ამ ბოლო დროს ისეთი სიმღერებს ვუსმენ, სადაც ადამიანები მთელ თავის სულს დებენ, შეიძლება ზოგი სულაც არ იყოს დიდებული, ბლაჰ. ან დიდებული რა სიტყვაა. ჰოლდენს სძულდა და მეც მძულს. დიდებული :D
დღეს მიწისქვეშაში ჩავედი. ვგიჟდები მიწისქვეშებზე, თან ახლა იშვიათად ყარს იქაურობა. მუსიკოსები მიყვარს, ზოგჯერ სრულიად უხმოდ და უსმენოდ რომ მღერიან. ესტრადაზეც ასეთები არიან, what's the difference? დღეს შემხვდა ზუსტად ერთი ასეთი მომღერალი, გიტარა ეჭირა და უძველეს რუსულ რომანსს მღეროდა :ლოლ: ჰეჰ, მეთქი, მარკეტინგის შენ არაფერი გესმის. შეიძლება დღეს რუსული სიმღერა იმღერო თბილისის "პადზემკაში" და ხურდას დაელოდო? ქუდიც ცარიელი ეგდო. არა, ერთი ცალი ხუთთეთრიანი შევნიშნე, ისიც ალბათ თვითონ ჩააგდო :| ჩამყვა რაღაცნაირად და მთელი გზა ვფიქრობდი, როგორ უყურებს ის ქუჩის მუსიკოსი ცხოვრებას? რას ელის? სტაბილურია თუ არა მისი ცხოვრება? ჩემი ცხოვრება არ არის და იმიტომ. სულ ცვლილებებში ვარ, შეიძლება რადიკალური არაფერი მოხდეს, მაგრამ გავიღვიძებ და ლოყა მაინც მექნება გაწითლებული და დაჭმუჭნული ბალიშზე ცუდად დებისგან. ჩემი აზრით, არ შეიძლება მათხოვრების დაცინვა, მათი ჭკუაზე დარიგება, წადი, იმუშავე, გაინძერი, ესა, ისა; თუ გინდა, უნდა დაეხმარო, თუ არადა - გაიარო. ეს მუსიკოსები კიდევ არავის არაფერს სთხოვენ, მუშაობენ თავისებურად და პრინციპი იგივეა - უხდი ამაში ფულს, ან - არა. I love'em!
რეკომენდებული წიგნი: "თამაში ჭვავის ყანაში". უნდა გადავიკითხო კიდევ ერთხელ. კიდევ მემილიონედ.

15 comments:
მიყვარს მე ქუჩის მუსიკოსების მოსმენა :)
კითხვები მეც იგივე მაქვს :)
@ Tomushka, ჰოდა, მოდი ვკითხოთ. შენ მანდაურებში გაარკვიე და მე აქ გავიგებ, რას ელიან და როგორ ცხოვრობენ. I mean it.
’თამაში ჭვავის ყანაში’ - არ მაქვს წაკითხული და ძალზედ მაინტერესებს :)
უნდა ვიშოვო სადმე და ამ ზაფხულს წავიკითხავ. :)
rustavleze rom ijda xolme ramodenime instrumentze ertdad ukravda imas vusmendi xshiraad, mere kide plexanovze iko adre da dilit ro mivdiodit bavshvebi universitetshi sul gveubneboda ra davukra tqventviso, dzaan magari xalxi arian isini vinc gavicani matgan, dzalian gulianebi
ეჰ მაგრად ტეხავს არადა ზოგმა მართლა იცის სიმღერა პროსტა ვერ მოხვდნენ საჭირო დროს საჭირო ადგილას ჩემსავით :D
ქუჩის მუსიკოსები მიყვარს, არამარტო ქუჩის, ზოგადად მუსიკოსები მიყვარს ძალიან :P გიორგიმ და მისმა მეგობრებმა დაუკრეს ერთხელ პირველი კორპუსის მიწისქვეშაში და საკმაო რაოდენობის ფულიც ააგროვეს :D მეც იქ ვიყავი და ამ დროს გამოიარა ერთმა ნაცნობმა. გაკვირვებულმა შემომხედა, ამათთან ერთად რა გინდაო. მოკლედ ქუჩის მუსიკოსების მიმართ, ცოტა არ იყოს, უარყოფითი დამოკიდებულებაა. რატომღაც მათხოვრებთან აიგივებენ და ზემოდან უყურებენ.
@ Nikoloz, ჰო, ამიტომაც ვთქვი, რომ "ვარსკვლავებსაც" არა აქვთ განსაკუთრებული ტალანტი; იღბალი აუცილებელია, hell, to be in the right place in the right time :|
@ DreaMar, ეგ ძალიან ცუდია. თუნდაც მათხოვრები, მეცოდებიან, თუ შემიძლია, დავეხმარები, თუ არადა - გავივლი. ცუდია, როცა ადამიანებს ასეთი პრეჯუდისები აქვთ :(
მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი და რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში პირველად ვნახე ქუჩის მუსიკოსები (თბილისში მაშინ არ იყვნენ.მორი ახალგაზრდა კაცი საქსოფონზე უკრავდა. მამასთან ერთად ვიყავი. ჩვენთან ერთად კიდევ ერთი ნაცნობი ქალი იყო, რომელმაც წამებული სახით განაცხადა "წაიღეს ტვინი ამ მათხოვრებმა." ხოდა, მამა მე მომიბრუნდა და ამიხსნა; "დაიმახსოვრე, მათხოვარი ადამიანია, რომელიც დახმარებას გთხოვს. რაც შეეხება ქუჩის მუსიკოსებს, ესენი მათხოვრები არ არიან, ესენი ისევე შოულობენ ფულს თავისი შრომით, როგორც მე და დედაშენი. ასე რომ, ისევე იმსახურებენ პატივისცემას, როგორც ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენელი!" ხოდა, კარგად მახსოვს ეს სიტყვები და სრულიად ვეთანხმები მამას.
ra amis pasuxia da, rogor xar?
რა მათხოვრები, ეგ პროფესიაა ლამის :)
სიამოვნებით ვიქნებოდი, ერთხანს მაინც, რაიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა რომ შემეძლოს.
operis in ukravdnen adre bichebi guliana da gemrielad,magram magastan ertad kai agresiuli tipebi iyvnen da shigadashig iset vai-ushvelebel texdnen,yvelanair mugams ukargavdnen taviant musikas...ragacatom,gadacyvetili qonat ro kai musikis dakvris sanacvlod,ginebis da furtxebis ufleba qondat...
ise,mecmiyvars eg tomi,kai xalxia...:)
Stabiluri cxovreb arasodes ar aris genacvale. aguri zogjer shushis kedlidanac vardeba :D
au Tamashi chvavis kanashi rato gamaxsene, siamovnebit gavixsenebdi, magram ar maqvs cigni
აუ ერთხელ რუსთაველზე მოვდივართ მე ანი და სალომე და რამდენიმე ბიჭი იჯდა და მღეროდნენ. ერთი ისე მომეწონა, აი მართლა ძალიან ლამაზი იყო და ფულის ჩაგდება გამიტყდა და ვარდი მეჭირა ხელში, კინოს სახლთან მოვწყვიტე და ჩავუგდე. "you are so beautiful" მიმღერა.
ისეთი საყვარელი იყო... :">
მე მაინც ჰარმონიისაკენ ვიხრები და ჯერ მუსიკა და მერე ადამიანი. თუ სწორად და სასიამოვნოდ არ მღერის, ისეთი არც ქუჩის მუსიკოსი მინდა და არც ოპერის მომღერალი. თუმცა ქუჩის მუსიკოსს უფრო ვაპატიებდი, იმიტომ, რომ იმას ბისზე პრეტენზია არა აქვს ;)
საინტერესო თემაა სხვათა შორის ;)
hey this is cool :) albat amas gulisxmobdi rocaambobdi chemi tematikis gagrdzelebao:) quchis musikosebis mosmena mec miyvars, gansakutrebit sagamos, tavdaxrilebi da daglilebi rom ukraven achqarebul da xalxit atqvefil garemoshi...
Post a Comment