საშინლად შემოდგომური დღე იყო. დილიდან წვიმდა, ქროდა. მე კიდევ საქმეები მქონდა, ჩექმებით წავედი და იმდენი ვიარე, ფეხები დამენგრია :(
დედაჩემს ველაპარაკე, საჭმელს ხომ ნორმალურად ჭამო. საჭმელი მართლა კარგი გვაქვს :)
ხვალ დილიდან საღამომდე ლექციები გვაქვს. დილის 10-ის ნახევრიდან 1-მდე, მერე 6-დან 9-ის ნახევრამდე.
ფეხები მტკივა საშინლად; თვალებიც და წუწუნის ხასიათზე ვარ დღეს.
დეიდაჩემს ოპერაცია უნდა გაუკეთონ და ვნერვიულობ. იმედია, კარგად ჩაივლის ყველაფერი. ლაპარაკიც კი აღარ მინდა ამაზე. რა უცნაურია ეს ცხოვრება ისე, ხან სიხარულით დაგაფრენს და მერე უცებ დაგიჭერს და განჯღრევს :| თან დღეს კაკ ნაზლო, სულ უხეში და ყინულისსახიანი ადამიანები შემხვდნენ, მაღაზიაში, ფოსტაში...

დამიღამდა და სხვა გზით წამოვედი სახლისკენ, ცოტა ქუჩა ამერია და მეთქი, რა კარგია დაკარგვა... ფიქრის საშუალება მომეცა, თან მიყვარს საღამოს სიარული, კაფეებიდან დაბინდული სინათლე გამოდის და შენ გგონია, რომ მიდიხარ, მიდიხარ და ჰაერში დნები. ფილოსოფიურია, მაგრამ მე ასე მეგონა.

13 comments:
სოფი, სიმართლე გითხრა, ასეთი პოსტები უფრო მომწონს-უბრალო, მაგრამ საინტერესო და მეტყველი.
გაიხარე თაზო, რა კარგად გამაცინე :) მე კიდევ მეგონა, ყველაზე უჟმური პოსტი დავწერე.
წარმატებები ^^
:*
მეც მინდა ბერლინში :((
უი რა საყვარელი მანქანაა ^^
:>
იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება ერთ დღეს "მზემაც" მოიწყინოს, წარმოუდგენელია სულ კარგ ხასიათზე იყო. ეს პოსტი იმაზე მიუთითებს, რომ სოფიც ადამიანია, იგივე პრობლემები აწუხებს, რაც ნებისმიერ ჩვენგანს. მაგალითდ, წინა კვირას ჩემს ორ ბიძას ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ახლა ორივე კარგადაა. ასე რომ სოფი, ეს მოწყენილობა და "უჟმურობაც" ჩვეულებრივი ამბავია, მთვარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ხან მოიწყენ, ხან გაიცინებ, აბა 24 საათი გაცინებული ჩემი მტერი მენახოს :)
მადლობა, თაზო!!! ძალიან ძალიან კარგი ადამიანი ხარ!!! Miss you.
სულაც არ არის უჟმური
ძალიან მართალია :)
დეიდას გამოჯანმრთელებას გისურვებ, კიდევ მზიან–ბერლინურ განწყობას :)
ra ucnauria, roca aq iyavi, mashinac xo just blogze geurtiertebodi, anu virtualurad da rogroc werdi, ise wer axlac, mara mainc rom maqvs is grznoba rom sxvagan xar da unda dabrunde, ai gegoneba wasuli adamiani ro genatreba, ucnauria mokled :))
ho asea, xan agafrens, xan brax, just like a zebra, tetri zoli, shavi zoli.... :)
gavige berlinshi ukve tovs.. :)
momenatre gogo :*
deidas male gamojanmrtelebas vusurveb :)
მადლობა, ქეთი.
ბაბისა, ხო ზუსტად ვხვდები, რასაც ამბობ. წარმოიდგინე, მე როგორ ვარ, ისე მენატრება ჩემი სახლი და ჩემი საქართველო.
ენია, ჯერ არ თოვს :)
აუ როგორ მინდა საზღვარს გარეთ :S
ase mgonia shentan ertad davdivar berlinis kuchebshi da shentan ertad vfiqrob am yvelaferze :)
yoveltvis dzalian sasiamovno postebi gakvs.
მიყვარს ასეთი პოსტები ძალიან, შენი პოსტები საერთოდ მიყვარს, ხშირადაც ვკითხულობ ხოლმე და მზით გამთბარ პოსტებს ვეძახი..
ეს კიდევ ძალიან თბილი და ნოსტალგიური პოსტი მომეჩვენა კაფეების დაბინდული სინათლე და საღამოს სიარული ძალიან მიყვარს მე :)
Post a Comment