Friday, July 17, 2009

Superman or just a man?


ამ პოსტზე გუშინწინ დავფიქრდი, როცა ვიღაც მსუქანი, მელოტი და ყვითელკბილებიანი კაცის სურათი ვნახე. ძალიანაც ნუ შეიცხადებთ, ძალიან ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი იყო. სწორედ ასეთებისგან შედგება ჩვენი სამყაროს ნახევარი. გოგოების/ქალების უმრავლესობა კი ელოდება მაღალ, ათლეტურ, ქოჩრიან და ჰოლივუდისღიმილიან მამაკაცს. სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საკმაოდ სავალალოდ იქნება საქმე, რადგან ყველას სუპერმენი უნდა, კაკ მინიმუმ. ცისფერ თვალებსა და ქერა თმას ვინ ჩივის, წარმოვიდგინე, სწორედ ასეთი ადამიანი რომ იყოს ჩემი მეორე ნახევარი. რას იტყვიან ჩემი ახლობლები? როგორც კი ეს ბოლო შეკითხვა გამიჩნდა თავში, მაშინვე მივხვდი, რომ სტერეოტიპებს მეც ისევე ვემორჩილები, როგორც სხვები. სინამდვილეში, მთავარია - როგორ გავუგებთ ერთმანეთს, ერთნაირი აზრები და პოლიტიკური (ლოლ) შეხედულებები გვექნება თუ არა. მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან პირობითი და დამღლელია. ზოგიერთი ჩემი მეგობარი თვლის, რომ უნდა იფიქრო იმაზე, ვისთან ერთად გინდა საბოლოოდ ყოფნა და განსაზღვრული გქონდეს - მისი წონა, სიმაღლე, თმის საფარის შეფარდებითი მანძილი და ღიმილის დროს გამოჩენილი კბილების რაოდენობა. ოქეი, ცოტა ვხუმრობ, მაგრამ დასაფიქრებელია, რა გვინდა.

ნატალიას პოსტი რომ ვნახე წეღან, ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა "ჩემი" თეორიის სისწორეში.

სხვებზე რომ არ ვილაპარაკო, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია გარეგნობა - სულ მცირე, ღიმილი და თვალები, რომლის მიხედვით უკვე ვიცი, მინდა თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა. სქესს მნიშვნელობა არა აქვს - თუ ღიმილში სიყალბეს ვიჭერ და თვალებს საერთოდ ვერ ვამჩნევ - ეგ ნიშნავს, რომ мне не туда. "He's not that into you"-ში ამბობს ჯასტინ ლონგის გმირი, კაცების მოგონილია chemistry, რომელიც ვითომ უნდა არსებობდეს ორ ადამიანს შორისო. სინამდვილეში მართლა ასეა, თუ არ გაჩნდება ის უცნაური "искра", არაფერი გამოვა, ვერაფერს ხედავ და მართლა სუპერმენიც რომ იყოს, ისეთ ტიპად გეჩვენება, ზემოთ რომ აღვწერე. So, take your time, galz, go on searchin' & hopin' :))) that's what I do.

20 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

hmm
arada ravic me piriqit maqvs, tu adamiani momewona es drota ganmavlobashi xdeba da ara ert garkveul camshi. anu eg iskra tu chndeba is absouluturad seqsualuri ltolvis shesabamisia
da ar uzrunvelyofs samomavlo urtiertobis qonis survils.

br zan abdaubdad ceria mokle shinaarsi ki asetia iskra xangrzlivi urtiertobis camosacyebad ar kmara

ნიკუშა მარქსი said...

მიუხედავად იმისა რომ ადამიანთა თანასწორობის იმდენად მჯერა რომ ამის იძულებით დამყარების მომხრე ვარ მაინც კომპლექსი მაქვს რომ ჩემს გვერდით იყოს ადამიანი რომლის გვერდითაც გავლა მინიმუმ არ გამიტყდება...
ისე კი საინტერესოა რამდენ ნორნალურ გოგოს მოეწონება ის რომ მისი შეყვარებული ლენინზე, მარქსზე და ფიდელ კასტროზე აფანატებს:)

Sophie שרה Golden said...

@ ჩორვენ, სექსუალურ ლტოლვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პერსპექტიულ ურთიერთობაში, რადგან ძალიან ბევრი ოჯახი ამ "ისკრის" არქონის გამო ინგრევა. Я так дума-у ;)

@ ნიკუშა, რომ არ მოგატყუო, გეტყვი, რომ ძალიან ცოტა გოგოს მოეწონება ეგეთი ბიჭი :ლოლ: იმიტომ, რომ მსოფლიოს ზომბირებულ უმრავლესობას შენ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები მონსტრები ჰგონია :(((

მარიამ ბლანკი¹³ said...

ნიკუშა - ჰმ ექსტრემალი და თან ძალიან მსუბუქი ადამიანი თუ იქნება ნამდვილად მოეწონება :) მსუბუქში ვიგულისხმე ისეთი რომელსაც სხვიის მისწრაფებები და ფანატიზმი არ აშინებს და აღიზიანებს :)

სოფი - არა ეგ იასნა ისკრა აუცილებელია, მაგრამ თავიდან რომ გიჩნდება და თანაც მხოლოდ სიკრა ეგ რავიც მგონი მაინც უცებ გაქრება პფფფ

Anonymous said...

არ უნდა ჰქონდეს არავის განსაზღვრული და ჩამოყალიბებული ტიპაჟი, წონა თმის ფერი და სიმაღლე თორე მერე ძალიან ძნელია, სპონტანურად უნდა მოხდეს ეს, ფიზიკურობა მთავარია რათქმაუნდა და მეც ღიმილს ვანიჭებ უპირატესობას :blush:

Lasha Gabunia said...

ამაზე გადასარევი პასუხი აქვს ჩემს საყვარელ მწერალს, ფედერიკ ბეგბედერს. .)

"...И они ждут Прекрасного Принца, вбив себе в голову этот дурацкий рекламный образ, который плодит неудачниц, будущих старых дев и мегер, потому что счастливыми то их сделать может только мужчина, далекий от совершенства."

Anonymous said...

”ძალიან ბევრი ოჯახი ამ "ისკრის" არქონის გამო ინგრევა. Я так дума-у ” - და იქმნება კიდეც:| მერე იმიტმო აღმოჩნდება რომ ბლაჰ და საერთო ბევრი არაფერი ჰქონიათ..

მე მგონია, რომ წინასწარ განსაზღვრული რაღაცეები არ არსებობს ცხოვრებაში, მითუმეტეს გრძნობებში, თან გარეგნული მახასიათებლებით:))

ჰოდა ნიკუშა -საწყისის თანასწორობის გჯერა და ლიბერალი ხარ, თუ კომუნიზმისკენ იხრები, ალბათ უფრო კომუნიზმისკენ :D და რისი კომპლექსი გაქვს კარგად ვერ გავიგე :მმმ:

Anonymous said...

ERM0NIA - ჰო, მაგარია ბეგბედერ
99 ფრანკიდანაა?
<3

Lasha Gabunia said...

ბაბისა
არა, ტრილოგიის მესამე წიგნიდანაა "Любовь живет три года" .)))
მარკ მარონიე (ანუ თვითონაა) გმირი წიგნის.

Anonymous said...

რავიცი ვეთანხმები ამ პოსტს მე პირადად. არასოდეს მჯეროდა და არც ეხლა მჯერა იმისა, რომ ფიზიკურობა მეორეხარისხოვანია ან რაიმე ეგეთი. კარგი გარეგნობა მუნჯი რეკომენდაციააო ხოდა ვეთანხმები მე მაგას, კი შეიძლება მოგეწონოს ადამიანი, როგორც პიროვნება, მაგრამ ძნელია ის სენთვის გახდეს უფრო მეტი ვიდრე კარგი მეგობარი მაშინ როდესაც ფიზიკურად არაა მიმზიდველი. ნუ აქ უკვე სუბიექტურობა ერთვება საქმეში, ანუ ვისთვის რა არის მიმზიდველი, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ "ღიპიანი კაცის" სტერეოტის ვინმე ახტებოდეს ან გარს უვლიდეს.

Natalia said...

'სინამდვილეში მართლა ასეა, თუ არ გაჩნდება ის უცნაური "искра", არაფერი გამოვა, ვერაფერს ხედავ და მართლა სუპერმენიც რომ იყოს, ისეთ ტიპად გეჩვენება, ზემოთ რომ აღვწერე.' - აბსოლუტურად მართალი ხარ, მასეა და პირიქით - მთავარია ’ის რაღაც კავშირი’ გაჩნდეს, და მერე შენთვის ყველაზე ლამაზი ხდება ის ადამიანი.

აი მე არ მაქვს 'chemistry' ბრედ პიტთან და სულ მიკვირს რა მოწონთ მასში გოგოებს :D

Nina's blog said...

aba rogor ar dagetanxmo.me martalia xshirad vamtkiceb rom garegnobas ukana planze vakeneb,magram roca momenti dgeba tu adamiani ar momcons ver vekontaktebi(Bichebs vgulisxmob).
Sophie!chemi azrit kalis da mamakacis urtiertobashi ltolvaa,mtavaria gikvardes da gizidavdes adamiani.Tu ar gikvars sul rom alen deloni iyos mainc guli gereva eget kacze.
Ar shemidlia ar shevexo korcinebis temasac,esec sikvarulis gareshe gamoricxulia.sikvaruli tu ara ltolva mainc unda iyos,ragac patara ,,izuminka'' ltolvis...
arvici ikneb abdaubda davcere,magram ase vpikrob...
Chemi skaipia- Letisia26

Anonymous said...

მდა, მართალი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვამბობთ, მთავარი შინაგანი სამყაროა, ჩვენდა უნებურად, ან ნებით, მაინც ჩამოყალიბებული გვაქვს კრიტერიუმები, რომლებსაც ჩვენი პრინცი უნდა აკმაყოფილებდეს. ძალიან ცოტა გოგო თუ აირჩევს ასეთ ბიჭს, ისევე როგორც ძალიან ცოტა ბიჭში აირჩევს დაბალ და მსუქან გოგოს, პლუს ცუდი კბილებით :). შენი არ იყოს, მეც ღიმილს ვამჩნევ პირველად და თუ ღიმილი არ მომეწონა, მწვანე თვალებს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.

DreaMar said...

ჩემთვის ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, გარეგნობასაც, შეხედულებებსაც, ინტერესებსაც და ა.შ. არაა აუცილებელი ჟურნალის ყდიდან გადმოსული ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა იყოს, ბანალური ფრაზაა, მაგრამ მაინც: მთავარია როგორ გავუგებთ ერთმანეთს:)ისე მარტო ურთიერთგაგებასაც არ მოსდევს სიყვარული, ბევრად უფრო მეტია. აი ,მე და გიორგი ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ეს ურთიერთობაში ხელს არანაირად გვიშლის :)

DreaMar said...

ისე ბევრად მირჩევნია მე ვიყო superwoman და გვერდით მყავდეს უბრალო ადამიანი, ვიდრე ჩემი გულისსწორი იყოს superman და მე უბრალო დედაკაცი ვიყო :D:D:D

თაზო said...

გული მიგრძნობს რაღაცნაირად, რომ სოფი ქვეცნობიერად ელოდება ჩემს კომენტარს(ეს ისე, ხუმრობით). რაც შეეხება საკითხს. მოკლედ, ვინც მიცნობს, მოეხსენება ჩემი გაბარიტების. რამდენიმე წლის წინ ამის გამო მაგრად დავკომპლექსდი. ზუსტად ამის გამო, ერთ გოგოს სიყვარული ვერ ავუხსენი. შეიძლება ბევრმა ვერ გამიგოს. მეგონა, რომ დამცინებდა, არ ვიყავი მისი შესაფერისი და ათასი ყ....ეობა. არადა, ერთმანეთს მეგობრობის პონტში მაგრად ვუგებდით, ვერთობოდით, ვმხიარულობდით...გავიდა დრო და ეს კომპლექსები მაგრად დავიკიდე. ნუ, ის გოგო ახლა სხვასთან გულაობს. მოკლედ, დავრწმუნდი, რომ იდეალური არაფერია და სულაც არ არის სავალდებულო, მეც იდეალური ვიყო. ხომ იცით, ყველას თავისი მუშტარი გამოუჩნდება, უხეშად რომ ვთქვათ. სულ ცალ ფეხზე მკიდია, რომ გოგოები კალთებს არ მახევენ და ჩემი სურათები არ აქვთ ტელეფონებში. მე ერთი ვიცი: თუ ვინმე შემიყვარდა, შანსს ხელიდან არ გავუშვებ, იმ ერთს დაუვიწყარ დღეებს ვაჩუქებ, შესაძლოა წლებსაც. ერთ კომპრომისზე მოუწევს ოღონდ წასვლა: როგორმე უნდა აიტანოს ჩემი ღიპუცა. ვინც პრინცებს ელოდებით, დაელოდეთ, ნო პრობლემ. ოღონდ ერთი გახსოვდეთ, პრინცები არ არსებობენ. არსებობენ ჩვეულებრივი მამაკაცები, უხეშები და გამგებიანები, მსუქნები და გამხდრები, თეთრები და შავები, დედის მაგინებლები და მოსიყვარულენი...თან ისიც გახსოვდეთ, რომ დედამიწაზე ქალების შეფარდება კაცებისაზე მეტია. ამას დაუმატეთ ნარკომანები, მუქთაღორები, კრიმინალები...არაჰეტეროები, იმოტენტები, ცოლიანები...დაიანგარიშეთ და კიდევ ერთხელ ჰკითხეთ საკუთრ თავს, ღირს კი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის ლოდინი?
(ნეტავ რეები ვიბოდიალე? :დდდდ)

Sophie שרה Golden said...

თაზო, შენ ხომ იცი, ჩვენ გვიყვარს შენი ღიპუცა =)) მთელი ჩვენი სადიპლომოს ხალხის სახელით ვაცხადებ + დალი :)
გეთანხმები, სწორედ ამას ვამბობ, რომ სტერეოტიპია ყველაფერი და თმის საფარზე და წონაზე არ არის საქმე, მთავარია მიზიდულობის ძალა, როგორც დიდი არქიმედე იტყოდა :hugz:

Anonymous said...

მე მინდოდა შავი გამურთხული ჯეელი,რატომღაც ეგენი უფრო მომწონდა რავიცი,გამურთხული მარა ლამაზი და საყვარელი უნდა ყოფილიყო.
ახლა მყავს-თეთრი, ფიფქიასავით კაცი,მაგრამ ყველა შავ გამურთხულს მირჩევნია. გარეგნობა ბევრ რამეს წყვეტს მაგრამ არც ისე ბევრს რომ მარტო მაგის მიხედვით იმსჯელო:)
პრინცის ლოდინი არ ღირს, მოვა და ჩაგიჯვამს საქმეში .
აზრი არააქ,ეგენი სანდო ხალხი არაა :D

teitt said...

well, I'm goin' on searchin' but hope is somewhere in jandaba :D :D

Sophie שרה Golden said...

@ teitt, yeah, in jandaba you'll definitely find him :lol: