გუშინწინ მომივიდა იდეა, რომ უნდა დამეწერა ბერლინზე; ოღონდ ისე არა, აქ ბერლინის კედელია, იქ რაიხსტაგი, ექსკურსია ბუნდესტაგში და ა.შ.
მიხარია, რომ ვცხოვრობ აღმოსავლეთ ბერლინში, რომელიც ყველაზე კოლორიტული და საკაიფო რაიონია მთელ ბერლინში, იქნებ მთელ გერმანიაშიც კი. თავიდან რომ გავიარე ქუჩებში, ვფიქრობდი, მეთქი, აუ, გერმანიაში როგორ funky & stylish აცვიათ-მეთქი, მერე მივხვდი, რომ, უბრალოდ, აქ სპეციფიკური ხალხი დადის, თუ ასე შეიძლება ხალხზე ითქვას - ინგლისური სტილის ვიწრო შარვლებით და დიდი სათვალეებით, სავსეა არტ-კაფე-ბარები, სოციალისტურ-კაპიტალისტური spots, სადაც გეუბნებიან, რომ socialism sucks & capitalism rules და პირიქით, capitalism destroys people, კედლებზე საბჭოთა კავშირისდროინდელი ყვავილებიანი შპალერებია გაკრული და სამზარეულოდან ძველი, თეთრი კვადრატოვანი კაფელი მოჩანს.
ცხოვრებაში არ მიფიქრია, რომ ბერლინში წავიდოდი და ვიცხოვრებდი. საერთოდ არ მაინტერესებდა, რომ თანამედროვე ისტორიის ყველაზე მეტი ფურცელი ამ ქვეყანას ეძღვნება. რახან ეძღვნება, ესე იგი, მართლა არის რაღაც განსაკუთრებული მასში, რადგან შემთხვევით არაფერი ხდება, ხომ იცით. გუშინ მე და მეირამ (უსაყვარლესი გოგო sunny California-დან) გავისეირნეთ ბერლინის კედელთან. გაფერადებულ-გაპარტახებული რაღაცაა, იმ კედელს არაფრით ჰგავს, რომელიც ერთ ერს ორად ყოფდა და ცდილობდა, მათი ცნობიერებაც გაეყო :| ასეთ ისტორიულ ადგილებზე როცა ვხვდები, წარმოვიდგენ იმ პერიოდს, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კედლის გადალახვას ცდილობდნენ. სამწუხაროდ, ვიდექი, ვეცადე და ვერაფრით წარმოვიდგინე, რას გრძნობდნენ კედლის გამოღმა (ან გადაღმა) მყოფი ადამიანები; შეიძლება იმიტომ, რომ ჩემთვის თავისუფლება არ ასოცირდება რომელიმე პოლიტიკურ მიმართულებასთან. მე მესმის სულიერი თავისუფლება და ადამიანებისთვის შედარებით უკეთესი წყობილება, სადაც ყველა ერთი მდიდრის მონა არაა და შეუძლია თავი ადამიანად იგრძნოს. ბერლინში როგორ გრძნობენ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არსებობს: ARBEIT-ARBEIT-ARBEIT და ქუჩაში რომ გაიხედო, ერთ ადამიანსაც ვერ დაინახავ, იღიმებოდეს და სიხარული ეწეროს სახეზე.
მე, ალბათ, კედელზე ვდგავარ და გადავყურებ, ხან აქეთ მხარეს მდგარ ხალხს და ხან - იქით...

10 comments:
posts rom vkitxulobdi, tan paralelurad sul goodbye lenin-ze mefiqreboda:) rogori suleluri idea iyo qalaqis orad gayofa da xalxis ase dayofa, uh. zoggan kidev grzeldeba msgavsi marazmebi, arc minda vifiqro rogor pirobebshi arian adamianebi zoggan, magalitad iranshi, an afrikul qveynebshi :(
ეჰ.. ბერლინი მართლაც მაგარია ^^
"მე, ალბათ, კედელზე ვდგავარ და გადავყურებ, ხან აქეთ მხარეს მდგარ ხალხს და ხან - იქით..."
-- ზუსტად შენი პოზიციაა ახლა :) ამბებს გვიყვები აქეთ მხარეს :)
'ქუჩაში რომ გაიხედო, ერთ ადამიანსაც ვერ დაინახავ, იღიმებოდეს და სიხარული ეწეროს სახეზე.' - ეს რომელიმე ერთ ქუჩაზეა? თუ მთლიანად ბერლინში?
საბჭოთა ნივთები მთრგუნავს ყოველთვის, თუ ასეთ გარემოში მოვხვდები, არ ვიცი რატომ :|
ai, dauceria babisas ukve GOODBYE LENIN-ze :) mec magaze unda damecera:) mec minda kvadratebiani kafelis da yvavilebiani patternebis estetikashi moxvedra sophie.. bevri camoighe ra maqedan. ,marto shentvis kiara, chventvisac :)
ეჰ რამდენი ფილმი მაქვს მაგ თემაზე გადაღებული ნანახი. ორად გაყოფილი ერი ნამდვილად დიდი ტკივილი იყო . ნუ გერმანელებზე რას ვლაპარაკობ აგერ აფხაზეთში და სამაჩაბლოში გვიშენებენ ეხლა მსგავს კედელს ლენინის და სტალინის ლეკვები
მეც მსგავსი შეგრძნება მქონდა ბერლინის კედლის წინ დგომისას: ვერ აღვიქვი ვერანაირად.
რაც შეეხება კედელს, მან თავისი საქმე გააკეთა. დღესაც, ამდენი წლის შემდეგ კატასტროფულად დიდი სხვაობაა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიაში მცხოვრბეთა შორის. ეკონომიკური თვალსაზრისითაც და სოციალური მდგომარეობით, შეხედულებებზე რომ არაფერი ვთქვათ.
ომისდროინდელი ფილმები გამახსენდა
ჯარისკაცებით სავსე და სიგარეტის ბოლით გაბუღული კაბარეები :)
ერთიანი ძლიერი გერმანია საშიშია მსოფლიოსთვის იმჰო :) არასდროს არ ყოფილა გერმანია ძლიერი და არასაშიში. ნებისმიერ ერს აქვს შინაგანი ისტორიული მისია (თუ როგორც ერი არსბეობს, ანუ ერი ინ ექშნ) ხოდა გერმანელების ეგ არის - გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია - შტურმ ნახ ოსტენ :დ ეს კიდევ ერთი მიზეზია რატომ უნდა შეიქმნას აღმოსავლეთ ევროპის კავშირი. არამარტო რუსეთის ძალის გასანეიტრალებლად არამედ ევროპის ზედმეტი სიძლიერის გასანეიტრალებლად (რასაც თავისი ხმელთაშუაზღვიურობით მხარს აუბამენ საფრანგეთი და იტალია) მოკლედ გერმანია უნდა დაიშალოს რა მაპატიეთ )))
ARBEIT-ARBEIT-ARBEIT ra mosawyeni yofaa :| me megona marto saqartveloshi ar igimeboda xalxi quchashi :|
Post a Comment