Wednesday, August 26, 2009

დიეტური "მაჭკატები"

მეორე კვირაა, რაც დიეტაზე ვზივარ/ვდგავარ/ვწევარ.
მე და დინამ ერთობლივად გადავწყვიტეთ დიეტა; მერე რა, რომ კილომეტრები გვაშორებს, ერთობლივად ყველაფერი გამოგვდის, ჩურჩხელების ბიზნესი რად ღირს მარტო =))

დინა, მე და კუსტბელი ჩურჩხელები ;)

6 საათის მერე აღარ ვჭამთ, პლუს უნდა ვივარჯიშოთ... რასაც მე ვერ ვასრულებ ჯერჯერობით. მაგრამ შედეგი უკვე არის, რამდენიმე ბოლოკაბა მძვრება, სახეც შემითხელდა და რაც მთავარია, მე თვითონ ვგრძნობ თავს მსუბუქად და კომფორტულად. ა, ჰო, დიეტას ვარღვევთ მხოლოდ შაბათს, როცა აუცილებლად უნდა გავსინჯოთ შაბათის გემრიელი საჭმელები.

არავინ თქვას, ადვილია დიეტაო. ყველანაირ ცომეულზე უარს ვამბობ... გარდა ჩემი "მაჭკატებისა", რომელიც სინამდვილეში ალადიებია, უბრალოდ მე მგონია, რომ მაჭკატებია და ასტრიდ ლიდგრენის გმირები ზუსტად ასეთებს ჭამდნენ (მიირთმევდნენ-ს ნუ მათქმევინებთ, არაბუნებრივია აშკარად). თავიდან გამიჭირდა, რადგან მთელი ზაფხულის განმავლობაში სულ გვიან მიწევდა სახლში მოსვლა და დედაჩემს ისეთი სასწაული საჭმელები ჰქონდა, 11-12 საათზე შემწვარ ბადრიჯანს ვჭამდი (ნიგვზით, რა თქმა უნდა). ახლა ვჭამ ბევრ ხილს, ბოსტნეულს და ხანდახან შოკოლადსაც. ვსვამ რძეს, ასევე ვიღებ ბევრ რძის ნაწარმს - მაწონი, ხაჭო.

მაწონი მქონდა შემორჩენილი და დღეს გადავწყვიტე გამეკეთებინა ჩემი საფირმო მაჭკატ-ალადიები. მისი შემადგენლობა ჩემს მეორე (თუ მესამე) ბლოგზე შეგიძლიათ იხილოთ. უბრალოდ, გეტყვით, რომ მხოლოდ 1 ჭიქა შაქარი (სავსე არა) და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი უნდა, ამიტომ საკმაოდ დაბალკალორიულია... რა თქმა უნდა, თუ 6-ის მერე არ შეჭამთ, თანაც მთლიან თეფშს :)

სოფის "მაჭკატები"

დასკვნისთვის მინდა ვთქვა, რომ მე ის ადამიანი ვარ, რომელიც დიდად არ განიცდის თავის წონას და პარამეტრებს; მთავარია, თვითონ ვგრძნობდე სიმსუბუქეს და ჰარმონიას ჩემს თავთან. ამიტომ მსუბუქი დიეტა, რომელიც არც ისე ძნელად გასაძლებია, შემოდის ხოლმე ჩემს ცხოვრებაში წელიწადში ერთხელ მაინც. ასევე დავაკვირდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან განიცდიან თავიანთ წონას და სულ ეჩვენებათ, რომ გასუქდნენ ან გახდნენ, სინამდვილეში ფსიქოლოგიურად ტრავმირებენ საკუთარ სხეულს. შემდეგ გარშემომყოფებსაც ეჩვენებათ, რომ ისინი მსუქნები არიან. როგორც ყველაფერი სხვა, ესეც ჩვენს გონებაშია - მთავარია ჯანმრთელობა, ზომიერი კვება, ხილი-ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი და ნახავთ, რომ 90/60/90-იანები გარშემო დაგიწყებენ რბენას (well, not literally, but you know what I mean).

23 comments:

Toma said...

mniam, გემრიელად გამოიყურება. სირნიკები მომინდა რაცხა :)

დიეტობისა რა გითრა მაგრამ რაღაც საერთოდ არ მინდება ჭამა. დრეს მხოლოდ ორი სენდვიჩი შევჭამე და ასე მგონია ტონა საჭმელი ვჭამე თქო. :)

ვარჯიში ძალიან კარგია. თავიდან 5 წუთი მაინც გააკეთე და მერე თავად მოგთხოვს ორგანიზმი.

Sophie שרה Golden said...

@ Tomushka, მეც მაქვს ხოლმე პერიოდები, როცა საერთოდ არ მშია, ხან კი პირიქით - მგელივით სულ ჭამა მინდა :ლოლ:
კარგი რჩევა მომეცი, ასე 5 წუთით დავიწყებ ვარჯიშს :*

მარი ახსიაშვილი said...

ვაი, დიეტა ჩემი ტკივილია:-))
უფრო ზუსტად, კილოგრამები...

დიეტაზე არასოდეს "ვმჯდარ-ვმდგარ-ვწოლილვარ", (თუ რადიოს დიეტას არ ჩავთვლით, ორ თვეში რვა კილო დავიკელი თავისით, ნერვიულობამ იცის ალბათ:-)))) არადა, მე მჭირდება თუ მჭირდება...

ვაიმე, სოფი, ეს მაჭკატები ზუსტად ისეთია, პეპი რომ აკეთებდა და კარლსონი რომ ჭამდა:-)))))) (უი, კარლსონი ხო ჭამდა მაჭკატებს? მარტო ფუნთუშებს, გუფთას და ღვეზელს ხომ არა? (კიდევ ძეხვს)..
თუმცა, ძია იულიუსმა სახელურებზე დაკიდებული მაჭკატებით არ მიაგნო სახლს?:-)))

Natalia said...

მაჭკატები - რა თბილი სიტყვაა, მთელი ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობებია შიგნით :)


მთავარია სწორად იკვებო და აღარ გასუქდები, აი მე ერთი და იგივე დროებში [’დროებში’:lol:] ვჭამ მაგალითად და ეგეც ხელს უწყობს გახდომას.


wish you & dina good luck!

Chaotic said...

ჰეჰ, მე ვარ გრძელვადიან დიეტაზე.
ანუ, არ მშია არასოდეს, მაგრამ ბევრ რამეზე განვაცხადე უარი.

ჰოდა, სპორტიც... კვირაში ერთხელ თავს ვაიძულებ ვირბინო.
დღეს აღმოვაჩინე, რომ ის შორტები, რომლებსაც ვერ ვიკრავდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ბარძაყებზეც მიჭერდა ისე მძვრება, რომ მთელი დღე ხელით მეჭირა, რამეთუ ქამარი არ გააჩნია :D

ბედნიერებაა, აბა, რა არის :D


შენ წარმატებები. სპორტზე ტომუშკამ მართალი გითხრა. ეჩვევი

Anonymous said...

მაჭკატუნები მომინდა ამ დილაადრიან ყავასთან, უმ უმ უმ :)))
დიეტა მე არასოდეს დამიცავს, მაგრამ დედა იცავს ხოლმე და ვიცი, როგორ უჭირს უარი თქვას გემრიელობებზე, ამიტომ მოთმინებას და გამძლეობას გისურვებ.
მე მყავს მეგობარი, რომელიც მუდამ იმას ამბობს, რომ მსუქანია, რომ გასუქდა, რომ დიეტა უნდა და ბლაბლა. ნუ, სულ ვეუბნები, რომ ეჩვენება და ვეხუმრები ”ფსიქოლოგიური სიმსუქნე” გაწუხებსმეთქი :))) მთავარია შინაგანი კომფორტი და საკუთარი თავის რწმენა (ნუ, მთავარია ზომერება, 110 კგ თუ ხარ , ვერ იქნები კომფორტულად მხოლოდ იმიტომ, რომ გჯერა კარგად ხარ))

Unknown said...

Sopie გოგო ბლოგერების უმეტესობა სულ ამ დიეტებზე წერთ ერთხელ ერთი პოსტი იმასაც მიუძღვენით თუ როგორ მოვიმატოთ წონაში რადგან ჩემი 47 კილოიანობა ხშირად მაკომპლექსებს და ვერაფრით გავერკვიე რა ვუშველო თავს რომ სულ ცოთა 6–7 კილო მაინც მოვიმატო :)

Anonymous said...

mr.picasso
ramdenjer daisva eseti kitxva tundac forumze, ra unda aketo da chamo bevri da vitaminebi dalio :D:D:D:D

es machkatebi ise gemrielad gamoiyurebiaaan mmmm :)

Lalena said...

აუუუ რა მადის აღმძვრელად გამოიყურება შენი მაჭკატებიიიიი... მმმ არადა ახლა ვისაუზმესავით, ანუ ღორმუცელა ვარ? არ ვიცი უბრალოდ მიყვარს ყველაფერი გემრიელი :)))

ნან said...

დიეტა ჩემი ტკივილია :(

კიდე კაი ბლინები არ მიყვარს, თორე რაღაც გადასარევად გამოიყურება.
სოფის პეპის რეცეპტით ცოდნია მაჭკატების დაცხობა :) ძაან ლამაზია :)

ეს დიეტები და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისეთი აქტუალურია, ცალკე ბლოგის გაკეთება მომინდა ;D რაღაც ვირტუალური კლუბის მსგავსი უნდა იყოს :)

Keti said...

დიეტა ხასიათზეც მოქმედებს, მგონია. სჯობია, ღამე არ ჭამოს ადამიანმა და ფიზიკურად აქტიური იყოს. ჩემმა მწვრთნელმა მითხრა, ორგანიზმს მახსოვრობა აქვს, რასაც დღეს დაძლევ, შემდეგ ვარჯიშზე იმას უპრობლემოდ გააკეთებო. ჰოდა მართალია, 5 წუთით დაიწყე და მერე უფრო მეტის გაკეთების ხალისი გექნება :)

Keti said...

პ.ს. იცი რას გირჩევ, თუ სახლში ივარჯიშებ? სინდი კროუფორდის ვარჯიშებს. იუთუბზე არის, ახლა ვერ შევდივარ, თორემ ლინკს დავდებდი. ძალიან კარგი რამ არის :)

Unknown said...

ახლა გავგიჟდები :)
გუშჰინ დავიკეთე მეც დიეტური მაჭკატები. ანუ ნაკლები შაქრით, და უზეთოთ ვწვავ ტაფაზე. მოგეხსენებათ, მეც დიეტაზე ვარ.

ნახევარი სამაჭკატე ცომი, ახლაც მაცივარში რომ არ მელოდებოდიეს, ჩვთვლიდი, რომ ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია :D

ველოდები როდის გამოვფხიზლდები საბოლოოდ რომ ავდგე და გავაკეთო ჩვენი დიეტური მაჭკატები

clown said...

ოოოო.. დიეტა მართლაც ძნელია :S გამოცდილებიდან ვიცი, მე ერთ თვეში 18 კილო დავიკელი 3 წლის წინ ^^

DsScorpion said...

არ მევასება დიეტა. ჩემი მუცელი ცომეულზე და ხორცეულზე უარს ნამდვილად ვერ იტყვის :) სხვათაშორის არ ვარ მსუქანი ჩემი მადის მიუხედავად :D

გურამი said...

ვაა, რა გემრიელად გამოიყურებიან ეგ "მაჭკატები" მომეცი ერთი 12 ცალი, გავსინჯო რანაირია. :)


ჰოო.. დიეტას რაც შეეხება და არ მომწონს მე ძალიან გამხდარი გოგოები, ცარიელი ძვლები რომ არიან და ფეხების ნაცვლად ჩხირები აქვთ.

აი ეს იყო ჩემი კომენტარი.

tiko said...

იმის მერე რაც ტვინიდან ამოვშალე "დიეტა" აღარ მაქვს წონის პრობლემა, არც არასოდეს მქონია, მაგრამ რაღაც აკვიატება მქონდა, მეგონა რომ ბეგემოტი ვიყავი/ ახლა ეს კომპლექსი მოვიხსენი და საერთოდ აღარ ვფიქრობ დიეტაზე უკვე მე3 წელია/

Anonymous said...

რა საყვარელი მმაჭკატებია, მაგრამ მაგას ბლითებიც ჰქვია ხო : :*თან რა გემრიელს აკეთებ მართლააააააააა, ახლაც მომინდაააა ... თი..

Sophie שרה Golden said...

@ Anonymous, ჰო, მაგათ ბლითებიც ჰქვია :) ჰოდა, შენ ჩემი თინი უნდა იყო :ლოლ: ეგ სახელი მარტო ჩვენ ვიცით :) MISS YA SO MUCH!!!

დოდკა said...

ლოლ მეც ეგენი მეგონა მაჭკატები

არაჟანი და მაწონი რომ მიძველდება, ვაკეთებ ხოლმე.

მეც შემოგიერთდებით დიეტაში ხვალ-ზეგ. ან სულაც სექტემბრიდან.

nata said...

me kide rogor miyvars comeuli :d

Anonymous said...

sofis machkatebi mindaaaaaaa

Camo ertd vivarjishot, ver vitan marto varjishs

shoren said...

ვსვამ რძეს,- რა კარგია რომ სვამ და არა სვავ:) ძაან გემრიელები მოჩანდნენ შენი მაჭკატები.