Sunday, October 18, 2009

ფიგურული სრიალი - არ მინდა სხვისი გრძელი ფეხები!


მე მჯერა, რომ ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გამოცადო რაღაც-რაღაცები.
მაგალითად, უცხო ქვეყანაში დაკარგვა :) პარაშუტით გადმოხტომა... ციგურებით სრიალი.
მე დღეს ზუსტად ეს უკანასკნელი გამოვცადე. დილით ორი გაკვეთილი გვქონდა და მერე წავედით საციგურაოდ. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ჩემგან, მაგრამ ფაქტია, რომ ჩავიცვი ციგურები და ყინულზე გავედი :| საშინელება იყო, გატენილი მოედანი, ზოგი საიდან მოქროდა, ზოგი - საიდან, ციგურები მიჭერდა, ფეხები მეგრიხებოდა და მერე წვიმაც დაიწყო :D
იქიდან ებრაულ კაფე "რადო"-ში შევედით და ნაყინი ვჭამეთ. ვგიჟდები ნაყინზე ზამთარში.

მერე მოვყევით ჩვენი ისტორიები, როგორ მოვხვდით ბერლინში. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი ამერიკელი გოგო და მე გამოგვიშვეს მშობლებმა უპრობლემოდ. ცოტა გამიკვირდა.
დედაჩემმა იცის, რომ სადაც უნდა წავიდე, ჩემს გზას ვიპოვი და არც ისეთ რამეს გავაკეთებ, მერე მე თვითონ შემრცხვეს. ცოტა პატარა რომ ვიყავი, მეგონა, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაწვა - დედაჩემი ყოველთვის მენდობოდა და ზუსტად იცოდა, როდის რა მჭირდებოდა, შესაბამისად მეც უნდა გამემართლებინა მისი და მთელი ჩემი ნათესაობის იმედები, როგორც ეს საქართველოში არის ხოლმე.
რაც უფრო იზრდები, ხვდები, გაგიმართლა ასეთი დედა რომ გყავს. საერთოდაც, საქართველოში არის განსაკუთრებულად კარგი აურა, რომელიც ხელს გიწყობს უკეთესი ადამიანი იყო; ვისაც არ გჯერათ, თქვენი ნებაა.

მირიამ შეიმსზე არ მომიყოლია მგონი, სხვა ბლოგზე დავწერე. ძალიან საინტერესო რაღაცებს გვასწავლის, უსაყვარლესი ქალია, დაბალი და რბილი ხმა აქვს. დილას გვითხრა ზუსტად - ადამიანი მაშინ იქნება კარგი, როცა საკუთარ თავს სხვას არ შეადარებსო. როგორც კი სხვას შეადარებ შენს თავს - იწყება ეჭვები, შური და კბილების კაწკაწი, მე არ ვარ ისეთი, მე არ მაქვს ისეთი გრძელი ფეხები, იმდენი ფული და ასე შემდეგ.
დღეს ზუსტად ამაზე ვფიქრობდი, ზოგი სასწაულად სრიალებდა, მაგალითად, რუსეთიდან ჩამოსული გოგოები, ზოგი - ჩემსავით :D წარმოიდგინეთ, ახლა მე რომ დამეწყო საკუთარი თავის შედარება სხვებთან;
ყველანი ხომ იმიტომ ვართ განსხვავებულები, რომ ამაშია სამყაროს სილამაზე, მრავალფეროვნება.
მნიშვნელობა არა აქვს, სხვა როგორია, მთავარია მე როგორი ვარ.

19 comments:

Toma said...

ფიგურული სრიალი - Rules!!!!
მაგარია, თვიდანაა ძნელი, თორემ მერე უფრო ადვილდებაა :)

Unknown said...

mgoni verasdros viscavli :(

babisa said...

unda davdge ertxel mec:]]
hoda, mec ase vfiqrob- shedareba rom ar gviyvardes yvela bednieri viqnebodit da kmayofilebi imit, rac gvaqvs :)

Anonymous said...

aau brrrr zamtris ganwyoba suni momivida exla uceb, ai civi da sufta haeri ro trialebs da cxviri geyineba :D aq ragac cxelasavit da zamtari minda :( tovli...

cigurebze pirvelad rom davdeki meubnebodnen rolikebze kataoba tu ici egec egreve gamovao, rolikebze davkrodi roca cigurebze davdeki da kinagam shpagatshi chavjeki :D magram maleve viswavle, tumca haershi axtoma dabzrialeba da gagrdzleba ar gamodis , magram ar vikcevi :D

Anonymous said...

ცოტა უფრო მეტი ადგილი რომ მქონოდა კომპის მახლობლად, ფეხს ფეხზე სიამოვნებით გადავიდებდი და, საერთო ჯამში, ორივეს სხვა სკამზე შემოვაწყობდი. რძიან და ქაფიან ყავას (მგონი, რაღაც ჰქვია ამას:)) მოვსრუპავდი და cafe del mar–ის მუსიკის (არასოდეს მომისმენია) ფონზე წავიკითხავდი ამ პოსტს.
ეს მონატრებაც არის და ოსტატ–პოსტური სილამაზეც :))

Lalena said...

მეც მინდა მოვსინჯო ყინულზე სრიალი, მაგრამ დაცემის მეშინია... :)))))) რა სასცილოდ ჟღერს... არადა მართალია :|

Anonymous said...

თბილი პოსტი იყო

შენ ბლოგზე საოცარი აურაა

მეც იგივე მომენტი მაქვს სახლში

დედაჩემი ყველანაირად მენდობა და ალბათ ვიმსახურებ კიდეც.

ჯიბეებს არ მიქექავენ სიგარეტის ძებნაში, მეგობრებშიც არ მზღუდავენ და არც ტოტალიზატორებს ამოწმებენ ეს ბიჭი ხომ არ შემოსულაო. ალბათ ყველას სხვადასხვანაირად უნდა მიუდგე. მე პირადად ვხვდები რომ არც სიგარეტი და არც ცუდი მეგობარი მარგებს და მანაც იცის რომ არ მარგებს. მასთან გახსნილი ვარ და ყველაფერს ვუყვები.

დარწმუნებული ვატ შენტანაც იგივე მომენტია :)

Chaotic said...

6 წელია თავს პირობას ვაძლევ, რომ აი, ამ წელს უეჭველი წავალ-მეთქი და ჯერ ვერ დავაყენე საშველი. თან ქალაქის ცენტრშია და იქ რომ ამოვტრიალდე... :D

Anonymous said...

ყინულზე სრიალის სწავლას კი გავრისკავდი. აი, პარაშუტით გადმოხტომის კი რა გითხართ!

Keti said...

ზუსტად ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემ მშობლებს ჩემს მიმართ, როგორც შენს დედას :)
პასუხისმგებლობაზე რომ დაწერე, ისე ნაცნობია!
და მე ვფიქრობ, ეს საუკეთესო "მეთოდია" აღზრდის - ნდობა და გზის არჩევაში ხელისარშეშლა.

ციგურებზე კი არასდროს ვმდგარვარ :)) დაცემა მაშინებს :)

ket_eva_n said...

რა საყვარელი იქნებოდი სრიალისას, წარმომიდგენია.. მომღიმარი სახით... მშვიდი მოძრაობებით და ენთუზიაზმით..
როგორ მინდა მეც დავდგე ერთხელ ყინულზე..მაგრამ ისე ისე მეშინია..ვერ ვბედავ..

Roisin said...

ძალიან მაგარია ციგურები!მე ცხრა წელი ვიარე, მეორე ადგილიც ავიღე))
უმაგრესი შეგრძნებაა და ადრენალინი - Rules!!!

Unknown said...

ჩემი მშობლები მეც მენდობიან და ამიტომაც ვარ ეხლა ამერიკაში.

ციგურებით სრიალი კიდევ ძაააააალიან მიყვარს. სულ 3-4-ჯერ ვმდგარვარ ყინულზე, მაგრამ ადვილად ვისწავლე.

და საერთოდ, მომენატრა შენი ბლოგი. რამდენი ხანია არ შემოვსულვარ.

Unknown said...

lol მიყვარს სიახლეები მეც არ ვიცი ყინულზე დგომა რამდენიც ყინულის მოედანზე გადავწყვიტე მისვლა იმდენჯერ დაკეტილი დამხვდა ისიც არ ვიცი მუშაობს კი ეს დაწესებულება როდისმე???? ისე ცივა ბერლინში??? აქ ჯერ აგვისტოა ისე ცხელა:))))

Carrie said...

gogo ra kargi xar e :*
shansi araa roca ar unda shemovide shens blogze donativit postebi mxvdeba, gemrieli, tkbili, msubuqi (karamelit aucileblad) da shaqris pudrit!
ra cud xasiatze var da rogor mshvelis sheni postebi :) :*

Anonymous said...

ჩემებს რო კითხო ყველგან მიშვებენ. რომ დავფიქრდე ეგრეცაა, მაგრამ აი 19 წლის ვხდები და ჯერ დაქალთან არ დავრჩენილვარ :( იმიტომ კი არა რომ არ მენდობიან, უბრალოდ იმიტომ რომ სახლში თუ არ მძინავს ვერ ეგუებიან... ჰმ..

ციგურეებიიი :) მადლობა პოსტისთვის , გამახსენდა რომ ნამყოფი არ ვარ :)
არადა ამხელა ყინულის სასახლე რისთვის გვაქვს :)

2kija said...

მაგარი პოსტია, კარგ ხასიათზე დამაყენა

CinnamonGirl said...

კარგია, თუ არ ადრი შენ თავს სხვას.
კი, გეთხნემბი, რომ შურის და კბილების კაწკაწის სათავეა ეს ხშირად, მაგრამ მე პირადად სამწუხაროდ მაგ ჩვევას ვერ შეველიე.
ვადრი თავს სხვებს, ძალიან ის ვარ, რა ქვია, competitive.
იმედია ოდესმე შევძლებ შენსავით დიდსულოვნებას ამ ასპექტში...

islandglocke said...

geTanxmebi sruliad SUNNY :) ai 150 procentiT....