Tuesday, October 13, 2009

Take This :P



ორი დღეა რობი უილიამსს ვუსმენ.
ორი დღე ბერლინში, თორემ ისე მთელი ცხოვრება ვუსმენ, რაც Take That დაიშალა. მადლობა ღმერთს, რომ დაიშალა, რა ჯგუფი ეგ იყო, bliah. ყველაფერი უკეთესობისკენაა, როგორც იტყვიან, იქ რობი საერთოდ არ ჩანდა და ჯგუფის დაშლის შემდეგ კიდევ ამხელა წარმატებას მიაღწია... რომ ჩემი ფლეილისტის ლიდერია.

By the way, ის ბიჭი იცით? "სტრინგი" ჰქვია ბენდს და მისი frontman-ია, დათო უნდა ერქვას. ადრე მზიურში ვუსმინე - ზედგამოჭრილი რობი უილიამსის ქცევები ჰქონდა, მიკროფონის დაჭერიდან დაწყებული, სცენაზე გაწოლით დამთავრებული. ხმაც კარგი აქვს, მაგრამ გარეგნობით ვერ შეედრება რობის :ლოლ:

რობის გარდა, დღეს ბერლინურ ქარს და წვიმას ვუსმენდი, საშინელი ყინვებია, ღამით 0-გრადუსი იქნებაო.

დღეს ძალიან საინტერესო ლექციები მქონდა, რომლებზეც მომავალში ვისაუბრებ, საკმაოდ რთული თემებია და ასე რობით დაწყებულ პოსტს არ უხდება.

Tschuß

['Oh Lord, make me pure... not yet!..']

6 comments:

Lalena said...

აუ ბავშვობაში ”უზენაესი”, რომ იწყებოდა იქ მთავრდებოდა ყველაფერი, სულგანაბული ვუსმენდი, მეგონა ასეთი მაგარი კაცი არ არსებობდა დედამიწაზე, გარეგნულადაც მომწონდა, ხმაც, ქცევებიც, მანერებიც, გაიძვერა გამოხედვაც, ყველაფერი, აუ ისე ყოველთვის მოთავხედო ბიჭები მომწონდა, ეს რა შუაშია, და ისა რობი მაგარია :)))))))

Anonymous said...

მეც მიყვარს რობი! ჩემს ფეილისტში ყოველტვის წამყვან პოზიციებზეა! :)

me said...

უი და მართლა როგორ გავს ქცევებით სტრინგის დათო რობის...:)
ისე "take that" რომ დაიშალა ვერავინ იფიქრებდა რობი ასეთი წარმატებული თუ იქნებოდა :)
მე მიყვარდა ეს ჯგუფი ბავშვობაში,მაშინ ძაან მაგარი მეჩვენებოდა და მოგონებებიც საყვარელი მაქვს :)

nati kuda said...

maincdamainc ar vgijdebi, magram rogori simpatiuria.. <3

Anonymous said...

ki ki, dato britanelebs bazavs zalian, robisac bazavs xmitac, maneritac da isedac , hoda ar miyvars sxvas rom bazaven , amitom arc dato..

© said...

take what? :))