1) წყალი - იმიტომ, რომ დღეში განუზომელ და "აურწყველ" ლიტრ წყალს ვსვამ. ზაფხულში ყოველთვის ვიტანჯები სტუმრად როცა მივდივარ, რადგან სხვაგან ვერასოდეს ვსვამ იმდენ წყალს, რამდენიც მე მინდა =)) ბავშვობაში, დედაჩემს სადმე სტუმრად რომ მივყავდი, ჭამას მიშლიდა, ანუ იცოდა ჩემი დიდი სიყვარული ტკბილეულისადმი და სულ თვალებს მიბრიალებდა, ჩემ მაგივრად პასუხობდა მასპინძელს: "არა, მადლობა, მეტი ნამცხვარი აღარ უნდა", ამ დროს მე მაგიდის ქვეშ ფეხსაცმელზე ვაბიჯებდი, მინდა, მინდა-მეთქი. ახლა დედაჩემს იშვიათად დავყვები სტუმრად :ლოლ: უცნაური წარმოშობის ტკბილეულსაც აღარ ვჭამ, მაგრამ აი, წყლით ვერასოდეს ვძღები.
2) ტვიტერი - სოციალური ქსელი, რომელიც მტანჯავს და ამ დროს მსოფლიოში ერთერთ პოპულარულ და ეფექტურად ითვლება. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ტვიტერში აწყობდა პრესკონფერენციებს და მიმდინარე მოვლენების შესახებ, პირდაპირ თავისი მობილურიდან წერდა მესიჯებს. ჯერჯერობით ფეისბუქზე უკეთ ვგრძნობ თავს, თუმცა, მგონია, რომ ტვიტერი უფრო ეფექტურია, რადგან უფრო სწრაფად და მოკლედ ავრცელებ ინფორმაციას, როცა ფეისბუქზე იმდენი ფლუდები მოდის, თუ როგორც ჰქვია, რომ ხშირად ვერ ნახულობ საჭირო ცნობებს, ლინკებს და სხვა.

3) ჩემი რკინისმძივებიანი ფეხსაცმელი - ეს ბოლო პუნქტი ტვიტერთან კავშირშია, რადგან ისრაელის ელჩმა თავისთან დამიბარა, სწორედ ამ, ინტერნეტსაკითხებზე, უნდა, საელჩო გავარკვიო სოციალურ ქსელებში და გავაკეთოთ, კაკ მინიმუმ, ტვიტერის ექაუნთი, პერსპექტივაშია ბლოგიც. მე ფეისბუქის "სიდიადეზეც" ვესაუბრე ნახევარი საათი. Поживем, увидим.
უი, ხო, ფეხსაცმელს რაც შეეხება, შევედი საელჩოში, ჩემი ჩანთა გაატარეს ულტრაიისფერ თუ ინფრაწითელ სხივებში, ჩემი გავლის დროც რომ მოვიდა, ატყდა ერთი წრიპინი, "აპარატი" არ მიშვებდა, მილიონჯერ მივბრუნდი; შევედი, მივბრუნდი, შევედი, ბოლოს მიხვედრილმა დაცვამ შეამჩნია ჩემი რკინის "ნამცეცებით მოვარაყებული" ფეხსაცმელი და გამატარა. ელჩი რომ ძალიან საყვარელი ადამიანია, ეგ ადრეც ვთქვი. თუმცა, საერთოდ, დიპლომატებთან შეხვედრებზე დიდად არ ვფეთდები, ხელის ჩამორთმევები არ მიყვარს და მგონია, სულ პოლიტიკის სუნი ტრიალებს. ეს შეხვედრა მაინც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის.
პოსტ სკრიპტუმ: მიუხედავად იმისა, რომ პოსტი სრულიად ცივ გონებასა და ნახევარ ლიტრ ცივ წყალზე დაყრდნობით წარმოიშვა, მაინც რაღაც დოზით ფროიდს ეძღვნება :) Hope 2 c u in another life, baby!



10 comments:
ტვიტერს ვერ დავუმუღამე მეც. შენი თქმის არ იყოს, გუმანით ვგრძნობ რომ რაღაც კარგი და იოლად მოსახმარია, მაგრამ ისე როგორც თავის დროზე ფეისბუქს ვერ ავუღე ალღო, აქაც "გავიჭედე" დასაწყისში. ორიოდე თვეა ფეისბუქის ხშირი სტუმარი გავხდი, იმედია ტვიტერის შესამეცნებლად არ დამჭირდება დიდი დრო.
მუდმივად იგივე სიტუაციაში ვარ ხოლმე ძირითადად TBC ბანკის ვაკის ოფისში შესვლისას. დაცვა უკვე მცნობს და პრიამა მიშვებენ ხოლმე, მარა სადაც არ იციან სუ პიზდეცია.
საქმე იმაშია რო სტრაიკის გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრი ვეძებე და დავდივარ სპეციალური გარეგნულად და ხმარებაში - ბოტასის მაგვარი ფეხსაცმლით რომელსაც რკინის ძირი და რკინის ცხვირი აქვს, ანუ safety boot-ია პროსტო რბილი ნაჭრისგან და პადძელანი გარეგნულად პად ბოტასუ. ხოდა სანამ ზედ არ დავაბიჯებინებ ხოლმე და არ დადგებიან და არ მიხვდებიან რო რკინაა... ა კიდე ზოგიერთი უფრო მოფიქრებული მარტო ფეხს მაყოფინებს ხოლმე დეტექტორში და რო წუის...
სუ ვფიქრობ რო თუ როდესმე გინდა სადმე რამე შეიტანო - ეგეთ ფეხსაცმელში უნდა...
აქვე დავსძენ რო აეროპორტებში მასეთ შემთხვევაში ფეხსაცმელს გახდევინებენ...
ჰეჰ, უზენაესში რომ მივედი გასაუბრებაზე, მახსოვს, ჩექმა მეცვა რიკინის ქუსლებით და მეც ეგეთ დღეში აღმოვჩნდი. იმდენი მატარეს წინ და უკან და მერე კიდევ საშვზე იმდენი ხანი მალოდინეს, კინაღამ დამაგვიანეს! ნიკასი არ იყოს, ტვიტერს ვერც მე გავუგე ვერაფერი, ფეისბუქზეც ვერ ვგრძნობ თავს მთლად კომფორტულად, ისე. ჩაინიკი ვარ, ვიცი!;)
მე ჯერ ფეისბუქსაც ვერ ავუღე ალღო, ტვიტერზე ერთხელ შევედი, როცა დავრეგისტრირდი მაშინ :D
აუუუ ფეხსაცმელებზე ვიხალისე მაააააგრად :))))
ლოლ ჩემი ისტორია გამახსენდა ფეხსაცმელთან და მეტალოდეტექტორთან დაკავშირებით :))) თბილისის აეროპორტში გამორიცხვის მეთოდით სანამ არ გამხადეს სათითაოდ ყველაფერი, მანამდე ვერ მიხვდნენ, რომ ჩექმის "ზმეიკა" წრიპინებდა. ფეხსაცმლიდან მაინც დაეწყოთ : )))
froidi chveni tanamdevi ukvdavi sulia :D :D
წყალი ძალიან კარგია! კანისათვის :)
ტვიტერს ვერ დავუმუღამე. არ ვიცი რად მინდა :D
twiteri arc ki micdia
ტვიტტერი ძალაა :)
ყველაზე მეტად ეგ სოც.ქსელი დავამუღამე. ალბათ იმიტომ რომ მარტივია. ფეისბუკი, ლინკდინი და სხვა, ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. თანაც ტვიტერში უფრო მაღალია შანსი ახალ და საინტერესო ხალხს შეხვდე და აზრების გაცვლა-გამოცვლა მოახდინო.
ეს კი არის რომ თავიდან რთული დასამუღამებელია, 3 თვე ტყუილა მქონდა ექაუნთი მანდ, მერე სამსახურისათვის ვამუღამებდი მას, შემდეგ წიგნსაც, Twitter Power-ს გადავეყარე, და სულ სხვა თვალით დავინახე ტვიტერი :)
Post a Comment