არა, მე სოფი არ ვარ, მე ვარ თაზო და დღეს SUNNY WORLD-ის სტუმარი ვარ და შესაბამისად, ვეცდები, ჩემი პოსტიც ისეთი გამოვიდეს, როგორიც მზიან ქვეყანას შეეფერება.
1. ადამიანები
ბოლო დროს ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და ყველანი ისეთი განსხვავებულები არიან, რომ მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ყველაზე მთავარი რაც ვისწავლე ისაა, რომ გადავეჩვიე ადამინების დაყოფას თეთრებად და შავებად, კეთილებად და ბოროტებად, ლამაზებად და უშნოებად. ყველაზე საზიზღარ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს რაღაც დადებითი, რისთვისაც ღირს მასთან ურთიერთობა. ამას თუ დააჯერებთ საკუთარ თავს, მალე აღმოაჩენთ, რომ მათ ქცევებზე, მათ დანახვაზე ნერვები აღარ გეშლებათ და მათთან საუბარიც არ გიჭირთ.
მორალი:
მე ეს უკვე გამომივიდა, გამოგივათ თქვენც.
2. წარმატება
უკვე სტუდენტი აღარ ვარ და შესაბამისად, გაცილებით უფრო ხშირად ვფიქრობ მომავალ კარიერაზე. ცოტა არ იყოს, ეს ფიქრი იმედგაცრუებებით დაიწყო. იანვრიდან მოყოლებული ორ მედიაორგანიზაციაში მუშაობაზე განვაცხადე უარი, ერთმა კი თავად თქვა უარი ჩემზე. სიმართლე გითხრათ, ამის გამო დიდად არ მინერვიულია. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. იმ წამს ერთადერთი რამ გავიფიქრე: "მერე რა რომ კარი მომიხურეს, ახლა იმის დროა, რომ უფრო დიდი კარები შევაღო". მე და ჩემი მეგობრები რამდენიმე დღის წინ ვწუწუნებდით, რა ვქნათ, სად უნდა ვიმუშაოთო. განვიხილეთ თითქმის ყველა არსებული ქართული რედაქცია და მათი უმრავლესობა დავიწუნეთ. ჰოდა, სწორედ ამ დროს, ნახევრად ხუმრობით ვთქვი: "მერე რა, თუ მუშაობა ვერცერთ ნორმალურ რედაქციაში დავიწყეთ, თავად შევქმნით ასეთს". ნეტავ, ყველაფერი ისე აგისრულდეთ, როგორც ჩემმა ხუმრობამ დაიწყო ასრულება.
მორალი:
ნუ შეუშინდებით წარუმატებლობას. ყველაზე უარესი კრახი ყველაზე დიდი წარმატებით უნდა დააგვირგვინოთ, ეს ყველას შეუძლია, მთავარია, მოინდომო
3. ბლოგი
ჩემი შვიდთვიანი ბლოგერობა წარმატებული გამოდგა. უკვე ვხვდები, რომ ცვლილებების დროა(იმედია, ობამა პლაგიატში არ დამადანაშაულებს, წყარო ხომ მივუთითე? :) ). ამ დროის მანძილზე ბევრ ისეთ თემაზე დავწერე, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია სხვადასხვა ფორუმებსა და თვითონ ჩემს ბლოგზეც. ჩემი მცდელობა, მეწერა ყველაზე სათაკილო თემებზეც კი, ცოტა არ იყოს წარუმატებელი გამოდგა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ჩემი ბლოგის მკითხველთა ნაწილი მზად არ აღმოჩნდა ასეთ თემებზე ღიად საუბრისათვის. ლამის დათა თუთაშხიასავით მომივიდა, არქიფო სეთურის ხალხმა რომ სცემა. ჩემს შემთხვევაში მოვლენები ასეთი დრამატიზმით არ განვითრებულა, თუმცა, მთავარი შინაარსი იდენტური იყო.
რა თქმა უნდა, "სათაკილო თემაზე" წერა გაგრძელდება, მაგრამ ზოგიერთი თემა ჩემს ბლოგზე გარკვეული ხნით დაიბლოკება ისევ და ისევ იმ ადამიანების წყალობით, ვისაც ეს ეხება.
მორალი:
ადამიანს თავს ძალით ვერ მოახვევ თვისუფლებას, თუ თვითონ არ სურს ეს.
ასე და ამგვარად, ესეც ჩემი დებიუტი მზიან ქვეყანაში. გაუღიმეთ ერთმანეთს ხშირად და ყველაფერი კარგად იქნება!
...და კიდევ, მზე შეიყვარეთ, მზე!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



6 comments:
ამ ბოლო დროს მეც მივხვდი რომ ადამიანები ბოროტები და კეთილები არ არიან, მათში ორივე საწყისია [ჩინური ფილოსოფია :))]
მართლაც მზიანი პოსტი იყო, ადამიანების მიმართ სიყვარულით სავსე :)
თაზო, ახლა მოვედი სახლში და ვიფიქრე, ნეტა, თაზოს პოსტი უკვე დამხვდეს-მეთქი, ჰოდა ამისრულდა :)
მადლობა. ძალიან მზიანი და დადებითი პოსტი იყო და კიდევ იცი როგორი? აი, უკვე გაზრდილი და გონიერი ადამიანის. მიხარია, სტუდენტობამ რომ გაიარა, ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს, ახლა უფრო დიდი კარებები გველოდება შესაღები.
WATCH OUT YO! =))
resp! pirveli da mesame gansakutrebit
თამააზ :))
იმის მიუხედავად,რომ მე და შენ გადაკვდარი მეგობრები არ ვართ.. და იმის მიუხედავად, რამდენად ვიცნობთ ერთმანეთს..
ჩემთვის შენ ყოველთვის ინდივიდი და გამორჩეული ადამიანი იქნები..
ყოველთვის ვგრძნობ შენს სურვილს–იყო უფრო მეტი და უფრო თავისუფალი. ეს კი ნამდვილად მაგარია..
ჩემთვის თავისუფლება არ არის,როცა შეგიძლია ღიად და ენის წაუბორძიკებლად ისაუბრო ეგრეთწოდებულ ''სათაკილო თემებზე''...შეიძლება მეც ვილაპარაკო,მაგრამ ერთია ლაპარაკი,მეორე როცა საზოგადოებას თავს ახვევ და ეუბნები,რომ ეს მისაღები იყოს მისთვის(იმიტომ რომ ამაშია თავისუფლების ნეტარება)...საერთოდ თავისუფლების გაგება ყველა მსოფლმხედვეობის ადამიანს სხვადასხვნაირად ესმის...მაგრამ დღეს ხშირად ''თავისუფლების''სახელით უზნეობას ზნეობრივ ჩარჩოებში სვამენ და საზოგადოებას აზომბირებენ...რაც თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს
ეეეეეეეეეეეე
ჩანაფიქრი მომეწონა ძააან :)))
სახალისო იყოო!!!
პოსტის და ბლოგის ავტორსაც სალამი, დამ–კომენტარ–ებლებსაც მოკითხვა და წავედი თაზოს ბლოგზე, სოფის პოსტი უნდა იყოს იდეაში სადმე... ხო?...
Post a Comment