Monday, July 6, 2009

MY COSMIC PEACE


რამდენი ხანია "საყოფაცხოვრებო" პოსტი არ დამიწერია.

გუშინდელი ვიდეოპოსტის მერე თავს ისე ვგრძნობდი, როგორც მეგ რაიანი in 'You got mail' :ლოლ: ტომ ჰენკსის გმირს რომ ყველაფერს მიახლის, მაგრამ კმაყოფილი მაინც არ არის, იმიტომ, რომ სიუხეშე მის ხასიათში არ დევს. ზუსტად ასე ვიყავი მეც, блин, მართალი იყო ჯოკეი, პასუხის გაცემა არ ღირდაო. სამაგიეროდ, თინიმ მომწერა სკაიპში, იმ ბლოგს მაინც არავის კითხულობს და ეს ნახეო, ნატალიას WONDERLAND-ზე, კიდევ ერთხელ მადლობა, dear, რომ ხედავ ჩემს SUNNY FUNNY WITTY attitude-ს. მართლა თავისებური სასწაულების ქვეყანა გახდა შენი ბლოგი ჩემთვის. აი, ორი უკიდურესობა - ზოგი რას წერს ჩემზე და ზოგი - რას. Bless you all.

მაგრამ დღის ფრაზა სულ სხვა იყო დღეს ჩემს ცხოვრებაში. დილით უნი-ს "ღია რადიოს" გოგოებმა მიმიწვიეს გადაცემაში, სადაც ბლოგინგზე ვისაუბრე და ბევრიც ვიცინე. თამუნას იმდენად კარგი აურა აქვს, რომ სასიამოვნო იყო მასთან საუბარი. მაგრამ ეს ცხოვრება სად დაგაცდის სულ სიცილს, გამოვედით სტუდიიდან და კახა მაჭავარიანი ხმამაღლა მეუბნება: "მოიცა, მოიცა, შენ სად დამინახე თვალებში სვასტიკები?" მაშინ ჰიტლერის პოლიტიკის სიკეთეზე რომ გეკამათე, ის ვიგულისხმე, კარგი იყო ჰომოსექსუალისტები და ნარკომანები რომ გაანადგურა, ებრაელებზე კი არ ვთქვი რამეო :| ჰო, კაია? არადა, კახა კარგი ადამიანია, სულის სიღრმეში, I can tell, у него добрые глаза, როგორც მკრტიჩიანი იტყოდა "მიმინოში".

მერე დანტისტთან ვიყავი სოლოლაკში (დადიანის 4). კბილი დავიპლომბე და ქვები მოვიშორე. ისეთი ვარდისფერი კაბინეტი აქვს ლიკას, სავარძელი, კედლები, ხელსაწყოებიც კი ვარდისფერი, რომ შედიხარ სულ არ გაქვს არასასიამოვნო განწყობა, როგორც სხვა სტომატოლოგიურ კაბინეტებში. განსაკუთრებით გოგოებს მოეწონებათ.
მანამდე დინა და დებორა ვნახე. ისე გამიხარდა დებორას ნახვა, დიდი ხანია არ მინახავს - სასწაული აურა აქვს. დებორა დინას მამიდაა, ჩემი მეგობრის, და თვითონ დებორაც ჩემი მეგობარია. მე ასე ვთვლი, ყოველ შემთხვევაში. საკუთარი მამიდები და ბებიები არ მყავს, სამაგიეროდ მეგობრები მინაწილებენ :) მასზე ალბათ საერთოდ ცალკე პოსტი უნდა დავწერო. ისე მიყვარს მისი მოსმენა და უბრალოდ დანახვა, მინდა ასე შორიდან ვუყურო ხოლმე. რაღაცნაირი ქალია - არარეალური, if you know what I mean. ამ მუსიკას მაგონებს.

საღამოს ავტობუსით რომ ვბრუნდებოდი სახლში (როგორც ყოველთვის, time for philosophy), გამინათდა გონება: ჯერ ისევ სუსტი ვარ, ხასიათი დასახვეწი მაქვს, ბევრი რაღაც სასწავლი, ემოციები მოსათოკი და ჭეშმარიტება - საპოვნელი. ვაშა - ესე იგი, ცხოვრებად ღირს :) ესეც უკვე ერთი ნაბიჯი იყო წინ, რომ გავიცანი ჩემი თავი, მთელი 1 დღის განმავლობაში, ადამიანებთან ურთიერთობით, ისეთებთანაც კი, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში გაივლიან და მხარს გაგკრავენ, ან არც კი, უბრალოდ ჩაივლიან შეუმჩნევლად. მეც ხომ ასე შეუმჩნეველი ვარ მათთვის? ჰოდა, მერე კადრი მიდის შორს, შორს და აღარ ვჩანვარ, დედამიწა ერთ ფერად ბურთად იქცევა და ატმოსფეროში იკარგება...

ბლოგომშვიდობისა! (c) Sophie Golden

8 comments:

Anonymous said...

...გიგრძვნია, აშკარად ;)

Unknown said...

dzalian, dzalian miyvarxar! :) yvelanairad vuertdebi natalis! :*

Anonymous said...

საყვარელი პოსტი იყო, როგორც ყოველთვის! მეც ასე მემართება, როცა ვინმესთან უსიამოვნება მომდის. ცამდე მართალიც რომ ვიყო, თავს საზიზღრად ვგრძნობ, იმიტომ რომ არ ვარ ბუნებით მოჩხუბარი და აგრესიული, მაგრამ რას ვიზამთ?!

liilia... said...

მე პირადად შენგან ვიღებ დადებით ემოციებს... :)
თავიდანვე რომ გნახე ისეთ შეგრძნება მქონდა თითქოს დიდი ხნის მეგობარი იყავი... :*

Anonymous said...

xshirad maqvs sxvatashoris warmodgenili eg momenti, ro midixar da mere kadi miidis shors, yvela wertilebivit chanan da mere mxolod dedamiwa :)

Natalia said...

ისე როგორ დაემთხვა, ერთდროულად რომ დავწერეთ მეც და იმ ბლოგერმაც შენზე პოსტი :D


დანტისტს რაც შეეხება,სულ რომ გადაამწვანოს იქაურობა[ჩემი საყვარელი ფერი], მე მაინც მუხლები ამიკანკალდება შესვლისას :))

Anonymous said...

quchashi siaruli da gamvleli xalxi momenatra
momenatra bevri sxvadasxva ragacit datvirtuli dgeebi
dantisttanac ki cavidodi shens magivrad :D

მარი ახსიაშვილი said...

სოფი, რა საყვარელი ხარ:)))

ისე, ღია რადიოს ეშველა და 8საათი, 00წუთი და 00წამი მზად აქვს, ახლა ველით მეორე 8საათს.. დახმარება სევთავაზე და უარზე არიან – მოვასწრებთ ჩვენო და რას იზამ:))))
კახას ვერ გაუგებს ადამიანი, როდის უხარია, როდის წყინს:))) თავისებური ადამიანია, როგორც ჩვენ ყველა:)))