Friday, July 24, 2009

ჩემი სახლი


ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ისეთი მოთხრობები, სადაც აღწერილი იყო სოფლები, ფერმები, ჰყავდათ ბევრი შინაური ცხოველი, დიდი ოჯახები, ბავშვები; ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობებზე გავიზარდე, როგორც იტყვიან, იქ კიდევ ხომ იცით, სულ ბავშვები, ბევრი რძე და მურაბიანი მაჭკატებია.

დღეს ჩემს ბლოგზე რომ შემოვედი, უცებ გავიფიქრე, რომ ეს ჩემი სახლია. მწვანე და მზიანი სახლი, სადაც ყოველდღე, დილიდან საღამომდე ვცხოვრობ, სტუმრებს ვიღებ, ზოგი კმაყოფილი რჩება ჩემი სტუმართმოყვარეობით, ზოგი - მიდის და მლანძღავს. ჩვეულებრივი ცხოვრებაა ესეც. უი, მყავს გოლდენ რეტრივერის ლეკვები :) მეზობლები და ყველაფერი. მართლა სახლია. ვაშა!

დღეისთვის არაფერი მაქვს დასაწერი, ცოტა განმუხტვა და დასვენება მინდა, რაშიც შაბათი დამეხმარება რამდენიმე საათში. იყოს ეს პოსტი ჩემი ბლოგის, კეთილი blog-მეზობლების და შაბათის საპატივსაცემოდ.

ამასთან ერთად, მინდა, მეირ ლევინის მოთხრობაც წაგაკითხოთ (თარგმანი ჩემია). საბოლოოდ, ყველას უნდა, ჰქონდეს რაღაც თავისი, მშობლიური, შეეფაროს ამ მშობლიურ კერას და თავისი არსებობის ახალ საფეხურზე ავიდეს:

ჩაფიქრებული უზბეკი

მეირ ლევინი

"ლენინგრადის აეროვაგზალზე" ვსაუზმობდი, მოსკოვში. მოკლევადიან მივლინებაში ვიყავი. მხოლოდ ერთი მომცრო, შავი ჩემოდანი მქონდა თან, რომელიც საუზმისას ფეხებთან დავიდგი. უცებ რეპროდუქტორიდან ხმა გაისმა: "რეისი #937 მოსკოვი - თბილისის მგზავრების საყურადღებოდ, ჩასხდომა დაიწყო". მიუხედავად იმისა, რომ ჩასხდომა ერთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, დაუფიქრებლად ვტაცე ხელი ჩემს ჩემოდანს და გავიქეცი. ერთი ასი მეტრი გავიარე და უცებ დავფიქრდი: "ორივე ხელი რატომ მაქვს დაკავებული?". ორი შავი ჩემოდანი მეჭირა. უკან მივიხედე და არავინ მომდევდა. შეშინებული დავბრუნდი და ყვირილი დავიწყე:
- ვისია ეს ჩემოდანი?
ყველა დუმდა. კიდევ ორჯერ დავიძახე და მერე ერთმა უზბეკმა მიპასუხა:
- ჩემია. ვდგავარ და ვფიქრობ: "რატომ წაიღო და გაიქცა?"
რამდენად ხშირია შემთხვევა, როცა ავტომატურად, სიჩქარეში იღებ იმას, რაც შენს ფეხებთან დევს და ცოდვაში დგები. თან არც ისე ხშირად გვიგზავნის ზეცა ჩაფიქრებულ უზბეკს, რომ ცოდვა გამოგვასყიდვინოს.
ან თუ გვიგზავნის, იშვიათად ვუფიქრდებით. ამ შემთხვევამდე თხუთმეტი წლით ადრე, მოსკოვში ერთერთი მივლინებისას ოთახის მეზობელს გამოველაპარაკე - ისიც უზბეკი იყო. მაშინ ინტერნაციონალისტი ვიყავი (ანუ, არავინ მიყვარდა) და ჩემს შეხედულებებს ჯიუტად ვიცავდი. ბრძენმა მეზობელმა მომისმინა და მითხრა:
- გავა ოცი წელი. ორმოცდაათს მიაღწევ. მგელივით დაიწყებ ყმუილს; ისე მოგინდება რამე შენი გქონდეს, რომ ფეხით წახვალ ისრაელში.
მაშინ დავცინე ჩამორჩენილ მეზობელს. სულ ტყუილად...

15 comments:

Toma said...

რა სასიამოვნო მოთხრობაა :) :*

ჩემთვის სახლის პრობლემა ძალიან აქტუალურია. შენი არ იყოს ბლოგიც ძალიან ახლოა ჩემთვის, მაგრამ არა როგორც სახლი, არამედ როგორც ერთ ერთი ოთახი.
სახლი მინდა, ნამდვილი სახლი სადაც ძაღლები მეყოლება, ეზოში კი მალინის ბუჩქები და ვაშლის ხეები მექნება.

Sophie שרה Golden said...

@ Tomushka, მადლობა! მიხარია, რომ მოგეწონა.
იმედია, გექნება შენი ოცნების სახლი :) მე კიდევ სახლად მიმაჩნია ჩემი ბლოგი, მწვანეში ჩაფლულ სახლად, სადაც ბევრი ცხოველი და ბავშვი მეყოლება =))

ნან said...

ჩემი ოცნების სახლში რემონტია :დ
ამიტომ დავდივარ სულ სტუმრად ;დ

Unknown said...

კარგი მოთხრობაა.არარა, ქვეცნობიერად მიყვარს ყველა ებრაელი :) იერუსალიმში რომ ვიყავი, იქ გადამეკიდნენ, ჰაბიტუსი გაქვს ებრაული და გამოიკვლიე დედის მხრიდან ნათესავებიო :))

ლევინი პირველად წავიკითხე, აი თანამედროვე მწერლებიდან კერეტი ჩემი ძალიან დიდი სიყვარულია:)

Natalia said...

აუ სოფიი, დღეს ვაპირებ პოსტის დაწერას მაჭკატებზე!! :D

ამ ბოლო დროს ვხვდები რომ შემიყვარდა ჩემი ბლოგი, ისიც მწვანე ფერებშია. სპეციალურად შევღებე ფანჯრები მწვანედ - ვაღმერთებ ყველაფერ მწვანეს.

სასიამოვნო შაბათს გისურვებ! : )

Sophie שרה Golden said...

მადლობა, ნატალია. შენც ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებ!
მეც მიყვარს შენი ბლოგი, მართლა სახლის ლეიაუთი აქვს და თბილია :sunny:

nastasia said...

me mgoni bevri blogeristvis ari blogi saxlivit,yovel shemtxvevashi me ukve mesamesgan vismen da meotze me var...:))))))
da ide astrid lindgreni,usayvarlesiii (tavse gulebdaxveuli smailiki) :))))

Lalena said...

აუუუ რა მაგარი მოთხრობააა... მე კიდე ეროვნულებიდან პასტა გამომყვა ტუშის, აუ ქურდი ვარ :(((((

Anonymous said...

martlac rom saxlia da yvelaferi sheudzlia tqvas tavis macxovrebelze :)

Anonymous said...

Ehh, gatxovebis dgidan minda chemi saxli, chveni saxli, marto me dima da viki ro vicxovrebdi t da kvelaferi chveni chkuit da gemovnebit ro iqneboda mockobili :)
mere machkatebze dagpatijebdit :)

sophya said...

საინტერესო ‘სახლი’ გაქვს :) განსაკუთრებით საკუთარი ნათარგმნი მოთხრობა მომეწონა. ისე მეც მქონდა მსგავსი იდეა, მაგრამ ვერ მოვიფიქრე, რომ ბლოგზე დამედო... :შთაგონებული სმაილი:

Chaotic said...

მიყვარს შენი ვირტუალური სახლი :)

მყუდროა რაღაცნაირად.

და ჩემი ბლოგიც ჩემი სახლია, ჩემი შვილია... ვირტუალურად :D

Keti said...

ჰო, რაღაც ხდება, მგონი.. სახლთან დაკავშირებით :)
კარგია, თარგმნას რომ აგრძელებ

teitt said...

აი მე კი "მინდა სახლი, რომ იქიდან გავიქცე სადმე"...

მაგრამ, ალბათ, "გავა ოცი წელი. ორმოცდაათს მივაღწევ. მგელივით დავიწყებ ყმუილს; ისე მომინდება რამე ჩემი მქონდეს, რომ ფეხით წავალ ისრაელში." :) :D :D

Anonymous said...

ძალიან, ძალიან მომეწონა ეს მეთხრობა! გულზე მომხვდა რაღაცნაირად!