Monday, July 20, 2009

Sorry, ავტობუს!

მე რომ ავტობუსს ერთი პოსტი არ მივუძღვნა, უმადურობა იქნება.
ჩემი პოსტების უმრავლესობა სწორედ ავტობუსებში იბადება.
ავტობუსში ვუყურებ ადამიანებს და მაშინვე ვხვდები, ვინ ბედნიერია და ვინ - დაბოღმილი; ვინ გათხოვილი და ვინ - არა. ვინ ანომალი და ვინ - პროფესორი. დიდი რამეა ეს ავტობუსი, რომ იცოდეთ. მაგრამ დღევანდელ პოსტს მაინც დანტისტის სავარძელს ვუძღვნი.

უკვე 2 კვირაა, რაც მე და დინა კბილის ექიმთან დავდივართ. სილამაზე რომ მსხვერპლს მოითხოვს, ვიცი, მაგრამ დღეს ისე დავიღალე, ოფლისგან მთელი ვარდისფერი სავარძელი დავასველე. ყველაზე სასწაული ისაა, რომ ცხოვრებაში ადვილად არაფერი მხვდება. კი, ყოველთვის ვაღწევ მიზანს, მაგრამ თითქოს на зло, მივდივარ, მივდივარ, თუ არ მეტკინა, თუ არ დავიღალე, ისე იშვიათად მიშვებს ცხოვრება. დღეს სწორედ ამას ვფიქრობდი ავტობუსში და დანტისტის სკამზეც, პირდაღებული რომ ვიჯექი თითქმის ერთი საათი. ამ დროს ყველაზე უმწეოდ გრძნობს, მგონი, ადამიანი თავს. სხვებს ვარიგებ ხოლმე და მე მავიწყდება, რომ ღმერთი არასოდეს გვიქმნის ისეთ ბარიერს, რომლის გადალახვაც არ შეგვიძლია. რახან ცხოვრება აზვირთდა და ტალღები მეხეთქებიან, ესე იგი, შემიძლია მათი შეკავება და მზეზე გამოსვლა. კარგიცაა, იცი? უფრო მეძლევა ძალა, რომ შევეწინააღმდეგო შტორმს. დღეს დედაჩემს ვეუბნებოდი, მთავარია ამ დროს ბოროტი და ბოღმა არ გახდეს ადამიანი-მეთქი. ხო გეუბნებით, ავტობუსი და დანტისტის სავარძელი ჩემი ფილოსოფიის წყაროებია.

დღეს კიდევ შოშანა ვნახეთ, მეირ ლევინის მეუღლე, ადრეც დავწერე მასზე, რომ ულამაზესი და უსაყვარლესი ქალია. ვისაუბრეთ, სურათებიც გადავიღეთ და წამოსვლა აღარ გვინდოდა. ასეთი ადამიანები კიდევ უფრო მამზიანებენ და სურვილი მიჩნდება - სულ ვიცინო და ვიცინო. ისედაც ხო სულ ვიცინი; დღეს დინა და მე ვხუმრობდით, ახლა კბილები უფრო გავილამაზეთ და სულ სიცილში ვიქნებით გიჟებივითო. თქვენც იცინეთ რა :) წადით კბილის ექიმებთან და მერე თავისთავად გაგეცინებათ :)

12 comments:

Lalena said...

დანტისტების ბავშვობიდან მეშინია, კიდევ კარგი ზეჯანმრთელი კბილები რომ მაქვს :)))) ხოოოდა კიდე, აი ძააან შენი პოსტია რა, მზიანი :)
პ/ს ისე გავიღიმებ რაა დანტისტის გარეშე :)))))

Anonymous said...

მამიდაჩემის გარდა ვერც ერთ დანტისტს ვერ ვიკარებ, რაც არ უნდა დამჭირდეს! რაღაცნაირად, სხვებს ვერ ვენდობი თუ რა მჭირს არ ვიცი. ხო და მისახედი კბილები არ მიშლის ხელს სიცილში, მაინც პირი ყურებამდე მაქვს გახეული!

Anonymous said...

არ მეშინია დანტისტის, როცა სკამზე ვზივარ ყველაფრისთვის მზად ვარ, ვიცი შეიძლება ძალიან მეტკინოს , მაგრამ აი რაღაცნაირი ძალა მეძლევა და რაც იქნება იქნებას პრინციპით ვაზროვნებ :D
ჰოდა რაც შეეხება ბარიერებს და ტალღებს და კიდე ”რაც არ მკლავს მაძლიერებსო”, რა ჯანდაბად მინდა ასეთი სიძლიერე, ან ის ძალა რომ ტალღები შევაკავო, არ მინდა ტალღები, თუნდაც ჩემი სიძლიერის ხარჯზე დაძლეული :| არ ვიცი რამდენადაა სწორი ის ფრაზა ”ალბათ ასე იყო საჭირო” და ბლაბლა, უბრალოდ თავს იტყუებენ და იმშვიდებენ ადამიანები ასე.

Anonymous said...

heheee wavedi mw kbilis ekimtaaan :D
kbilis ekimtan ar vici mara shen blogze shemosvlistanave da kitxvis dros sul vikrichebi :D

Anonymous said...

uime ra moumenari var , jer ar mkonda damtavreuli da gamovushvi egrevee ))
xo da avtobuisebi ar miyvars, arc marshutka da saertod sazogadobrivi transporti, mirchevnia sul fexit viaro, tumca metro mainc jobia ufro meti sivrce roa tavs mshvidad vgrdznob :D

ket_eva_n said...

კბილის ექიმთან არასდროს ვყოფილვარ :) ნეტა, ეს კარგია თუ ცუდი?:) მთავარია,რომ მაინც ომახიანად ვიღიმი:)
დამწყდა გული, გუშინ ჩვენთან ერთად რომ არ იყავი.. მომენატრეეე..

Anonymous said...

დამაფიქრა შენმა პოსტმა. მაინც მისასვლელი ვარ კბილის ექიმთან და სერიოზულად სამკურნალო. ჰოდა ვინაიდან შენ ასე ხალისიანად ყვები მაგ ამბავს, ე.ი. C ჰეპატიტი აშკარად არ აგიკიდებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეგ შენი დანტისტი საიმედოა. ჰოდა, როგორც მოვიცლი, მეც მანდ მივხედავ თავს. რა ვიცი, ეგებ პირდაგებულს მეც გამიცისკროვნდეს გონდება და კარგი იდეები მომაწვეს :))

Anonymous said...

მოწოდებაზე გავგიჟდი :D :ხვევნა: :კოცნა:

Natalia said...

საერთოდ ექიმებთან ყველა ადამიანი ისეთი უმწეოა :))

წამო სოფი საავადმყოფოში და იქ დააკვირდი პაციენტებს :))


პ.ს დანტისტს რაც შეეხება, ხვალ მივდივარ ზუსტად :D

Anonymous said...

ვინ გათხოვილი და ვინ - არა

xaxaxaaaaa, magari vikaife, ai amas saidan xvdebi :D :D :D

teitt said...

ნემსს რომ გიკეთებენ მერე საერთოდ ვეღარ გრძნობ ბურღის შეხებას ? :-S გული მიიისკდება, ბოლოს 12 წლის ვიყავი დანტისტთან და კოშმარულად მახსოვს :(( და დანტისტსაც კოშმარულად ვახსოვარ :D :D :(

teitt said...

well, I'm goin' on searchin' but hope is somewhere in jandaba :D :D