ახლა გამახსენდა, რომ მაშინდელ ქორწილზე თქვენთვის არაფერი მომიყოლია :)
+3 ერქვა იმ პოსტს და ამას შემიძლია -3 დავარქვა, ვაშა!!!
ჩემი ფეისბუქელი მეგობრების უმეტესობამ ალბათ ნახეს სურათები ლუისას და იეოშუას ხუპიდან, რომელიც 1 ნოემბერს იყო ზუსტად. ჩემი პოსტების მიხედვით, ალბათ ყველამ იცით, რომ ორთოდოქსი იუდაისტი ვარ და შესაბამისად, ახლა ვსწავლობ ბერლინში, რელიგიურ სკოლაში.
ორთოდოქსული იუდაიზმის შესახებ ბევრი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, ამიტომ მე აქ ისტორიას არ მოვყვები, ან რა ისტორია უნდა მოვყვე, ბიბლია მაინც ყველას გექნებათ წაკითხული/ნანახი/გაგონილი.
როგორც სხვა რელიგიებს, იუდაიზმსაც აქვს თავისი განშტოებები, ზოგი რეფორმისტია, ზოგი - ლიბერალი, კონსერვატორი, ორთოდოქსულშიც იყოფიან ლიტვაკები, ხასიდები და ა.შ. რადგანაც ქართველი ებრაელები თავის დროზე (26 საუკუნის წინ) ბაბილონიდან მოვიდნენ საქართველოში და მიიღეს ყველაფერი რელიგიის გარდა - გვარი, ენა, მენტალიტეტი; საერთოდ განსხვავებული ხალხია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი სეფარდებად თვლის. ვერ ნახავთ ერთ ქართველ ებრაელს, რომელიც თავს ქართველად არ თვლის და ქართული ენა არ იცის. ამიტომ, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ერთმორწმუნეობა საერთოდ არაფერს ნიშნავს, ერების მსგავსებას ამით ვერ გაიგებ. რადგანაც დღესდღეობით საქართველოში ძალიან ცოტა ებრაელია დარჩენილი და რელიგიურ ცხოვრებას, სამწუხაროდ, იშვიათი მისდევს, საჭიროდ ჩავთვალე, რომ იმ ცოდნას, რაც მჭირდება ჩემი მომავლისთვის (რომელიც უკვე არჩეული მაქვს), სწორედ ბერლინში მივიღებდი.
რახან ბერლინი ვახსენე, გადავალ ქორწილზე.
ეს იყო ჩემი პირველი რელიგიური ქორწილი - როცა ცერემონია საკმაოდ უბრალოა, ადამიანებს აცვიათ უბრალოდ, ივრითზე ამას ცნიუტი ჰქვია; ხუპის ცერემონიის შემდეგ, დარბაზი ორად იყოფა, ქალები ცალკე ცეკვავენ და კაცები - ცალკე. ორთოდოქსული კანონების მიხედვით, კაცებმა არ უნდა ნახონ მოცეკვავე ქალები, არ უნდა მოისმინონ ქალების სიმღერა.
თუ თქვენთვის ეს გაუგებარია, არ ინერვიულოთ, დედაჩემსაც კი უჭირს "ამ უცნაური წესების" გაგება, ისევე როგორც გათხოვების შემდეგ თავზე დაფარების. კინო მაინც გექნებათ ნანახი, გათხოვების შემდეგ რელიგიური ქალები თმას აღარ აჩენენ, იხურავენ პარიკებს ან სპეციალურ თავსახვევს, ქუდს. (ნახეთ ფილმები, მაგალითად, "დატოვებული ბარგი")
თავიდან მეც მიკვირდა, მაგრამ როცა ახლა ამ წრეში მიწევს ცხოვრება, ვხვდები, ესაა ზუსტად ის, რაც მომწონს. რაც ყოველთვის იყო ჩემს სულში, გულში, ბედნიერი ვარ და ჩემი ყოველი დღე იმით იწყება, რომ უკეთესი იქნება, რადგან დღითიდღე მეტს ვსწავლობ და სცენარისტთან დაახლოებას ვცდილობ.
ერთმა მკითხა, რა მოძველებული წესია, კაცებმა და ქალებმა ცალ-ცალკე იცეკვონ, ერთმანეთს არ შეეხონო და უცებ გამახსენდა, ყველაზე კარგი ახსნა, რომელიც ოლგამ გვითხრა. რამდენ ქორწილში ყოფილხარ, ყველგან შენი მეგობარი უნდა გყავდეს, ან იჯდები მოწყენილი, იჭორავებ მარტოხელა დაქალებთან, მოიგერიებ ტიპებს, თავს რომ გაბეზრებენ, ამ დროს წყვილები ცეკვავენ და ცეკვავენ გემოზე =)) წარმოიდგინეთ, რელიგიურ ებრაულ ქორწილში კიდევ, გოგოები ყველანი ერთად ვცეკვავთ, არ გვაინტერესებს, ვინ კარგად ცეკვავს, ვინ - ცუდად, ვის ჰყავს მეგობარი და ვის - არა, ამ დროს ყველა თანასწორია. დედაჩემსაც ასე ავუხსენი და როგორც შენ გინდა, მთავარია ბედნიერი იყოო. მესმის, ძნელია საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანისთვის უცებ ასეთი მკაცრი წესების მიღება. მაგრამ რაც უფრო მკაცრი ჩანს კანონი, მით უფრო ზრდის პიროვნებას შენში და გაძლევს ძალას წინ იარო.
პ.ს. ჩემი ზედმეტი 3 კილოგრამი წარსულს ჩაბარდა და ბერლინში ამინდიც უკეთესია ;)

8 comments:
: )
-3 -I like that :)
სოფ არც ისე დიდი ხანია მას შემდეგ გასული რაც ქართულ ქორწილებში კაცები ცალკე სუფრაზე ხოლო ქალები ცალკე სუფრაზე არ სხედან. ბევრ რაიონში დღემდე ესე ხდება. ასე რომ ამ მენტალური ერთიანობის კიდევ ერთი ნიმუშია.და არაფერი უცნაური მაგაში არ არის. პირიქით .
shen tu mzad xar am wesebistvis, ra mnishvneli aqvs vin tvlis mozvelebulad da vin ara, axlac ifareebn tavze? amistvisac mzad xar? mmmmmm mtavaria shen kargad grznob tavs :)))
რათქმა უნდა ერთმორწმუნეობა არ განსაზღვრავეს ერების მსგავსებას! აბა, ქართველების და რუსებს მაგალითი ცხვირწინ არ გვაქვს?! ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ, რომ ჩვენ კარგები ვართ და ისინი საზიზღრები და მონსტრები. უბრალოდ არ ვგავართ.
ორთოდოქსული კანონების მიხედვით, კაცებმა არ უნდა ნახონ მოცეკვავე ქალები, არ უნდა მოისმინონ ქალების სიმღერა.
vaa, ra sainteresoa
da ro daainteresos da sheichkitos sadac qalebi cekvaven? dasjian?
taa.ge - ze gadavbargdi sof, damamate :)
ლოლ
არ დასჯიან, უბრალოდ თვითონ იცის, რომ არ უნდა შეიჭყიტოს.
(ვიცი, უკვე ვნახე)
მიხარია, როდესაც ვიგებ რომ ადამიანები რელიგიურ წესებს იმიტომ კი არ მისდევენ, რომ "ეგრეა წესი", არამედ ეს მათი ნამდვილი და შეგნებული არჩევანია...
ძალიან დიდ პატივს ვცემ შენს არჩევანს, სოფ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემსას არ ემთხვევა...
და ჰასიდურ განშტოებას რაც შეეხება, ბევრი საინტერესო რამ გავიგე მათზე ჩემი უსაყვარლესი სერიალიდან - ექიმი ჰაუსიდან. მეოთხე სეზონში ერთი სერიაა, ჰასიდ ცოლ-ქმარზე და ძალიან საინტერესო რაღაცეებს ყვებიან...
კიდევ ის ტრადიცია მაკვირვებს ძალიან - ძმის ცოლი რომ უნდა მოიყვანო ცოლად თუ ის დაიღუპა და შვილი არ დარჩა... Ibum ქვია მგონი...
@ Cinnamon girl, მადლობა!
ეგ წესი ახლა აღარ მოქმედებს, ბიბლიური პერიოდის შემდეგ ძმის ცოლის შერთვა უკვე აკრძალულია.
Post a Comment