დღესაც დანტისტთან ვიყავით დინა და მე. მერე kosher საცხობში წავედით ლობიანებზე. გაგვიშვა პოლიციამ, მაგრამ იქიდან აღარ გვიშვებდა, მეორე მხრიდან მოუარეთო. ბოლოს დაცვა გამოგვაყოლეს, პატარა ბიჭი ვიტალი, რომელმაც მიგვაცილა დადიანამდე. აბსოლუტურად ყველა - დაცვა, პოლიცია - ზრდილობიანები და ყურადღებიანები იყვნენ, შემიძლია ვთქვა. ქართულ პოლიციას ქალებთან ასეთები არ ეშლება ხოლმე, ეს ხომ ვიცით. შემეცოდნენ კიდეც რაღაცნაირად - სხვების ბრძანებებს რომ ასრულებენ და ქუჩაში დგანან. ეგენიც ხომ ზუსტად იგივე საზოგადოება და ხალხის ნაწილია, ვისაც გადაუარეს, გზები ჩაუკეტეს, მეტროს ორივე სადგური (რუსთაველი, თავისუფლება) "გაუთიშეს". თაზომ და მე ანტიგლობალისტები და მწვანეები ვინატრეთ, მაშინ ხომ ნორმალური ქვეყანა იქნებოდა. Plus, რამდენიმე წლის წინ ათენში ვიყავი, იქაც ჩვენსავით ავტობუსი გადავარდა და მოსწავლეები დაიღუპნენ, მთელი კვირა გლოვა ჰქონდათ გამოცხადებული. აქაც ხომ მოხდა მსგავსი უბედურება გასულ კვირას და კაციშვილს არ უფიქრია გლოვა :| ისევე, როგორც შარშან, აგვისტოში დაღუპული ჯარისკაცები არავის უგლოვია და კონცერტებს მართავდნენ. It's not cool at all, man!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



15 comments:
გული დამწყდა დაცვას რომ ერქვა ვიტალი და არა პაშა :ჵ :ჵ.
ისე ტვინი წაიღეს რასაც ქვია. დრეს მთელი დღე მის ჩამოსვლაზე საუბრობდნენ, თან არსებითს არც არაფერს ამბობენ, სულ ერთიდაიგივე. ეს მასიური გადაკეტვაც რა უბედურებაა არ ვიცი.
ჯარისკაცებზე ხომ იყო გლოვა გამოცხადებული?მაგ კონცერტებზე არ შემიძლია არ დაგეთანხმო, იგივე რეაქცია მქონდა მაშინაც და ახლაც.
პროვინციალიზმია და ზედმეტობაა ეს ყველაფერი.
ნუ რას სიზავთ სადაც ოპოზიციის გამო სამი თვე ნახევარი ქალაქი "პარალიზებული " იყო ეს რამდენიმე დღე ამასაც აიტანს კაცი . მე უფრო ის გამოფენილი ხალხი მომხვდა თვალში ამერიკელი სტუმრის დასახვერად დროშებს რომ აფრიალედნენ ეგ მართლა პროვინციალიზმია და მედვედევის დასახვედრად გამოსული ოსი ბებოების გულანთებული სახეები გამახსენდა :)
ხო ისე ცნობისთვის მინდა აღვნიშნო რომ 14 თუ 15 ივლისი იყო გლოვის დღედ იყო გამოცხადებული ტრაგედიის შემდეგ.
mr.picasso მაგარი გლოვის დღე ყოფილა, კაციშვილს არ გაუგია!
სოფი, ქალებთან არ ეშლება პოლიციასო, ხოდა, გეთანხმები, ნებისმიერი დაცვის სამსახური ბევრად უფრო უხეშია, ვიდრე პოლიცია. კონცერტებზეც გეთანხმები. კინაღამ გული გამისკდა მაშინაც, რომ წარმოვიდგინე რას იგრძნობდა ხალხი, რომელსაც შვილი, ძმა, ქმარი ან უბრალოდ მეგობარი დაეღუპა იმ ომში!
გუშინ განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძენი უსუსურობა.. ქუჩაში რომ დადგე და თავი დაიწვა, მაინც არაფერი შეიცვლება. "უსაფრთხოებისათვის" საჭიროა და მორჩა!
გამწარებული ვიყავი :)
საერთოდ ვინ არის ეს ბაიდენი? გუშინ თვალი მოვკარი მიშას, რაღაც გამოფენაზე იყო და სტუმარი ყავსო. მერე ის ხალხიც დავინახე, ტრასაზე დროშებს რომ იქნევდნენ.. კიდევ კარგი ჩემი პრობლემები მყოფნის, თორემ ამათ დანახვაზე სულ გავგიჟდებოდი :D :D
:) suckართველოა სოფი :) რა გიკვირს :))) მე დაბლითა ქუჩებით ვიარე ფილარმონიიდან ფეხით ოპერასთან საქმე მქონდა მერე ფეხით ჩავედი მარჯანიშვილზე მანდ ჯერ არაფერი იდგა და უშვებდნენ და და... ჰეჰე სახელები უნდა ჩამოვწეროთ იმ ქვეყნებისა ვინც ამერიკის ბორდელის ფავორიტები არიან . საქართველო ერთერთ კააარგ და ნოყიერ ადგილს დაიკავებს.
glovis dge iyo gamopcxadebuli, sxvanairad rogor unda gamoecxadebinat, yvela televiziam gaashuqa, tu vinmem ar naxa an yuradgeba ar miaqcia es imas ar nishnavs, rom aravis gaxsenebia. ai magalitad rogorc me, baideni tu vigac rom chamovida azrzec ar viyavi imitom rom ar mimiqcevia yuradgeba.
samarcxvinoa :( :(
თიკოს დაუწერია ჩემი აზრი გლოვის დღეზე.
რაც შეეხება გზის გადაკეტვას, ამას ცალმხრივად საქართველოს მთავრობა არ აკეთებს, ამერიკა იცავს თავის ვიცე–პრეზიდენტს და შესაბამისად აყენებს მოთხოვნებს.
ui ra xdeba garet? me ro TVs ar vukureb araferi ar vici :)
დღეს ისე ჩავჯექი მეტროში არ ვიცოდ, "რუსთაველიცა" და "თავისუფლებაც" თუ დალუქული იყო და ასე ამოვყავი თავი "ავლაბარში"!!! როგორც იქნა, მოვაღწიე ეკონომიკის სამინისტრომდე. იქ კი - პოლიციელების კოლონა: რომ იცოდე, სოფ, რა სიამაყით გავიარე თუ ავიარე ის აღმართი :))) გაჯგიმული, თან მე შემომცქეროდნენ! ჰოდა ეგრე :))))) აი ლექსიც:
დღეს მერცხალი შემოფრინდა,
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
"ბაიდენი, ბაიდენი!"
გულს იმედი დამესახა :)))))))))
P.S.ვაი ჩვენს პატრონს :)))
ათენში რომ მოხდა ეგ ტრაგედია, დედაჩემი იყო მაშინ იქ. მე სკოლაში ვსწავლობდი და ზუსტად მაგ დროს ექსკურსიაზე მიდიოდა ჩემი კლასი. დედაჩემი ისეთი შეშინებული იყო იმ ტრაგედიით, რომ არ გამიშვა ექსკურსიაზე. მე იმან აღმაშფოთა, რომ გლოვის დღე იყო გამოცხადებული და ქეთი მელუას კონცერტი ჩატარდა იმ დღეს. რაც შეეხება ბაიდენს, ეს 2 დღე ჯოჯოხეთი მქონდა: სახლში, ქუჩაში, სამსახურში, ინტერნეტში- ყველგან ეგ კაცი იყო რააა.
ჯანდაბა, ჯანდაბა
ეტყობა ბაიდენს უნდა გონებოდა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობს ამ ქვეყანაში, თუ რავი. არ ვიცი რა ლოგიკა იდო .
აუ ეგ მაგარი ივენთი გამოვტოვე...
არ ვიყავი აქ სამწუხაროდ....
Post a Comment