დღეს ერნესტ ჰემინგუეის დაბადების დღეა. PTP-კულტურას ვუყურებდი და იქ თქვეს. მერე მე ინტერნეტში მოვძებნე რაღაცები და მომინდა დამეწერა; როგორი უცნაური ტიპი იყო, ფიდელ კასტროსთან მეგობრობდა, ნადირობა უყვარდა, სამი ცოლი ჰყავდა, მაგრამ თავისი ახალგაზრდობის სიყვარული - აგნეს ფონ კუროვსკი ბოლომდე ახსოვდა. გადაცემაში თქვეს, რომ ჰემინგუეი უფრო გასული საუკუნის ომისშემდგომი პერიოდის ახალგაზრდების საყვარელი მწერალი იყოო. დღეს ძალიან ცოტა კითხულობს, ალბათ იმიტომ, რომ სხვა ეპოქაა, თუ როგორც იციან თქმა :( წერდა ყველაფერზე, ომიდან დაწყებული კორიდით დამთავრებული. ორივე ბრძოლა არაა, პრინციპში? სწორედ ეს წიგნი იყო, პირველად რაც წავიკითხე: "აღმოხდების მზე ანუ ფიესტა". ბიძაჩემი კითხულობდა, გადაშლილი დარჩა და ერთი რომ ჩავიჭყიტე, მერე გადავწყვიტე წამეკითხა, არადა საკმაოდ პატარა ვიყავი. მერე წავიკითხე "მოხუცი და ზღვა" - დედაჩემის საყვარელი მოთხრობა, კიდევ სხვა მოთხრობები. ერთადერთი "ვისთვის რეკს ზარი" მაქვს დაწყებული 4 წლის წინ და დღემდე ვერ დამიმთავრებია.
თუმცა, არ მინდა ჰემინგუეის წიგნებზე ლაპარაკი ამჯერად, ამაზე მოგვიანებით ვიდეოპოსტს გავაკეთებ :)
თან ხომ არიან ისეთი მწერლები, რომლებიც ლეგენდები ხდებიან და ერთგვარი - შოუმენები. ჩემთვის ჰემინგუეი სწორედ ასეთია - მწერალიც უცნაური იყო და ცხოვრებაც გიჟური ჰქონდა. მაქვს ხოლმე ასეთი შეგრძნებები, რომ ჩემში ბევრი სულის ნაწილია. დღეს გადაცემა რომ ვნახე, მაშინვე გადავწყვიტე, აუცილებლად იქნება რაღაც კავშირი ჩემსა და ჰემინგუეის, ან აგნეს ფონ კუროვსკის შორის-მეთქი :) მართლაც ასე აღმოჩნდა: კუროვსკი 5 იანვარს იყო დაბადებული, ანუ თხის რქა by horoscope, ისევე, როგორც მე. კიდევ, ჰემინგუეიზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. მოკლედ, ეს არც ისე სიმბოლურია, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ "ბავშვებთან" კარგი დამოკიდებულება მაქვს. ცხოვრებაში ყველაფერი მეორდება, თანაც მე მჯერა სულების გარდასახვების, სულის მინასავით დამსხვრევის და სხვადასხვა ადამიანში გადანაწილების. წარმოიდგინეთ, რა მაგარია. ბევრი რაღაც გაქვს სულში, გონებაში და მრავალფეროვანი ადამიანი ხარ. ძალიან ძალიან მიყვარს მწერლები და მრავალფეროვანი ადამიანები. Все в нашей голове...
გილოცავ დაბადების დღეს, ერნესტ! :)

13 comments:
მიყვარს ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედება...
განსაკუთრებით მომეწონა ''მოხუცი და ზღვა''...ეს წიგნი სახლში მაქვს...ადრე ჩემმა მეზობელმა მათხოვა ჰემინგუეის მოთხრობების კრებული...
მე ჯერ ვერავისთან ვიპოვე სულიერი მსგავსება, თუმცა სულთა რეინკარნაციის არა და, სულთა ერთგვარობის კი მჯერა და სულ ვეძებ ჩემს მსგავსს, ჯერჯერობით უშედეგოდ :))
ოოო...
მიყვარს ეს აკცი!..
პირველი რაც წავიკითხე, იყო ”მსვიდობით იარაღო” და მას მერე გავრეკე!..
ჰარი მორგანზე მივხვდი, რომ ეს კაცი ის არ იყო, ვინც ყველა.. :)
მიყვარს ძალიან..
ოსე, ”ფიესტა” არ მომეწონა, ან შეიძლება ძალიან პატარა ვიყავი რომ წავიკითხე, ამგრამ, როგორც წესი, ნაწარმოებს არ ვუბრუნდები და ეს შთაბეჭდილება ალბათ, ბოლომდე გამყვება.. :)
მთლიანად არ ვიცი, მაგრამ სულის ნაწილაკები მგონია, რომ ისახება სხვადასხვა სხეულში და გეტყვით რატომ, ე.წ. დეჟავუ გაიხსენეთ. უყურებ და არ იცი, საიდან გაქვს ესა თუ ის "სურათი" ნანახი... :) მჯერა რა!
არ მიყვარს ჰემინგუეის სქეტანიანი წიგნები. ფიესტა კიდევ ჰო...
სამაგიეროდ მოთხრობებზე ვგიჟდები და კიდევ ერთი, ავტობიოგრაფიული წიგნის აქვს– "განუყრელი დღესასწაული", ძალიან მიყვარს.
მოთხორებები კი მართლა ფანტასტიურია. "კატა წვიმაში", "მშრალი ნათელი სუფთა ადგილი" (მგონი ასე ქვია), "მოხუცი და ზღვა"... ძალიან ბევრია და თითქმის ყველა მაგარია.
ის მოთხრობა გამახსენდა ახლა, ექიმ მამას რომ მიჰყავს შვილი ინდიელებთან, მგონი ტომი ქვია ბიჭს...
უნდა წავიკითხო.
სოფი მადლობა რომ შემახსენე ეს ყველაფერი :)
აუ რა დებილი ვარ, "მოხუცი და ზღვა" რომ არ ჩავამთავრე. მაგრამ რა მექნა? ინგლისური ასე კარგად არ ვიცოდი იმ დროს :( ნუ გეშინია ჩემო თავო, აწი ვიზამ მაგ სიკეთეს. სოფ, მადლობა, რომ ეს კაციცა და მისი შემოქმედებაც შემახსენე ;) რა თქმა უნდა, უსაჩუქროდ არ დაგტოვებ და იმ ადგილს გაჩვენებ, სადაც ყველაზე მეტეად უყვართ და დღემდე აფასებენ ძია ერნესტს. მას იქ დღემდე "papa"-დ მოიხსენიებენ ;)
http://www.netssa.com/havana_restaurant_bars.htm
@ ნან, pleasure is all mine. მიხარია, რომ კარგი მოგონებები გაგიჩინა პოსტმა.
@ Zurriuss, აუცილებლად წაიკითხე ჰემინგუეის მოთხრობები. ეგ ადგილი, რა თქმა უნდა, ვიცი, ვიცი... Gracias!
მეც ჰემინგუეის რომანებზე მეტად მისი მოთხრობები მიყვარს, განსაკუთრებით მოთხრობები აფრიკის ტემატიკით.
პ/ს ძალიან ღრმა და თბილი თვალები აქვს...
ძალიან უცნაური დამოკიდებულება მაქვს ამ მწერლის მიმართ. იშვიათად მიჩნდება მისი წაკითხვის სურვილი. ბავშვობაში კი წავიკითე ”მოხუცი და ზღვა” და "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა "
მაგრამ მის შემდეგ აღარ გამჩენია სურვილი მივბრუნებოდი. თუმცა, ასე რთი წლის წინ წავიკითე მისი მოთხრობების სტრული კრებული :)
"გადაცემაში თქვეს, რომ ჰემინგუეი უფრო გასული საუკუნის ომისშემდგომი პერიოდის ახალგაზრდების საყვარელი მწერალი იყოო. დღეს ძალიან ცოტა კითხულობს, ალბათ იმიტომ, რომ სხვა ეპოქაა"
ამაში ვერაფრით ვერ დავეთანხმები ნარატორს. ერნესტს დღესაც ძალიან ბევრი მკითხველი ჰყავს, მან დროს გაუძლო ასე ვთქვა, Nუ ასე ამბობენ ხოლმე. ერთი ეგაა მე ვერაფრით დავუდე გული, არ გამოგვდის დაახლოება.
I love him :)
ვისთვის რეკს ზარი აუცილებლად დაამთავრე:) ჩემი მოკრძალებული აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა მის ნაწარმოებებს შორის. ჩემი საყვარელია - კუნძულები ზღვაში, არა და ბევრს არ მოსწონს რატომღაც:) საერთოდ თითქმის ყველა მის რომანს ძალიან განსხვავებული განწყობა სჭირდება, მაქსიმალური სიამოვნება რომ მიიღო კითხვისგან. ახლა დავფიქრდი, და სახლში რომ მივალ თაროდან ალბათ "დღესასწაულს რომელიც მუდამ შენთანაა" ჩამოვიღებ:)
Post a Comment