ლექციები დაიწყო.
საინტერესო ეტაპზე ვარ.
ბევრი ინფორმაცია, ფიქრი, ანალიზი და მიზნების დასახვა. მიყვარს მიზნების დასახვა, ჩამოწერა და მერე აღნიშვნა, მე ეს გავაკეთე, ან ჯერ არ გამიკეთებია, მაგრამ ძიების პროცესში ვარ.
ჩემს ძველ პოსტებს გადავხედე და სასწაულია, როგორ გავიზარდე რამდენიმე თვეში (წელი რომ არ ვთქვა), შევიცვალე, შემეცვალა რაღაც შეხედულებები, უფრო მომთმენი გავხდი და ადამიანებზეც აღარ მეშლება ნერვები.
ზოგჯერ, ხომ იცით, ლექციაზე რომ ზიხარ და უცებ ფიქრი წაგიღებს, ფანჯრებიდან გაგასრიალებს (ეს გასრიალება რომელიღაც ფილმის გავლენა იქნება), ზუსტად ასე დამემართა. დავიწყე ფიქრი იმაზე, რატომ ვარ მე აქ, რა არის ჩემი მიზანი, რა მინდა მივიღო, გავცე და მინდა თუ არა, მალე გავიდეს ეს 3 თვე?
ბოლო კითხვიდან დავიწყებ:
საინტერესო ეტაპზე ვარ.
ბევრი ინფორმაცია, ფიქრი, ანალიზი და მიზნების დასახვა. მიყვარს მიზნების დასახვა, ჩამოწერა და მერე აღნიშვნა, მე ეს გავაკეთე, ან ჯერ არ გამიკეთებია, მაგრამ ძიების პროცესში ვარ.
ჩემს ძველ პოსტებს გადავხედე და სასწაულია, როგორ გავიზარდე რამდენიმე თვეში (წელი რომ არ ვთქვა), შევიცვალე, შემეცვალა რაღაც შეხედულებები, უფრო მომთმენი გავხდი და ადამიანებზეც აღარ მეშლება ნერვები.
ზოგჯერ, ხომ იცით, ლექციაზე რომ ზიხარ და უცებ ფიქრი წაგიღებს, ფანჯრებიდან გაგასრიალებს (ეს გასრიალება რომელიღაც ფილმის გავლენა იქნება), ზუსტად ასე დამემართა. დავიწყე ფიქრი იმაზე, რატომ ვარ მე აქ, რა არის ჩემი მიზანი, რა მინდა მივიღო, გავცე და მინდა თუ არა, მალე გავიდეს ეს 3 თვე?
ბოლო კითხვიდან დავიწყებ:
- აღმოჩნდა, რომ არ მინდა. ვხედავ და ვგრძნობ, საკმაოდ დიდი გამოწვევაა ჩემთვის სწავლის დაწყება, საერთო საცხოვრებელში და ერთ ოთახში რამდენიმე გოგოსთან ერთად ცხოვრება; ბერლინის სიცივე, უცხო ენები და უცხო ადამიანები. So time can take its time ;)
- აქ იმიტომ ვარ, რომ მინდა სწავლა. უფრო მეტად - საკუთარი ხასიათის და პიროვნების გაზრდა, დაჭკვიანება მინდა, რომ უფრო მეტის დანახვა და შემჩნევა შევძლო, ვუსმინო ლექციებს და მერე საკუთარი დასკვნები გამოვიტანო, ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
- რაც შეეხება, თუ მე რისი გაცემა შემიძლია: შეიძლება არცთუ ისე ბევრის, მაგრამ გასული კვირის გამოსვლამ რწმენა და ძალა შემმატა, რომ შემთხვევითი ადამიანი კი არა ვარ, რომელსაც ბედი სწყალობს, უფასოდ ხვდება ბერლინში და სწავლობს სკოლაში, არამედ ჩემი დანიშნულებაც არის, რომ ჩამოვსულიყავი და მესაუბრა, სხვებს ჩემთან ეურთიერთათ და მე - მათთან.



15 comments:
არ მიყვარს გამოთქმა პიროვნული ზრდა რადგან ჩორტ ზნაეტ რა არის ეს მაგრამ ყოველთვის ვაფასებ ადამიანებს რომლებიც ახლის ძიებაში არიან, რომლებიც მზად არიან ახალი გამოცდილებისათვის და ცოდნისათვის. სხვაგვარად ვერ ვხედავ მე ცხოვრებას და უბრალოდ ცხოვრების აზრს
ტომუშკას ვეთანხმები – მაძიებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკულად მამოძრავებელი ძალაა.
შემთხვევით არაფერი ხდება, თუმცა ადამიანების შემთხვევაში მცდელობაც მნიშვნელოვანია, ფოთლებისგან განსხვავებით. ჰოდა, წარმატებები სოფი :))
პ.ს. როგორ ცივა თურმე მანდ, აქ სითბო გვაქვს ჯერჯერობით :)
მეც მიყვარს ადამიანი რარაც ახალს რომ ეძებს..
მე კიდე ამ ბოლო დროს ეგ თვისება დავკარგე :((
@ ტომუშკა, მაინც მგონია, რომ პიროვნული ზრდა კარგია, რაც უნდა იყოს ეს :D
@ ქეთი, ჰო, ისე ცივა, ცოტა ხანს გავისეირნე დღეს და გამეყინა ცხვირი :( წარმომიდგენია ზამთარში რა იქნება.
@ Clown, ასეც ხდება, მეც ყოველთვის კი არ მაქვს ხოლმე მსგავსი შეგრძნებები, ყველაფერს თავისი დრო აქვს :) პოსტის მთავარი აზრიც ამაშია.
შენ იმაზე მეტი გაეცი ვიდრე წარმოგიდგენია, მართლა, შენ ბლოგზე წერ უბრალოდ შენენულს და მე ჩემეული მაპოვნინე, თან არაერთხელ! ასე, რომ ხანდახან ადამიანები ვერ ვაცნობიერებთ როგორ ვეხმარებით ერთმანეთს, ასე უანგაროდ, უბრალოდ ვეხმარებით...
რაც თავის მახსოვს ვეძებ ... ვეძებ...
და ვხვდები რომ ამ ძიებაში იზრდება და ყალიბდება ადამიანი, თუნდაც ვერ მიაგნოს რაც უნდა. გამოცდილება ძიებიდან მოდის, პრინციპების გადაფასება ხდება... ეს მნიშვნელოვანია
p.s არც გიცნობ არც მინახიხარ მაგრამ პოსტებიდან ჩანს რომ ძააალიან sunny ხარ... მაგარია
კარგია, როცა ადამიანს ცვლილებების არ ეშინია!
ცხვირი გაგეყინა ბერლინში? :D მაგარია! ვგიჟდები სუსხი სახეს რომ გიწვავს და ამ დროს კომფორტულად ხარ :)
ისე კი მართლა შეიცვალე. შენ რამდენად– ამის თქმა მიჭირს, მაგრამ შენო ბლოგი ძალიან. მაგარია!
მე მიყვარს ცვლილებები.
მე მიყვარს ზრდა.
მე მიყვარს დიდობა.ოღონდ მართლა დიდობა.
მე მიყვარს შენი ბლოგი.
შენი ყველა მიზნის ასრულებას გისურვებ ცხოვრებაში, კარგია, რომ სიახლის და ცვლილებების არ გეშინია, შენ ძალიან ბევრს მიაღწევ და თანაც დამსახურებულად! და რაც მეტს ეძიებ მით მეტს იპოვი და გაიგებ ცხოვრებაში...
ყველაზე ძალიან იცი რა მიყვარს, აი თვალს რომ გადაავლებ წარსულს და მიხვდები, თუ რაოდენ გაიზარდე და შეიცვალე უკეთესობისკენ. სიამოვნებას მგვრის ხოლმე ასეთი ფიქრები :)წარმატებები გენაცვალე :****
რა კარგია ცვლილებები და თან უკეთესობისკენ :)
წარმატებები !!!
@ Lalena, შენი ასეთი სიტყვების შემდეგ, ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესოა ბლოგერობა და - ადამიანობა :)
@ Sunny, მადლობა! მიხარია, რომ ამდენი მზიანი ადამიანი არსებობს! :)
@ ნან, კარგი, გოგო, რა კომფორტია სახე რომ გეწვება და გიწითლდება ყინვისგან :P
@ ხისსუნიანი სახლი, მე მიყვარს ხისსუნიანი სახლის ხის სუნი :)
@ adinfernum, დიდი მადლობა!!! AMEN!
@ DreaMar, ხო, ძალიან მაგარი გრძნობაა!!! :HUGZ:
@ ფსიქე, მადლობა!
ყველა თქვენგან წარმატებებს ვუსურვებ!!! BIG SUNNY LOVE FROM NOT SO SUNNY BERLIN :)
vafaseb adamians, romelic mudmiv dziebashia da araa sheyinuli ert adgils da araa gasheshebuli ragaca mdgomareobashi. sxvata shoris amis pirveli mteria tvitkmayofileba, ai ertxel tu mogeria, mere ukve yvelafris xaliss gakargvinebs.'
imaze rom vfiqrob, ramxelaa dedamiwa, ramdeni adamiania, ramdeni survili , chemi tavi meeqvsmemiliardedad warmomidgeba xolme da .......
Post a Comment