დღეს სულ ისეთი ლექციები დაემთხვა, სადაც საუბარი იყო ქალის როლზე, ოჯახზე, ბავშვებზე და თანამედროვე სამყაროზე, სადაც ქალებს კაცობა უნდათ და მერე ამით ამაყობენ კიდეც. შორს რომ არ წავიდე, მეც მქონდა ადრე ფემინისტურ-გაუგებარი მისწრაფებები.
რაბი როუზის ცოლის გაკვეთილი გვქონდა საღამოს და როცა სხვა დროს ყველანი უკვე გადაღლილები ვართ ხოლმე, დღეს ნახევარი საათით გავაგრძელებინეთ საუბარი. რატომღაც ყველას ჰგონია, თუ ქალი სამზარეულოში ტრიალებს, ბევრი შვილი ჰყავს - მონაა. ბევრ გოგოს ვიცნობ, რომლებიც ცხოვრებას იმის მტკიცებაში ატარებენ, როგორი კარიერისტები არიან, როგორ ჯობიან კაცებს და სამზარეულო მათთვის სალანძღავი სიტყვაა. სისულელედ მიმაჩნია, ისევე როგორც იმ ძალიან ზედაპირული ადამიანების მტკიცება, რომლებსაც ევა ადამის მხოლოდ ნეკნი ჰგონიათ. სიღრმეებში არ გადავიჭრები, უბრალოდ ცხოვრება მთლად ისეთი არ არის, ჩვენ როგორიც გვგონია; ძალიან სამართლიანია, უბრალოდ ეს ჩვენ გვჯერა, რომ სხვებზე უკეთესები ვართ და უფრო მეტი გვეკუთვნის, ვიდრე გვაქვს.
დილის ლექციების შემდეგ წავედი საავადმყოფოში ერთი ფეხმძიმე ქალის სანახავად. წოლითი რეჟიმი აქვს, უკვე მე-6 თვეშია და ძალიან რთული ორსულობა აქვს, ქმარი და დედა მუშაობენ, ამიტომ მიდრაშას გოგოებს და აქაური თემის სხვა ქალებს მიაქვთ მისთვის kosher სადილი. დღეს მე ვიყავი წასული, არ ვიცნობდი, არ მიცნობდა, მაგრამ ისე გაუხარდა; თვალები გაუბრწყინდა, ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ. მომიყვა თავისი ამბები, 27 წლისაა, რამდენჯერმე უკვე დაკარგა ნაყოფი და ახლაც ასეთი რთული ფეხმძიმობა აქვს. ამ ყველაფერს რომ მიყვებოდა, მეც მოვუყევი ჩემ შესახებ, ვინ ვარ, აქ რისთვის ვარ, საერთოდ, რა მინდა ცხოვრებისგან; იცით როგორი ყურადღებით მისმენდა? ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც თვალებში ეტყობათ, რომ არ გისმენენ; კი, გიყურებენ, თავსაც გიქნევენ, მაგრამ არ გისმენენ და მორჩა.
კარგა ხანს დავრჩი მასთან და მერე სახლში რომ წამოვედი, ვფიქრობდი: ზოგისთვის რა ადვილია თითქოს, ოპ, გააჩინა ერთი ბავშვი, მეორე, მესამე... ამ დროს არც ფიქრობ, რომ ისეთებიც არსებობენ, ვისაც ასე ადვილად არ მოსდის არაფერი და ვითომ ბავშვის გაჩენას რა უნდა, ღმერთი ძნელად აძლევს შვილს. ახლაც თვალწინ მიდგას ის საყვარელი ახალგაზრდა ქალი, თავისი თბილი შავი თვალებით, რომელიც ასე ელოდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს 1 კრიტიკული თვეც მშვიდობით ჩაივლის.
დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ადამიანები, რომლებიც ჩემთან შემოიჭრებიან ან მე შევიჭრები მათთან - ძალიან მნიშვნელოვანია, მათგან ვსწავლობ და ვფიქრობ, მე რა მინდა, ჩემი ადგილი სად არის? ის მინდა, რაც "პროგრესული" სამყაროს ქალების უმეტესობას თუ იმ უმცირესობას, რომელთანაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვურთიერთობ.
სწორი პასუხი ყოველთვის ბოლოა ;)

14 comments:
ყველას თავისებური წარმოდგენა აქვს ბედნიერებაზე და ვისაც სამზარეულოში ტრიალი მოსწონს, არაფრითაა უარესი კარიერაში წარმატებულ ქალზე. ისე, ნიშანდობლივია, რომ ასეთი "ვაჟკაცი" ქალები თუ ოჯახს არ შექმნიან, ბოლოს ძალიან, ძალიან ნანობენ და ამობენ მთელი ეს ჩვენი მიღწევები არაფერია, ნეტა შვილი გვყოლოდაო! არის ამაში რაღაც დასაფიქრებელი.
ამაზე მეც არაერთხელ მიფიქრია – ნებისმიერი ადამიანის გამოჩენას თავისი როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში, ისევე როგორც ჩვენ – ვირაღის ცხოვრებაში. ყველაზე უმნიშვნელო შეხვედრაც კი გვზრდის.
სამზარეულოს რაც შეეხება – კარგი კულინარობაც ხელოვნებაა... ოჯახის გაძღოლა და ყველაზე მთავარი – ბავშვების კარგ ადამიანებად აღზრდა ნებისმიერი თანამდებობით მიღებულ შედეგზე მეტია. არიან ქალები, რომლებიც ორივეს უთავსებენ ერთმანეთს და ამაში ცუდი არაფერია. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ქალს ოჯახს გარეთაც ბევრი დიდი საქმის "ჩადენა" შეუძლია და რატომაც არა? მაგრამ ის ქალები, რომლებიც მხოლოდ დიასახლისობით არიან დაკავებულები, ირონიით მოსახსენებლები არ არიან. იმედია, შენი ნაცნობი ბედნიერი დედა გახდება :)
იცი, ეს ყველაფერი ზომიერების გრძნობის დაკარგვის ბრალია. აი მე და დუდი სახლში მარტი ვცხოვრობთ. ის ყველაფით მეხმარება რაც შეუძლია - იყიდა ჭურჭლის და სარეცხის მანქანები, ყველანაირი საშუალება, მოდის კვირაში ერთხელ დამხმარე, რომელიც ძირფესვიანად ალაგებს. მაგრამ ყოველ დღე მიწევს საჭმლის კეთება, დაპილასოსება,დაუთოვება და ა.შ
სულაც არაა ძნელი :) პირიქით. 10 საათზე რომ მოვდივარ ლექციებიდან სახლში გადაღლილი და რაღაც ახალი სტიმული რომ გაქვს, ხალისს გიბრუნებს.
ნუ, ისეც ყოფილა რომ არაფრის თავი არ მქონია და ჩემთვის გაუმზადებია, ან სადმე წავსულვართ :)
მაგრამ ხანდახან მეც მაქვს ხოლმე ფემინისტური გამოხტომები, მგონია რომ ვიჩაგრები ხოლმე:) და მერე მალევე მოვდივარ აზრზე :))
OH, რომ შემეძლოს ეხლა შენთან ჭიქა ჩაისთან ერთად ლაპარაკი, რამდენს ვილაქლაქებდი:)
გეთანხმები სოფ. ძალიან მომეწონა შენი პოსტი კეთილი გოგო ხარ:*
anushka- mec shemogiertdebodit chiqa chaize , ra akrgi iqneboda :)))
sofi- ase megona dedachemze yvebodi- ase iwvala chemze rom iyo orsulad..
zogi ramdens igwvis miznistvis da zogistvis es mziani ise isaxeba da sruldeba tavisit ,verc xvdeba rom mizani sheizleba yofiliyo.
rac sheexeba feminizms- ubralod unda afasebdnen iams , rasac qalebi aketeben, vtqvat kaci mushaobs da modis daglili, tu qali diasaxlisia, itvleba rom is dasvenebuli unda iyos da titqos misi shroma chveulebrivi savaldebulo ramaa- arada ojaxis gazgola, saxlis movla, shvilebis agzrda mteli tavisi niuansebit zalian shromatevadia , zalian. ubralod mashin girs , roca gverdit myofi mamakaci amas xedavs da gverdshic gidgas :))
”ქალის ადგილი” ან ”ქალის როლი” სტერეოტიპული მოსაზრებებითაა სავსე. ჩემი აზრით კი ყველა ქალს ტავის ცხოვრება აქვს. მთავარია კმაყოფილი და ბედნიერი იყოს იმით რასაც აკეთებს.
ამაზე სტატის სახით გავცემ მასუხს
ამასწინათ მეც მქონდა დისკუსია "ქალისა და კაცის როლზე"
ცხოვრება ძნელია, თუნდაც იმიტომ რომ ძნელია შეათავსო მინდა და უნდა. ყველას გვინდა წარმატებულები ვიყოთ ჩვენს საქმიანობაში, მაგრამ არა მარტო უნდა გვინდოდეს ოჯახს თავისი წილი ყურადღება დავუთმოთ, არამედ უნდა დავუთმოთ კიდეც. მათი შეზავებით მოდის ბედნიერი ცხოვრება :)
ჰმმ... ვერ დაგეთანხმები, სოფი. უფრო სწორად, ნაწილობრივ დაგეთანხმები.
რა თქმა უნდა, არანაკლები შრომაა დიასახლისობა, ბავშვების აღზრდა, მაგრამ საკუთარი "მე" უნდა დახარჯო და იქ დახარჯო, საითაც შენ მიგიწევს გული.
ყოველთვის ვამბობ, რომ თუკი ქალს ორივე შეუძლია, რატომაც არა?! რატომ უნდა დაიწესოს ზღვარი და აირჩიოს ერთ-ერთი ამათგანი?
ქალის როლს რაც შეეხება, იგივე რელიგიური შეხედულებებიდან რომ გადავხედოთ, დღესდღეობით ძალიან ხშირ შემთხვევაში ცოდნა ქალის როლის, ძალის და მიზნის შესახებ უფრო ტრადიციების მიერ არის დამახინჯებული. ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობის წმინდა წიგნი რომ ავიღოთ, იმდენი დისკრიმინაცია არ მოიძებნება, როგორც რეალობაშია. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ იგივე ის წმინდა წიგნები დაიწერა და შეიქმნა ტოტალური პატრიარქალური რეჟიმების დროს მამაკაცების მიერ :). როგორც არ უნდა გვინდოდეს იმის დაჯერება, რომ ზეციდან ნაკარნახევია, ბევრი რამე ზუსტად იმდროინდელი წეს-ჩვეულებების გავლენის ქვეშაა. ამ შემთხვევაში თუნდაც ვიზუალური წვრილმანები გავიხსენოთ.
კიდევ ერთი, ძალიან დიდი და საჭირო რამ: ის, რომ მე, შენ და სხვა მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ვართ შეუზღუდავები საკუთარი აზრის თუნდაც ბლოგზე გამოთქმისას, არის იმ ქალების დამსახურებაც, რომლებმაც უბრალოდ გააპროტესტეს და დიახაც, აჩვენეს საზოგადოებას, რომ მშვენიერი გონება აქვთ და რომ სამზარეულოს გარეთ ცხოვრება მამაკაცის პრივილეგია არაა. ჰოდა, ნუ დაგვავიწყდება ეგ :) ჩვენი ცხოვრება გაცილებით სხვანაირი იქნებოდა, ეგ ქალები რომ არა :)
:დამნიშნეთფემინისტბლოგერად:
:D
:*
სხცა მხრივ კი, დიდი სიამოვნებით მექნებოდა დიდი სამზარეულო, მეყოლებოდა 3 ბავშვი და ქმარი :D ეს ისე, ბარემ განცხადებას დავტოვებ ოშმ :D
rwead goldman and parsons
@ psychedelickija, I don't need'em ;) I have Torah.
Than u do need her more than the other guyz ))) sorry for that just kiddin :p
შენს პოსტებში ლაკონიურობას ვაფასებ. ჩემი აზრით ამ თემაზე ასე მოკლედ, სავსედ და გასაგებად დაწერა არც შეიძლება ;))
მაგარი ხარ და მომენატრე ;)
მძიმე თემაა ეს ჩემთვის ცოტა განსახილველად...
არც ფემინიზმი მახასითებს დიდად, არც ანტიფდემინიზმი...
ერთი რამე ვიცი, სოფ, ორნაირი ადამიანები ვართ, ქალები და კაცები და ამას უნდა შევეგუოთ...
თუმცა, ჩემი აზრით, ქალობა და კაცობა კი არ არის საბოლოო განმსაზღვრელი კრიტერიუმი, არამედ პიროვნება.
როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდები, ცხადია, დსამოკიდებულია შენს სქესზე, მაგრამ არა მარტო...
ხოლო რაც შეეხება ქალის ადგილს - ის იქაა, სადაც საკუთარ თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. ზოგს სჭირდება დამოუკიდებლობა, თანასწორობა, სიძლიერე, ზოგს სამზარეულოც აკმაყოფილებს... როგორც ერთხელ რომელიღაც პოსტში უკვე აღნიშნე - ყველა ჩენი სხვადასხვანაირობით ვართ ძვირფასებიო...
ხოდა მე პირადად ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიელი, კარგადაც გამომდის. ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მიყვარს და ჩემი ოთახის მეზობელი დღემდე მადლობელია ჩემი კულიანრიული შესაძლებლობებისა. არც სარეცხი მიგროვდება კვირაობით გაურეცხავი და არც ოთახი მაქვს დაულაგებელი და მტვერში. და აქ ქალობა მგონი არაფერს შუაშია...
Post a Comment