Tuesday, July 14, 2009

It's gettin' hot in here

ეს პოსტი ეძღვნება Tjorven-ს, სიცხე რომ აწუხებს :D პიკოლინას - ფსიქოანალიზის და კოშმარების დედოფალს და ჩემს თავს, ცხვირს, პირს და პროსპეროს წიგნების დაცვას, კარგად რომ ღიღინებს

კვირას ისე დავისიცხე, პროსპეროს ბუქს-ში შევყევი ნატას და რაღაც წიგნს რომ ვიღებდი თაროდან, მთელი დასტა გადმომეშალა. კიდევ კარგი იქვე ერთი ზრდილობიანი დაცვა იყო და მომეშველა. ძალიან საყვარელი დაცვა იყო :ლოლ: თან რაღაც კარგი სიმღერა ჟღერდა და იმას ღიღინებდა. მე კიდევ მეექვსე კორპუსის დაცვის შემდეგ, უკვე მიკვირს, როცა ადამიანის სულს ვხედავ მათში. როცა მცხელა, თავი მტკივდება, ხან მეცინება, ხან - მეტირება და ზუსტად ასე დამემართა წიგნების მაღაზიაშიც. იმ დღეს რაღაც სემინარზე ვიყავი და იქ დაგვისვეს ასეთი შეკითხვა: სეილია მაღაზიაში, ელოდები მთელი დღე შესვლას, იყიდი ტონა ძონძმანძს, გამოდიხარ და უცებ ეცემი, იასნია, შენი პარკები იფანტება. ჩვენი რეაქცია აინტერესებდათ. ზოგმა თქვა, ვიტირებდიო, ზოგმა ფეხების ბაკუნი დაიწყო და გინება, მე კიდევ - მოვკვდებოდი სიცილით. ასეთ "სასოწარკვეთილ" სიტუაციებში ყოველთვის მეცინება, იმიტომ, რომ არაფერი ღირს ნერვიულობად. ყველაფერი ამაოებაა. Bless Solomon! კაი, დაგეფანტა ძონძები, ჩემს შემთხვევაში - წიგნები, მერე რა? ცხელა, დაღლილი ხარ, მაგრამ მაინც იქნებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან და აგაკრეფინებენ. თუ არადა, შენ თვითონ აკრეფ, რამდენადაც ხელ-ფეხი გაქვს და მოძრაობა შეგიძლია. ამ პოსტით მინდოდა მეთქვა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოებებს ადამიანის ცხოვრებაში - ამინდი, განწყობა, დილით როგორ გაიღვიძე და დედამ ყიყლიყო შეგიწვა თუ ბრინჯის ფაფა გაჭამა ძალით ;) საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ჩვენს ხელშია, ჩვენს გონებაში, რომ გავიცინოთ მომხდარზე, "ავიკრიფოთ" და წინ წავედით. Life is so much fun!

12 comments:

Unknown said...

მეც ყოველთვის ვიცინი.
როცა ცუდ პონტში ვარ ვიცინი ხოლმე, როცა მეშინია, ვაფშე ვხარხარებ :D

Anonymous said...

me kide pirikit aset situaciashi uemocia vxdebi,arc mecineba da arc metireba, verafers ver vgrdznob, da mere ro gamovdivar mdgomareobidan mibrundeba emociebi :D da iseti shegrdzneba maqvs titkos araferi momxdara, mitumetes am sicxeshi, es sicxe chemi personaluri anestezioogia, romelic madebilebs da yvelanair shegrdznebas makargibbes vafshe :d

Natalia said...

მოკლედ ეს პროსპერო ბუქს-ი ჩემი განუხორციელებელ ოცნებად დარჩება, რამდენი ხანია მინდა შევიარო და ვერ ვახერხებ :D

Sophie שרה Golden said...

@ Natalia, ჰო, ძალიან კარგი მაღაზიაა, ოღონდ იმდენად ძვირი, რომ ჯერ მანდ წიგნი არ მიყიდია :|

მარიამ ბლანკი¹³ said...

so sweet
thank you dear :D
prospero zalian miyvars iq saatobit vmecadineobdi gamocdebis periodshi da zalians asiamovno situacia da adamianebi arianmartlac da xollo rac sheexeba eget sulelur situaciebs mec zalian isteriulad vici xolme, shemdeg garshemomyofebis gaocebul da shehsfotebul saxeebs vuyureb da orjer ufro mecineba imdenad rom matac utydebat sicii da saboloo jamshi cudi situacia didi mxiarulebis da xalisis mizezad iqceva xolme :D

გურამი said...

სასოწარქვეთა არა ზანგი. რაღაც დროის მერე უკეთეს მდგომარეობაში ვიქნები ან მე არ ვიქნები საერთოდ. ნერვული უჯრედები არ აღსდგება, ხალხი ბრბოა, ყველაფერი გავლადია, ბრუსლის ვერავინ მოერევა. :D

Sophie שרה Golden said...

@ გურამ, ეგრე გეგონოს :P ჩაკ ნორისი რომ მოერიოს? Шутка =))

teitt said...

მეექვსეს დაცვა, ლოლ, ყველაზე კოშმარი :(( :(( რაც კი ცუდი თვისება შეიძლება ჰქონდეს ჰომოსაპიენსს :( ჯანდაბა.

Anonymous said...

რაც კი სადმე დაცვა მინახავს, ერთი-ორი თუ იქნება იმათ შორის ადამიანი! არადა, სულ "დაცულ ტერიტორიებზე" ვხვდები! კარგი პოსტი იყო, მომეწონა, გეთანხმები, ყველაფერი ჩვენს ხელშია და წვრილმანების გამო გუნება არ უნდა გავიფუჭოთ, თუმცა ეს მე ყოველტვის არ გამომდის. უხერხულ სიტუაციებში კი საშინლად ვიბნევი და მერეც რამდენი გამახსენდება, სულ მრცხვენია!

Anonymous said...

იმიტომ, რომ არაფერი ღირს ნერვიულობად. ყველაფერი ამაოებაა.

yes baby,
"Adamianis garda qvekanaze sxvac bevri cxovrobs, sasaciloze gacineba mas zaluzs mxolod"
sicili kvelaze magari terapiaaa

Chems cucqnas mgoni shennairi feris tmebi eqneba :)
Chkuaze ar var ise mixaria :)
dzaan momcons :)

Lalena said...

გულწრფელად ვამბობ, რომ ყოველთვის ვიჭერდი შენს პოსტებში იმას რაც მართლა მჭირდებოდა... ამჯერადაც :) გაიხარე სოფ...

DreaMar said...

მეც სულ მეცინება ხოლმე, მაშინაც კი როცა გაბრაზებული ვარ, უცებ გამახსენდება რამე და ვიცინი, უადგილო ადგილას,როგორც იტყვიან :| სულ სიცილი არ გამიგია მე:| ხანდხან ვფიქრობ რომ რაღაც მჭირს , ნუ ნერვებთან დაკავშირებით :D:D:D