Monday, July 13, 2009

Class of 2009 - GOODBYE

დღეს დიპლომი თუ სადიპლომო დავიცავით. გვქონდა პრეზენტაცია. სათითაოდ ვილაპარაკეთ რვა სტუდენტმა, რომლებმაც გავაკეთეთ სადიპლომო ჟურნალი მედიაზე. რეცენზენტს ჰქონდა შენიშვნები, მაგრამ ბოლოს გამოაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩვენი ნაშრომით და უმაღლესი ქულა დაგვიწერა. მოკლედ, ყველაფერი იყო ჩვეულებრივ - პრეზენტაცია დაიწყო დაგვიანებით, დარბაზში ისე ცხელოდა, რომ ყელი გამიშრა და ძლივს ვლაპარაკობდი, თან ასეთ დროს ლაპარაკი საერთოდ მეზარება ხოლმე. მიყვარს ადამიანებთან საუბარი, მაგრამ ისეთ აუდიტორიასთან არა, რომლებიც არ გისმენენ, უბრალოდ ვალდებულების მოსახდელად არიან მოსულები, რომ შეაფასონ შენი ნაშრომი (ლექტორები) და რაც შეიძლება მალე დაამთავრო და წახვიდე, რათა სხვებმაც მოასწრონ პრეზენტაცია (სტუდენტები).

სახლში რომ მოვედი, დედაჩემს გაუკვირდა, მე მეგონა, სადმე კაფეში წახვიდოდით, ცოტა გაერთობოდითო :| ჰოდა, უცებ მთელმა ოთხმა წელმა ჩამიარა თვალწინ, როგორც იტყვიან. უჰუჰუჰუ. მიუხედავად იმისა, რომ ჭიქას ყოველთვის ნახევრად სავსეს ვხედავ, ახლა მგონია, რომ ძალიან ბითურული სტუდენტობა მქონდა, არაფერი განსაკუთრებული. იყო მცირე სიხარულები და აღტაცებები, სამაგიეროდ არ იყო ჯგუფი და მეგობრობა. ბოლო კურსზე მეტ-ნაკლებად დავმეგობრდით, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი თუნდაც იმისთვის, რომ დიპლომის დაცვის მერე სადმე ერთად წავსულიყავით. მგონია, რომ ყველანი დაღლილები ვართ. არ ვიცი, ეს ინტერნეტის ბრალია, სადაც ერთმანეთის ID ზეპირად ვიცით და სტატუსები, ვინ რას ჭამს ახლა და ვის PET-ს რამდენი ოთახი აქვს სახლში, თუ სისტემის? :ლოლ: სისტემის, სადაც ადამიანები სახლში იკეტებიან, ნაკლებად იხსნებიან და ეზარებათ ცოცხალი ურთიერთობები. ვითომ ძალიან ახლოს ვართ ყველანი ერთმანეთთან, უცებ აღმოაჩენ, რომ უფრო შორდები და ეს twitter-ის სტატუსები უფრო გვაშორებს. ცოტა უცნაურია, რომ ინტერნეტ-ფრიკი ვამბობ ამას, მაგრამ დღეს ზუსტად ასე ვიგრძენი თავი.

დებორამ დამირეკა (You made my day!), რაღაც ერთი ეტაპი დასრულდა შენს ცხოვრებაშიო. კარგი შეგრძნებაა, იცი? მიუხედავად იმისა, რომ წინ ბევრი ცვლილება მელოდება და არც ვიცი, რა ცვლილება იქნება. ყოველთვის მჯერა, რომ უკეთესი ჯერ კიდევ წინაა, ბევრი ადამიანი მყავს გასაცნობი, უამრავი ფილმი სანახავი, მილიონზე მეტი სიმღერა მოსასმენი და წიგნები წასაკითხი :) ესეც ერთი ეტაპი.

Goodbye, UNIVERSITY! Hello - total grown up world, time to let me in!!!

20 comments:

Toma said...

პირველ რიგში გილოცავ უნივერის წარმატებით დასრულებას. ნამდვილად, ცხვორების ახალ ეტაპზე გადახვედი და ის თუ რამდენად საინტერესო იქნება ისა შენზეა მთლიანად დამოკიდებული.

პრეზენტაციას და დაცვაზე გეთანხმები, იგივე შეგრძნება მქონდა რომ ვიცავდი. ცუდი შეგრძნებაა და ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, მთელი ცლის ნამუშევარი 10 წუთში ვთქვი და იმ 10 წუთსაც არავინ მისმენდა.

Sophie שרה Golden said...

დიდი მადლობა ტომუშკა.
ნამდვილად ჩემზეა ბევრი რამე დამოკიდებული და იმდენი იდეა მაქვს თავში, ჯერ უნდა დავალაგო და მერე შევასრულო :) ესე იგი, ეგ "არმოსმენა" საერთო სენი ყოფილა.

ket_eva_n said...

ჩავფიქრდი შენს პოსტზე.. მე მაინც არამგონია, რომ ამის მიზეზი ინტერნეტი იყოს. უბრალოდ რამდენიმე კაცი შევიყარეთ და აღარ ვუშვებთ დიდად ხალხს.. თითქოს გვეშინია ცვლილებების..
მე მაინც ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღე რომ მოვაშთეთ.
პ.ს. გავგიჟდი იმ ფაქტზე, რომ დროს გვითვლიდნენ.რა არის ახლა ეს ?:)

ნან said...

"წინ ბევრი ცვლილება მელოდება და არც ვიცი, რა ცვლილება იქნება. ყოველთვის მჯერა, რომ უკეთესი ჯერ კიდევ წინაა, ბევრი ადამიანი მყავს გასაცნობი, უამრავი ფილმი სანახავი, მილიონზე მეტი სიმღერა მოსასმენი და წიგნები წასაკითხი :) " - ეს ნაწილი მომეწონა განსაკტრებით, ისე კი გილოცავ რათქმაუნდა. სულელური და სავალდებულო 4 წელი "მოიხადე" :დ

Buda said...

ნეტა მე რა შეგრძნება მექნება უნის რო დავამთავრებ...

მეც ბითურული 3 წელი მქონდა, არანაირი ჯგუფი და სადმე წოწიალი.

მაგრამ სამაგიეროდ ხალხი გავიცანი, ცხოვრება ვნახე :D და 2 უძვირფასესი მეგობარი შევიძინე.

გილოცავ დამთავრებას :)))

Anonymous said...

გილოცავ სოფი უნივერსიტეტის დამთავრებას და ეხლა სულ მწვანეზე გევლოსო როგორც იტყვიან, წინ და წინ.
უნივერსიტეტის მეგობრობას რაც შეეხება მეც მასე ვარ და ძალიან მწყდება გული :(

Anonymous said...

გილოცავ უნივერსიტეტის დამთავრდებას!ყველაფერი წინ გაქვს!ამიტომ მთავარია შენი გზა იპოვო!პირველ კურსზე ვარ,მაგრამ მეც ასეთი შეგრძნება დამეუფლება ხოლმე...საერთოდ სტუდენტობა სულ სხვაგვარი მეგონა...უფრო საინტერესო...წარმატებებს გისურვებ!გისურვებ ბევრ საინტერესო წიგნის წაკითხვას!

Sophie שרה Golden said...

@ all, THANK YOU! :)

@ თორნე, არა საინტერესოც ბევრი გექნება მომავალი წლების განმავლობაში, მაგრამ ზოგჯერ იმაზე მეტი მოლოდინები გვაქვს, ვიდრე რეალურად შესაძლებელია. ამიტომ ჯობია, უფრო ნაკლებს ველოდოთ და სიხარული დიდი შეგვხვდეს, I'm actually workin' on it =))

vasasi said...

მეც გილოცავ სოფ, უნივერსიტეტის დამთავრებას.. :)

:)

Natalia said...

ბოლო აბზაცი იყო კვანძის გამხსნელი :)) უპს, ბოლოს წინა :P

ყველაფერი წინ გვაქვს, თუნდაც 60 წლის ვიყოთ, ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა სავსე. მე კიდევ ძალიან მიყვარს ყველაფერი სპონტანური და დაუგეგმავი : )

პ.ს ნეტავ სულ ასეთი ოპტიმისტი ვიყო.. :)

Anonymous said...

წარმომიდგენია ზუსტად რას განიცდი
მეც რომ დავამთავრე, არანაირი ბანკეტი არ გვქონია, ლოლ
4 წელი ერთად ვიყავით, მაგრამ არც ჩვენ გვქონია სიახlove..
მაგრამ უნივერსიტეტმა 4 საუკეთესო მეგობარი მაჩუქა , ალბათ, ეს ერთი დადებითი მაინც დამიტოვა იმ ეტაპმა :))

ახლა უფრო საინტერესო ეტაპი იწყება,წარმატებები !!

liilia... said...

გილოცავ სოფი...:)
წარმატებები ამ ახალ ეტაპზე შენი ცხოვრების...
მე სიტყვით რომ გამოვედი ისეთი ფანტასტიური შეგრძნება მქონდა დამთავრება აღარ მინდოდა :)

CheshireCat said...

"I've got all my life to live
I've got all my love to give"
- ეს გამახსენდა შენს პოსტზე )

nata said...

მეც ძალიან მინდოდა სადმე წავსულიყავით. მაგრამ დამთავრების შემდეგ მხოლოდ მე, თაზო და დალიღა ვიყავით. თან ისე მცხელოდა :) მე სულაც არ ვფიქრობ რომ ეს 4 წელი "სავალდებულო` იყო. ძალიან საინტერესოდ გავატარე ეს წლები თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესიც შეიძლებოდა. მომენატრება მეექვსეში გვიანობამდე მუშაობა, ჩემი არშემდგარი ფილმის რეპეტიციები და ადამიანები. კიდევ სტატუსი "სტუდენტი"

Keti said...

გილოცავ, სოფი :)

ankasturua said...

vaime sof neta mec tu vitkvi odesme davamtavre universtetitqo:) xval maqvs dacvaaa da nervebi meshlebaa, neta martla aravin ar momisminoss imitoro araperi ar maqvs satqmeli:) mezizgeba chemi sadiplomoc da isic ro xval unda vinerviulo da arc vici raze:):):)minda ro ukve gasuli ikos xvalindeli dgee raaaaa

khatato said...
This comment has been removed by the author.
Sophie שרה Golden said...

@ ნატა, სავალდებულო იყო, აბა რა, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, კომისიას დიდად არ ანაღვლებდა, ერთადერთი ჩართოლანი იყო, ვინც მართლა იფიქრა ჩვენს ნაშრომზე. სტუდენტის სტატუსი კარგი იყო და გაიარა, ახლა უკეთეს სტატუსებს უნდა მივწვდეთ ჩვენ, baby =))

@ ქეთი, დიდი მადლობა.

@ ანკა, დარწმუნებული ვარ, დღეს მოგილოცავ შენც დიპლომიანობას. კომისიაში ძალიან საყვარელი ქალები არიან. You can do it well :kisses:

Anonymous said...

პირველ რიგში გილოცავ! მნიშვნელოვანი ეტაპი დამთავრდა შენს ცხოვრებაში, მაგრამ ახლა უფრო დიდი რაღაც იწყება! ხო, ბანკეტი არც ჩვენ გვქონია, უნივერსიტეტსი დამთავრებასტან დაკავშირებით. აერთოდაც, დიპლომი რომ დავიცავი, უკვე თავიდან ფეხებამდე ჩაბმული ვიყავი სამსახურში და იმის დროც არ მქონია, გამეანალიზებინა, რა ეტაპი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში და რა უნდა ყოფილიყო ამის შემდეგ.

Morrissey said...

heeey gilocav univeris damtavrebas :) an ravici sheidzleba arc unda mogiloco :unsure:
ბევრი ადამიანი მყავს გასაცნობი, უამრავი ფილმი სანახავი, მილიონზე მეტი სიმღერა მოსასმენი და წიგნები წასაკითხი :)<<< rac sheexeba amas, rogorc batoni gurami ityoda "olimpiuri Cempionivit haershi xar asagdebi" chemi ar iyos :D