოგების უმეტესობა რა შინაარსის არ უნდა იყოს,მაინც ''პირადი ცხოვრების''გაშუქებას ვერ ასცდება ხოლმე...ხალხს უფრო მოსწონს სხვისი დღიურების კითხვა...სოფი საკმაოდ საინტერესო ბლოგი გაქვს(რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე)...გავცვალოთ მისამართები!წარმატებებს გისურვებთ!

Sophie שרה Golden said...

ძალიან სასიამოვნოა, თორნიკე. ოღონდ ბევრი ბლოგი გაქვს და რომელი ჩავიმატო ბლოგროლში, ვერ მივხვდი :)

Anonymous said...

ეს ბლოგი http://mcerloba.blogspot.com