რადიატორთან წავიკითხე ეს ტექსტი და მთელი დღე მეღიღინება:
"If only I could have a puppy
I'd call myself so very lucky
Just to have some company
To share a cup of tea with me
I'd take my puppy everywhere
La la la I wouldn't care
Then we'll stay away from crowds
With signs that say no dogs allowed
Oh we... I know he'd never bite me
We... I know he'd never bite me"
მომინდა ლეკვები. ვირტუალურად მყავს კიდეც გოლდენ რეტრივერის 10 ლეკვი. ბავშვობაში მყავდა ერთი ნაცრისფერი ბაჭია, ავად ვიყავი და დეიდაჩემმა მაჩუქა. ისე მიყვარდა, ნებისმიერ ლეკვს მერჩივნა. ვაჭმევდი, ვასუფთავებდი, სულ ვარდისფერ ტუჩებში ვკოცნიდი. ერთ ზაფხულს წავიყვანე სოფელში და იმავე დეიდის ციმბირულმა კატამ მომიკლა :| აბა, რა იქნებოდა, ჩემი ბაჭია ერთი ბეწო იყო და ის კიდევ დიდი და მსუნაგი кот. მაშინ ბევრი ვიტირე, ვიგლოვე ჩემი "ნაბია", აღარ მინდოდა ცხოველების დანახვა. მერე დეიდაჩემმა კიდევ ერთი ბაჭია მაჩუქა, ეს უკვე იყო თეთრი და ცისფერთვალება, ნაბიაზე ბევრად ლამაზი, მაგრამ ნამდვილი ველური - არც მაფერებინებდა, არც ხელში დაჭერა უყვარდა. ავდექი და ჩემს დეიდაშვილებს ვაჩუქე.
ჰოდა, ახლა წარმოვიდგენ, მყავს საყვარელი ლეკვი, ოჯახის წევრივით მიყვარს, მერე უცებ მოდის კატა (ჰიპოთეტურად) და მიკლავს. ჯობია ისევ ვირტუალურად მყავდეს. ნაბია როცა მყავდა, მაშინ პატარა ვიყავი და ახლა ვხვდები, რომ ქალაქის ბინაში ცხოველი ცოდოა, ისიც იღლება და პატრონიც. ამიტომ, იმედია, ოდესმე მექნება დიდი, ეზოიანი სახლი ბავშვებით და ცხოველებით სავსე.
P.S. ამაზე ერთი სიმღერა გამახსენდა - ერთი რუსი ბიჭი მღეროდა მგონი, Фабрика звезд-ში, ახალი შარვალი მაქვს, მაგრამ მეზარება გარეთ გასვლა, დაიწყებენ მერე, რამდენი მიეცი, რა მარკაა, მერე სასმელს გადამასხამს ვინმე და ჯობია სახლში ვიჯდეო :ლოლ: არ ვიცი, მიხვდით თუ არა, რა ვიგულისხმე, მაგრამ ჩემი თავი წარმოვიდგინე, იმის გამო, რომ ერთ დროს ბაჭია მომიკლა კატამ, თან ბინაში ძაღლი მეცოდება, რომლის სიკვდილზეც უკვე წინასწარ ვფიქრობ, ვზივარ და კომპიუტერის ეკრანს შევცქერი, ათი ფუმფულა ლეკვი როგორ შემომცქერის და მეძახის:
"If only I could have a puppy, I'd call myself so very lucky... I'd take my puppy everywhere, La la la la I wouldn't care"

7 comments:
ძალიან კარგადაც მესმის! მეც მყავდა ძაღლი, უსაყვარლესი პატარა "ბალონკა", რომელიც ჩემთვის შინაურ ცხოველზე მეტი იყო, ხოდა, ერთხელაც, სახლში რომ არ ვიყავი, ეზოში ჩაპარულა და მეზობლის ძუნძგლიანმა ნაგაზმა დამიხრჩო! მანამდე კიდე, ბავშვობაში მტრედი მყავდა მოშინაურებული. ფრთამოტეხილი შევიკედლე და აღარც წასულა ჩვენაგნ. ჩემი წიგნების კარადაში ეძინა და სადაც წავიდოდი, თან დამყვებოდა ჩემს მხარზე შესკუპული! ისიც მეზობლის კატამ მომიკლა! ხოდა, ამის შემდეგ ცხოველების ყოლა მეც მეშინია, კიდევ რომ რამე მოუვიდეთ?! ეტყობა, ცუდი ფეხი მაქვს მაგათთვის, თუ როგორცაა.
me myavs usayvarlesi mittle schnauzzeri:)
da dzalian miyvars, ai msoflioshi yvelaze dzalian:)
tirili ro mindoda davacavendi pegis sacolze da davtirodi "shen ro mokvdebi 15 celshi me ra meshvelebaaaaaa "
m5 klashi ro viyavi saaxalxwlo gatamashebashi movige zazuna, saxlshi erti kvira ise myavda aravis veubnebodi meshinoda uari ar etkvat, mere vtqvi da ro dauinaxes ro dzalian miyvarda datoves,magistvis vigvidzebdi da vidzinebdi, ertxel shemtxvevit xelidan gamivarda da piri daago simwrisgaan da mteli dgee vbgaodi da bodishebs vuxdidi :D:D:D, skolidan movidodi da galiashi rbnenas ickebda,mere ro chamovedi tbilishi is ik davutove dedachems da ert tveshi mokvda :( dediko ar meubneboda tavidan da mere ro vekitxebodi metviton mivxvdi da erti tve trauri mkonda idarda ro wamovdi da chemi bralia magis sikvdilitko :D:D
ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კატები :)ბავშვობიდან უამრავი კატა მყოლია, ახლაც 4 კატა გვყავს სახლში: ჯოში, ტუსია, მერო და იუზა. სოფელში უნდა წავიყვანოთ რომელიმე:)
მინდა ლეკვი
აუ სულ მინდა ლეკვი და ვერ ავისრულე ეს სურვილი,თან რა საყვარლები არიან შენი ლეკვები...:)
ახალი შარვალი მაქვს, მაგრამ მეზარება გარეთ გასვლა, დაიწყებენ მერე, რამდენი მიეცი, რა მარკაა, მერე სასმელს გადამასხამს ვინმე და ჯობია სახლში ვიჯდეო
vixalise magrad
me mkavda kokerspanieli - babio erqva, dzaan mikvarda, magram mushaoba ro davicke momicia sopelshi gashveba :(
Post a Comment