ფანჯრიდან ყურება არ გიყვართ? :) მე მიყვარს. კიდევ ის მიყვარს ვინმე რომ დგას ფანჯარაში და მე ვუყურებ, მერე ისიც შემოგხედავს და მერე სხვაგან გაიხედავთ ორივე. ხვდები, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს; იმას, შენ და უბრალოდ მოხდა, რომ ორივე ერთსა და იმავე დროს იყურებოდით ფანჯარაში.კინოები რომ იწყება ხოლმე, ხომ იცით, სხვაზე საუბრობენ და მერე სხვა კადრები მიდის. ზუსტად ასეთ განწყობაზე ვარ ახლა.
ძალიან მაგარი დღესასწაულები დაემთხვა ამ შაბათ-კვირას, იმდენი ვიცეკვეთ.
გახსოვთ იმ სიტყვაზე რომ დავწერე? სასწაული ის იყო, რომ შაბათს უნდა მეთქვა გოგოებთან, მადრიხებმა კიდევ დღეისთვის გადმოიტანეს და 50 კაცის წინ მომიწია ჩემი იდეალისტური სიტყვით გამოსვლა. წარმოიდგინეთ, როშ იეშივა, რაბინები, მათი ცოლ-შვილი, 20 გოგო მიყურებს; მე გამოვდივარ და ვასწავლი, რომ ყველას ერთი სული გვაქვს. საკმაოდ ვღელავდი, მაგრამ ღიმილით გადავფარე და ბოლოს, როშ იეშივამ რომ თავისი დასკვნითი სიტყვა თქვა და იმით დაიწყო, როგორც სოფიმ გვითხრა, მართლაც ყველანი ერთნი ვართო... მე ვიყავი სიხარულით სავსე და ამავე დროს მადლობით ღმერთისადმი, რომელიც ყოველთვის მათქმევინებს ხოლმე იმას, რაც საჭიროა და მერე ვხვდები, არაფერი ღირდა ნერვიულობად.
ხან თავი ჩემივე მოთხრობის გმირი მგონია :) ბავშვობაში ვწერდი ერთ გოგოზე, რომელსაც სანი ერქვა და სულ მოგზაურობდა, ხვდებოდა ადამიანებს, იცინოდა, ტიროდა, ეცემოდა, დგებოდა...
წარმოიდგინეთ, რასაც ბავშვობაში ვწერდი, ყველაფერი რომ ხდებოდეს =))
ბედნიერ კვირას გისურვებთ!!! (ასეც იქნება, რადგან ჩემი დაწერილები სრულდება ;) )



15 comments:
vai ra kargia :) mec dghes vtxove ghmerts bednieri kvira da yvelas kargad yofna :) da kide raghaceebi, rac vici rom aucileblad amisruldeba :)
@ ანუშკა, აგისრულდება აუცილებლად!!!! მთავარია ძალიან მოინდომო და უბრალოდ ირწმუნო შენი სურვილის. მე ეს მეხმარება ცხოვრებაში. HAVE A GREAT WEEK AGAIN & AGAIN!
miyvars kvira dge! da mzesa da kvira dges shoris rogori kavshiria gemranulshic , inglisurshic.. :))
შემოგევლე შენ, ხალისიან და სიცოცხლით სავსე პოსტებში <3
ჩემი თავი გაამხსენდა: ახალჩამოსულზე 400 სტუმრის წინაშე უნდა გამოვსულიყავი სიტყვით, ერთ ძალიან ისტორიული შენობის დარბაზში, უკან ორკესტრი იდგა და წინა დღეს მავარჯიშეს მიკროფონი როგორ მომერგო ჩემს სიმაღლეზე, საით გამეხედა და ა.შ. ორგანიზატორებმა იდეა შემომთავაზეს , გამოსვლის დასაწყისში ქართულად მეთქვა 2 წინადადება და მერე გერმანულად მეთქვა რომ ნუ გეშIნიათ ახლა გერმანულად გავაგრძელებთქო.. სასტიკად არ მომეწონა ეს იდეა, მაგრამ მაიძულეს ასე მოვქცეულიყვაი. ერთი ჩემი კარგი მეგობარი იჯდა დარბაზში და მანამდე მიტხრა, თუ ანერვიულდები მე შემომხედეო, ასეც მოვიქეცი და ეგრევე დამავიცყდა ყველაფერი. ჩავამთავრე სიტყვა და ტაშIს ქუხილის ხმაც კი არ მესმოდა ისეთი სიმსუბუქის შეგრძნება მქონდა.
წარმატებულ და კიდევ უფორ სასიამოვნო კვირას გისურვებ :))
როგორ მიყვარს შენი პოსტები ^^
:>
სამსახურში, ჩემს მუქმწვანე კაბინეტში, ახლა, ამ წუთას, მზე შენს პოსტთან ერთად შემოვიდა! :)
აააააააა
”კიდევ ის მიყვარს ვინმე რომ დგას ფანჯარაში და მე ვუყურებ, მერე ისიც შემოგხედავს და მერე სხვაგან გაიხედავთ ორივე.”
ეს წავიკითხე და მეტი აღარ მინდა
როგორ მიყვარს!
დღესაც ჩემი საყვარელი საქმიანობა უბრალოდ ფანჯარაში ყურებააა :)
chemi komentari am sakvarel posts ar exeba :)
chems komentarebze pasuxia,
1.didi madloba rom mogecone suratze da uuumagres qals ro shemadare.
2. Martalia cxovreba sirtuleebitaa savse, magram shen ufro dzlieri unda agmochnde rom ar daichagro.
Vikusaze ufro didi sikvaruli da sixaruli ar arsebobs chems cxovrebashi, magram saxlshi rom davjde da "tako" rom ar gavanzrio, mere bavshvi gaizrdeba da metkvis, banzi deda ikavio, imis magivrad rom chems momavalze gefiqra da sheni cxovrebac mogecko, ijeqi da me mikurebdi martoo.
ase rom dedoba saxlshi jdomas ar nishnavs ...
7is mere dilamde uamravi droa imistvis rom bavshvma dzalian dzalian kargad igrdznos chemtan tavi da rom ar daavickdes deda da mama vin arian ...
Exla rac sheexeba shens posts da saertod shens blogs, me shentan koveldge shemovdivar, magram komentarebs dzaan ishviatad vcer..
ici rato?
imdenad savsed da ragacnairad cer fiqrs vickeb xolme ra davakomentaro metqi.
da mere vxvdebi ro marto imis afishireba rom me aq vikavi ar girs da ubralod gagimebuli gavdivar xolme shemdeg fanjarashi :)
თაა, ძალიან დიდი მადლობა!!!
You made my day really really
ძალიან მიყვარს შენი პოსტები, თბილი და ნათელი! მეც ძალიან მიყვარს ფანჯრიდან ყურება ;)
სოფო და ეგ ყველაფერი გერმანიაში მოხდა? (ეხლა ხო მანდ ხარ?)
და მაპატიებ იმედია შეკითხვას (მე ხო ვერ ვერკვევი ასეთ რაღცეებში) "იეშივა" ეს სახელია თუ რაიმე წოდება?
შენი ბერლინური პოსტების კითხვისას თავს ვიჭერ იმაში, რომ ვიღიმი :)
მიხარია შენი წარმატებები, სოფი :)
@ adinfernum, დიდი მადლობა, გავთბი :)
@ ლაშარელა, კი გერმანიაში მოხდა ეს ყველაფერი. იეშივა ჰქვია ებრაელი ბიჭების სკოლას, სადაც ისინი სწავლობენ და როშ-იეშივა სადაც მიწერია, იქ ლინკიც არის და შეგიძლია გადახვიდე :)
@ ქეთი, მეც ვიღიმი ახლა. დიდი მადლობა!
Post a Comment