ხშირად გვაქვს გაკვეთილები იმაზე, როგორ არ უნდა გავხდეთ მედიის და თანამედროვე ინდუსტრიის მონები.
მაგალითად, ადამიანი იმაზე მეტია, ვიდრე მისი გარეგნობა, ვიდრე მისი გუჩის კაბა და ფენდის ჩანთა (კიდევ კარგი, არცერთი გამაჩნია); რომ ადამიანი იმაზე მეტია, ვიდრე მისი ინტელექტი. გავა დრო, ყველაფერი გაქრება, კაბაც გაცვდება, სკლეროზიც მოახლოვდება, სამაგიეროდ დარჩება ის შინაგანი სიკეთე, რაც ადამიანს ყოველთვის ჰქონდა.
მოსმენა და აღფრთოვანება კარგია, მაგრამ როცა გამოდიხარ გაკვეთილიდან, რთავ იუთუბს, სხვადასხვა საიტებს და გეუბნებიან, ეს ზუსტად საშენო ლეპტოპია, ეს თეთრი ქურქი შენს ცხოვრებას შეცვლის, this thing was made for you; ძნელია გაუძლო ცდუნებებს და გულში მაინც არ გაიფიქრო, hell, რატომ არ მაქვს მეც ეს ყველაფერიო.
ხან ვფიქრობ, რომ რა სისულელეა ბლოგერობა, როცა მთელი შენი ნათესავ-მეგობრები კითხულობენ, შენგან ელოდებიან სიბრძნესთანმიახლოებას და ძველებურად ვეღარ დაწერ :|
გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად გარეთ ვიყავი ერთ საკაიფო spot-ში, CCCP ჰქვია, ინგლისურ ბლოგზე დავწერე ამაზე უფრო დეტალურად. რუსეთიდან ჩამოსულები ჩაირთვნენ და ტოლსტოის გარდა სხვას ვერ ათქმებინებდი. ბოლოს სელინჯერზე დავიწყე, მაგრამ ერთმა ცივი წყალი გადამასხა, ჰოლდენს რომ მიჰყვე, მართლა nobody's gonna catch you in the rye-ო, ანუ გააფრენო, ზრდილობიანად ასე გამოუვიდა. ჰოდა, მაშინვე მივხვდი, იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო-მეთქი. ღმერთმა იცის, სად უნდა ვიყო. Whatever!
ეს პოსტი გამოწვეულია + 3 გრადუსი სითბოს, + 3 მომატებული კილოგრამის და ქორწილზე წასვლისწინა სტრესის შედეგად. Wish me luck!

10 comments:
რას გვიშვება ეს ფენქეიქ მეიქერი ყველას რომ უნდა და არავის აქვს :) რეკლამა მართლაც რომ აზომბირებს ადამიანებს მაგრამ რა ქნან მაგათაც როგორ შემოგტენონ თავისი უხარისხო პროდუქცია სხვაგვარად რომ არ იციან????
რეკლამით ძალიან ცოტა ნივთების შეძენა თუ მინდება ხოლმე მე ჩემეული პრინციპები მაქვს არჩევანის გაკეთებისას. მართალია ხშირად ვცდები მაგრამ რა ვქნა ჩემებურად ხომ ვიქცევი და:)
va qorwilshi? rakargia
kargad gaerte da imxiarule
da mogviyevi mere :))))))
მე მომწონს რეკლამები. :) იმიტომ მომწონს რომ რეკლამებში ადამიანები უმეტესად ორიგინალურ მიდგომას გვთავაზობენ საკითხისადმი. თუმცა ჩვენი რეგიონის ტელევიზიის რეკლამებზე 1000 დან 1 შემთხვევაში თუ იტყვი რომ განსხვავებულია. :) რაც შეეხება თავზე მოხვევას, ვერც ერთი რეკლამა ვერ მომახვევს თავზე ვერაფერს. შეიძლება ინფორმაცია მომაწოდოს უბრალოდ. რეკლამაუსტოიჩივი ვარ. :):):)
მართლა ძნელია, გაუძლო რეკლამის, მედიის და ზოგადად იმ საზოგადოების გავლენას, რომელიც ირგვლივ გაკრავს, არ ითამაშო იმათი წესებით. ყოველთვის არც გამოდის.
:))))))))
wish u luck! :*
სოფ დაგთაგე :) http://sunny-mine.blogspot.com/2009/11/blog-post.html
გეთანხმები სოფ.შინაგანი სიკეთე - აი ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან კარგად თქვი :)) წარმატებები :*
ხომ იცი, სოფი, ზუსტად ეს მომწონს შენში - ინტერნეტის, რეკლამების და მისთანების გავლენას რომ არ განიცდი. ეს მართლა ასე არის თუ არა შენ უკეთ იცი, ყოველშემთხვევაში, ასე ჩანს და მე ასე მგონია :)
Whatever, you are a good person :)
დაზომბირებულები ვართ :) მე პირადად, ყოველთვის, რაც აზრზე მოვედი მას შემდეგ მხიბლავდა კარგი რეკლამები. ოღონდ კარგი რასაც ჰქვია, კრეატიული და რაღაც ოცნების სფერო მეგონა ეს. მერე... სრულიადნ მოულოდნელად მოვხვდი ამ სფეროში და 2 წელი დავყავი კიდეც... ამაზე კაკ რაზ ამ დღეებში ვფიქრობდი, დამეწერა და დავწერ მალე, ჩემთან.
ხოდა რა მინდოდა მეთქვა. ვიცი, ვიცი რამდენად ცუდია და ის, რომ არაა, ჩემზე რეკლამა არ მოქმედებს და ჩემი პრინციპები მაქვს, მთლად სწორი არ არის. არც მე გავრბივარ თვალებმილულული შოკოლადის აბაზანაში მწოლიარე ქალის დანახვისას მაღაზიაში შოკოლადის საყიდლად, მაგრამ ის რასაც შენ წერ, სოfიე, მართალია. ტონკად და ნელა მოქმედებენ ქვეცნობიერზე. და არა მაინცდამაინც პირდაპირ და უხეშად, როგორც ხანდახან გვვგონია და გვგონია, რომ გადავრჩით.
და "ცივილიზაციის წინსვლასთან" ერთად მნიშვნელოვანს და მთავარს ნელ-ნელა ვკარგადვთ და ვშორდებით. და ეს უკვე უფრო და უფრო იშვიათად გვახსენდება, უფრო და უფრო ნაკლებად ვწუხვართ. და ცოტასღა თუ დაელაპარაკები ამ თემაზე...
:(
კარგი პოსტია და საერთოდ, საინტერესო რაღაცეებს წერ.
პ.ს. ჩემივე კომენტარი ჩემივე ბლოგზე პოსტში უნდა გამოვიყენო :)) du hast mich inspiriert :))
Wish you luck, Sophie! :*
Post a Comment