Wednesday, October 28, 2009

Who are you???

ახლა ფეისბუქზე "დაყრილ" ლინკებს ვნახულობდი, რომ მივხვდი (ჰალელუია), თუ როგორ აგრესიულ, ცინიკურ და ზედაპირულ სამყაროში ვცხოვრობთ.

კვირას რაღაც ლექციაზე ვიყავი და იქ იყო საუბარი ადამიანზე, ეპოქაზე; ერთმა თქვა, მაშინ უფრო ნაკლები მოთხოვნილება ჰქონდა ადამიანს, ტექნიკა არ არსებობდა და ნაკლები იცოდაო. მე მჯერა, რომ ადამიანები ადამის მერე არც კი შევცვლილვართ და არა აქვს მნიშვნელობა, რომ ტანსაცმელი გვაცვია (ზოგს არც აცვია) და ყველას კომპიუტერი გვაქვს. ეს არც ჩვენს მეტ მოთხოვნილებაზე მეტყველებს და მით უმეტეს, არც წინწასულობაზე.

ვიცი, ძალიან ფილოსოფიური პოსტი გამოვა.
ბავშვობიდან მიყვარს კითხვების დასმა და გადამოწმება, დედამიწა მართლა ბრუნავს მზის გარშემო, თუ გვატყუებენ. ამიტომ მომწონს ჩვენი ლექციები. უამრავ კითხვას ვსვამთ და პასუხებსაც ვიღებთ.
ბაბისამ მკითხა, რას სწავლობო; ვსწავლობ თორას, ანუ ბიბლიას, როგორც ეძახიან. ხან მგონია, რომ წიგნს კი არა, ცხოვრებას ვარჩევთ, რომელიც დროის და საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა, ადამიანების ძირითადი ინსტინქტები იგივე დარჩა - ზოგი ზემოთ მიისწრაფის, ზოგი - ქვემოთ და სამყაროც გიჟივით ბრუნავს და ბრუნავს.

ზოგს სწამს ღმერთის, ზოგს, უბრალოდ, უყვარს, ზოგს - გაუგია, რომ კარგია რელიგიურობა; ისეთებიც არიან, რომლებიც არ ინტერესდებიან, ვინაა საერთოდ ეს სცენარისტი და ჩვენ ვინ ვართ. ამ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების მიხედვით, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ადამიანები ძალიან ცოტას ფიქრობენ ღმერთზე, კიდევ უფრო ცოტას საკუთარ ხასიათზე და შინაგან სამყაროზე.
იმ დღეს ოლგამ (teacher) გვითხრა ასეთი საინტერესო რაღაც, წარმოიდგინეთ, ქუჩაში მიდიხარ, მოდის ვიღაც უცნობი და გეუბნება - სულელი ხარო; ამ დროს შენ საშინლად ბრაზდები ამაზე და ლანძღვითვე პასუხობ, ეს ნიშნავს, რომ მართლა სულელი ყოფილხარო. საკუთარ თავსა და რწმენაში დარწმუნებული ადამიანი არასოდეს იფიქრებს იმაზე, თუ რას ამბობენ მასზე ისეთი ადამიანები, რომლებიც არც კი იცნობენ და შესაბამისად, საღად ვერ განსჯიან.

ჩემი დევიზი ხომ იცით? ;) არა აქვს მნიშვნელობა, როგორები არიან სხვები, მთავარია მე ვინ ვარ და სად ვარ.

And who are you???

13 comments:

babisa said...

მადლობა პასუხისთვის, თან პოსტიანი პასუხისთვის :)))))

მე მგონია, რომ ადამიანი მაინც შეცვლილია, მეტად სასტიკია, ნაკლებად მგრძნობიარე, მეტად ეგოცენტრისტული, მეტად ასოციალური.. ზოგადად ვამბობ თორე რა თქმა უნდა ასეთებიც არიან და ისეთებიც. ეს ზოგადი ფონი კი ცხოვრების წესის შეცლამ მოიტანა, ყველა ეპოქას თავის მოაქვს და მიაქვს.
ადამიანობა უცვლელია, მაგრამ შტრიხები რომ იცვლება , მას ბევრი რამის შეცვლაც შეუძლია, იგივე ურთიერთობები და ფორმებია შეცვლილი.. ეს დიდი თემაა და აღარ გავაგრძელებ.
მოთხოვნილებებიც შეგვეცვალა კი.

მე სულ ვცდილობ, რომ შენი ბოლო ფრაზის მიხედვით ვიცხოვრო, მაგრამ ზოგჯერ მაინც ვბრაზობ არასწორ განსჯასა და სხვის აზრზე :)) მარა მთავარია მცდელობა, რომელიც ყოველთვის თუ არა ხშირად მაინც ამართლებს :)))))

ნან said...

შესანიშნავი პოსტია სოფი. საერთოდ მგონი ერთადერთი ადამიანი ხარ, რომლის საუბარი რელიგიაზე არ მაღიზიანებს, პირიქით.

2kija said...

ნან +1 :დ

Natalia said...

სოფის საუბარი რელიგიაზე იმიტომ არ არის გამაღიზიანებელი, რომ თავს არ გახვევს :) ალბათ :)

ვინ ვარ მე? ამაზე სულ უნდა ფიქრობდე ალბათ, და ზრუნავდე თვითგანვითარებაზე. ყველაზე კარგი გამოთქმაა ’მთავარია შენს თავთან იყო მართალი’-ო, მე ძალიან მიყვარს. ხშირად ხომ სხვების დასანახად აკეთებენ ადამიანები რაღაცას, გულის სიღმეში კი ფიქრობენ რომ not right thing გააკეთეს. სინდისი ყველაზე სამართლიანი რაღაცაა მე თუ მკითხავთ :)

nikoloz said...

getanxmebi

ai es momewona magrad:

http://i412.photobucket.com/albums/pp203/darrr31/taw_uniq.jpg

da es:

http://i412.photobucket.com/albums/pp203/darrr31/taw_mera.jpg


sruli seriis naxva aq:
http://dar-jan.livejournal.com/609645.html#cutid1

Unknown said...

ჰო, მაგრამ ჩვენ "შეცვლილია"-ს არასწორად ვამბობთ, რასთან მიმართებითაა შეცვლილი? რას ვადარებთ? იქნებ ადამიანი მაშინ უფრო ასოციალური და ეგოცენტრული იყო ვიდრე ჩვენ დროს??
მე მაინც მგონია, რომ არ ვიცვლებით და არც შეიძლება შევიცვალოთ.. ადამიანური ლოგიკის და აზროვნების განვითარების მიუხედავად მთავარ მოქმედ ძალად მაინც გრძნობები და ემოციები რჩება, რომელთა ტრანსფორმაცია შეუძლებელია.

Anonymous said...

ადამიანები დღემდე თავის ტვინის 3-დან 5 პროცენტამდე იყენებენ, ისევე როგორც ჩვენი ველური წინაპრები. გამოცდილება შეგვემატა, თორემ უფრო ჭკვიანები არ გავმხდარვართ და არც მოთხოვნილებეები შეგვცვლია. აღარ მახსოსვ ეს სად წავიკითხე, მაგრამ ჭეშმარიტებას კი ჰგავს.

Unknown said...

აი გუშინ მქონდა ეგეთი მომენტი რომ ადამიანებმა ჩემი ნაწერი ვერ გაიგეს და ათასი სისულელე მომწერეს .

ვეცადე ყველაფერს მშვიდად შემეხედა და პრინციპში არაფერიც წამიგია.

რთულია როცა ვერ გიგებენ მაგრამ რას იზავ :)

© said...

როცა მასას შენი არ ესმის, როცა სხვას ამჯობინებენ და შენ განგსჯიან, ეს ცხადია არ ნიშნავს, რომ შენ - ცუდი ხარ. უმეტეს შემთხვევაში პირიქით ხდება.

და მართალია, არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ და რა ჰგონიათ სხვებს. ამ სხვებსაც გააჩნია, ხო?! მთავარი სულ სხვა რაღაც არის და ეს სულ სხვა რაღაც, როგორც წესი ამ suetlivi სამყაროში ავიწყდება ადამიანს

Anonymous said...

მართალი ხარ, უკვე მერამდენედ. და, საერთოდ, როგორ სასიამოვნოა, როდესაც იცი და, აქედან გამომდინარე, თავისუფლად რომ უყურებ და განსჯი ყველაფერს.
ვგულისხმობ ისეთ სიტუაციას, რომლის მაგალითიც შენმა მასწავლებელმა მოიყვანა. Just profound ;)

Keti said...

მომწონს შენი დევიზი :)

Anonymous said...

ბოლო ფრაზა ძაან მომეწონა

გურამი said...

ოლგას ნათქვამი მომეწონა. :) იმას გავს, ვიღაცას რომ ეჩხუბები, ნუთუ ასე ძალიან გიყვარსო. :)