Monday, October 19, 2009

ბელგიური KOSHER შოკოლადი


ზოგჯერ არის ხოლმე დღეები, როცა ძალიან ვიღლები.
დილის 9-ის ნახევრიდან ლექციები, მერე საქმეები, ისევ ლექციები საღამოს 9-ის ნახევრამდე; იმდენს ვსწავლობ, ვგრძნობ, თავი როგორ მეღლება და მიცხელდება, სერიოზულად. ამის შემდეგ ვეღარ ვძლებ სახლში და სასეირნოდ მივდივარ. რადგანაც სეირნობა არავის უყვარს, მაშინვე ყველა თავის ოთახში გარბის ან კომპიუტერში შევარდება, მარტო დავდივარ ხოლმე.

დღეს შუადღისით საქმეებზე ვიყავი წასული, საკმაოდ შორს იყო ჩემი სახლიდან, ძლივს მივაგენი, თან სულ უშნო ხალხი მხვდებოდა. ქეთიც წერდა ადრე, რომელიღაც გაჩერებაზე სულ მახინჯები მხვდებიანო. ვიცი, რომ არ არსებობს უშნო გაგება და ყველა ადამიანია, მაგრამ ხომ არიან ნაკლებადსასიამოვნო ადამიანები, ზუსტად ასეთები მხვდებოდნენ დღეს სულ :( სახლში ისეთი დაღლილი დავბრუნდი, პატარა რომ ვყოფილიყავი, ტირილს დავიწყებდი ალბათ. მივედი და ჩემი ოთახის მეზობელი გოგო, კერენი, მეუბნება (ანტვერპენშიც ერთ ოჯახში ვიყავით), რომ ზისკინდებმა შოკოლადი გამოგვიგზავნეს. გამოვართვი, გავედი სააბაზანოში და იქ ვიტირე, ისე ძალიან გამიხარდა.
უცებ გამახსენდა ყველაფერი, რაც წამიკითხავს, რასაც აქ ვსწავლობ - რომ არაფერია ცხოვრებაში ისეთი, რისი გადალახვაც შეუძლებელია, ღმერთი არასოდეს გამოგიგზავნის იმაზე დიდ განსაცდელს, ვიდრე მისი გაძლება შეგძლია. ბოლოს ყოველთვის მოდის ვიღაც შენთან და მოაქვს შოკოლადი.
შოკოლადი კი არაა საქმე, ყურადღებაა ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი.
ოჯახი, რომელსაც 7 შვილი ჰყავს, უამრავი საზრუნავი; ჩვენ ორი უცხო გოგო ჩავედით და 6 დღე მათ სახლში ვცხოვრობდით. გემახსოვრებათ ალბათ ის პოსტი. გადის ორიოდე კვირა და ისევ ვახსოვართ, გვიგზავნიან შოკოლადს წერილით: ძალიან მოგვენატრეთო!

ზისკინდების ბავშვები:
Shefra, Reuven, Benyomin, Chaim Dov, Daniel & Pinchas

ხვალ ახალი დღე რომ გათენდება და ღმერთს ამისთვის მადლობას ვეტყვი, კიდევ იმას ვთხოვ, რომ მეც მომცეს ისეთი გული, როგორიც ზისკინდებს აქვთ.

14 comments:

Anonymous said...

დიახაც, ყურადღებაა ყველაფერი! რამდენჯერ ამვსებია გული, სულ რომ არ ველოდები ისეთ ადამიანს რომ გავხსენებივარ და ერთი სმს მოუწერია რას შვები და ცოცხალი ხომ ხარო! ყურადღების გამოჩენა, რა ძნელი საქმე ესაა, ხალხს ესეც რომ გვეზარება, თუ რავიცი მე, როგორცაა! მაპატიე არეული კომენტარისთვის, ნახევრად მძინავს!

Anonymous said...

shokoladi mominda :))
pirvel rigshi imitom miyvars sheni blogi da gafaseb tundac ar gicnob pirtadad, rom rogori kargic ar unda iko mainc akritikeb tavs, anu dzalian kargi gogo xar, ketili da guliani magram mainc metiskeen miiswrafi, es dzalian kargia, arsebobs xaxlis kategoria romlebic ubralod kargebi arian da tavisi tavi moswont da agar iswrafian uketesobisken da shedegad uaresobisken midian, namdvilad samagalito adamiani xar sophie :)

უბრალოდ said...

ეჰ კაია!

მეც ყურადღება ს ვითხოვ გამუდმებით და პატარა ყურადღებაც კი მსიამოვნებს : ))
ზოგჯერ ძალიან მარტივია ადამიანების სიამოვნება, მთავარია სურვილი და მონდომება : ))

Lalena said...

ვაიმეეეე ამ მშიერ ბავშვს შოკოლადების ნახვა მინდოდა ახლაააა? ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქროოობ :))))))))))

clown said...

როგორც ყოველტვის მზით და სიკეთით სავსე პოსტი

Natalia said...

ხანდახან ელემენტარული ყურადღებაც გულს ისე მიჩუყებს, ტირილით ვკვდები ხოლმე..

რა კარგია, რომ შენ საჭირო დროს გადმოგცეს სითბო :)


პ.ს დღეს მეც შოკოლადებზე დავწერე :))

A.G said...

udzlieresi postia...emociit amavso...iseti tkbili emociit rogoric shokoladia...dasasrulze agarafers vambob, ertis garda:gmerts vtxov shennairi guli momces sofi ..:*:*:*miyvarxar:*:*:*...

Unknown said...

გავიქეცი მაღაზიაში შოკოლადი ვიყიდე თორე დორბლად დავიღვარე ისე მომინდა:)
ყურადღება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეც თუნდაც უბრალო საჩუქარია ძალიან მახარებს ხოლმე ისევე როგორც საჩუქრების გაცემა.

ფსიქე said...

რა თბილად გამეღიმა :)
ძალიან მიყვარს ეს მზიანი და თბილი პოსტები

Anonymous said...

ვინ თქვა გერმანელები ცივები არიანო?
მეც მინდა მსგავს ოჯახში მოხვედრა რომ წავალ მერე :)

Sophie שרה Golden said...

@ როდრიგო :) ჩემი ზისკინდები გერმანელები არ არიან, ბელგიელი ებრაელები არიან.

Anonymous said...

ui :D

babisa said...

as usual tbili post iyo :))

Toma said...

yuradgebaze mnishvnelovani shokoladia :D :P :P