Tuesday, November 3, 2009

დემოკრისია ;)

გუშინ დავწერე ფეისბუქზე, ხალხს საკუთარ ცხოვრებაზე მეტად სხვისი ბუასილი აინტერესებს-მეთქი.

მერე მივხვდი, რომ ბევრი იტყოდა, ზის ახლა ის თბილად (სახლში მაინც) ბერლინში და იქიდან მჭევრმეტყველებს, რომ ის "ბუასილი" ჩვენი პირადი ცხოვრება არ არისო. არადა, ძალიანაც არის, ვიცი.
საქმე ისაა, რომ ადრე თავისუფალი სიტყვა ძალიან მაღელვებდა, მაგრამ დღეს მგონია, რომ სულ სხვა განზომილებაში ვარ და საერთოდ, არ მჯერა, რომ თავისუფალი სიტყვა არსებობს. ეს იგივეა, რაც დემოკრატია, გულუბრყვილოებს სჯერათ, ბანკირები ჯიბეებს ისქელებენ, ყველა იღიმება, მაკდონალდსში ჭამენ და იუთუბში სვამენ. ეს ბოლო ფრაზა უბრალოდ კარგად გაირითმა.

სიმართლე გითხრათ, მე რა მაწუხებს - არც პატრიარქი მყავს, არც - პაპი (G-d forbid!). ვინც მე მყავს, იმაზე ვერც ვიდეოებს გადაიღებენ და მით უმეტეს ვერ დასცინებენ ;) რადგანაც ვერაფერს იტყვი იმაზე, ვინც არ გინახავს და ვისაც ადამიანის სახე არა აქვს. უბრალოდ, ცოტა სასაცილოდ და პათეტიკურად მომეჩვენა ყველა ის პოსტი, რომელიც ეხებოდა თავისუფალი სიტყვის დარღვევას და "ბავშვების დაჭერას". რახან ქვეყანაში მხოლოდ პოლიტიკა არსებობს (ცნობილი 3 თემიდან), ხალხმა სხვა რა უნდა ქნას, bless'em.

მე კი - 2 სტატია მაქვს დასაწერი ჩვენი მიდრაშას საიტისთვის, რომელიც უკვე კარგა ხანია უნდა დამეწერა, მაგრამ სანამ ფული ძალიან არ დამჭირდა, ვერ მოვახერხე. დემოკრატიაში კიდევ ხომ იცით, ფული ძნელი საშოვნელია. მაინც კარგია, რომ წერა ვიცი და არა - გიტარაზე დაკვრა :აღმოსავლეთბერლინურიუკბილოხუმრობა:

18 comments:

Anonymous said...

უბრალოდ ამ ხალხს ,,ნიღბები''აქვთ მორგებული და თავიანთი ,,ათეისტური იმიჯის''ასამაღლებლად პატრიარქის პიროვნული შეურაცხყოფა დაიწყეს,რადგან
უფალზე პირდაპირ გალაშქრება და მისი უარყოფა ხელსაყრელი არ იყო ,,თუთბერიძეებისთვის'',,,ბუასილებისთვის'' და ამ ორივე იდეოლოგიის ხალხის მართველი სახელისუფლებო ბანაკისთვის.

Anonymous said...

ამ თემასთან დაკავშირებით მე გადავწყვიტე, შორიდან დავკვირვებოდი პროცესებს. რამდენჯერაც "აქციებში" ხმა ამოვიღე, იმდენჯერ საქმე სრულიად სხვა, ჩემთვის მოულოდნელი მიმართულებით წავიდა.
ახლა დუმილს ვცდი და მხოლოდ დამკვირვებლის როლით შემოვიფარგლები. მიხარია, რომ რაღაც მომენტში შენც ეგრე ფიქრობ/აკეთებ ;)

თაზო said...

სოფი, შენი პოზიცია ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. ბოლო დროს ყველაფერს რაღაც "სხვა სამყაროდან" უყურებ და აფასებ. აქ არ ვგულისხმობ ბერლინს, ევროპას. ეს არაფერ შუაშია.

მე მაინც მჯერა, რომ თავისუფალი სიტყვა მაინც არსებობს და თუ გვინდა ცოტა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად. მერე რა თუ ამის გასაკეთებლად ალაგ-ალაგ პათეტიკურ ტექსტებს დავწერთ, ცოტას გადავაჭარბებთ, გავილანძღებით, დაგვემუქრებიან... როგორც სამეგრელოსი იტყვიან, რომის წამაც არ არის ადვილი.

ნუ, კიდევ მინდოდა რაღცეების დაწერა, მაგრამ ძალიან პათეტიკური ტექსტი გამოვიდა და წავშალე :)

Anonymous said...

ზურა ზოგჯერ საჭიროა ხმა ამოიღო!მით უმეტეს როცა სარწმუნოებას ეხება!მე ვხვდები რა ,,მიმართულებითაც''წავიდოდა საქმე,მაგრამ მთავარი იცი რა არის?ათეისტი რომ ცდილობს ეკლესიაში გაარჩიოს ,,ღირსეული''თუ ,,უღირსი''!ეს ხომ სასაცილოა!

Sophie שרה Golden said...

@ თაზო, მინდა მჯეროდეს, რასაც ამბობ, ისევე როგორც თავისუფალი სიტყვის. საქართველოს უკეთესი ქვეყნად გახდომა კიდევ ჩემზე მეტად ბევრს არ გაუხარდება.

თაზო said...

ხო ზურა, თორნე მართალია. სოფის მესმის "განზე" რომ დგას, მას სხვა ინტერესები აქვს, აი შენ კი...

ნუ, სიჩუმის გამო კი არ გსაყვედურობ, უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ. ცოტა ხნის წინ მე თვითონ ვწერდი, რომ ადამიანები გაიძულებენ ან თუთბერიძის მხარეს დადგე, ან პატრიარქის, არადა, ამქვეყნად გაცილებით საინტერესო და სასარგებლო რაღაცეებიც არსებობს. თუნდაც ოპერა, მხატვრობა, გამოფენები, ფესტივალები... ისე, ერთ კარგ სპექტაკლზე დასწრება არ მაწყენდა ახლა :)

სიმშვიდის შესანარჩუნებლად ნორმალური გზა აირჩიე ამ კონკრეტულ სიტუაციაში. აბა მე უკვე ორი დღეა ნერვებმოშლილი დავდივარ. დღეს სამსახურშიც კი გამირჩიეს საქმე :)

Unknown said...

ნეიტრალიტეტი ამ საზოგადოებაში ხომ ყველაზე მეტად მიუღებელი მცნებაა. ან მისი ხარ ან სხვისი იმის იქით არც ერთ და არც მეორე მხარეს არ აინტერესებ.

მე კი მაინც მგონია რომ თავისუფლება კარგია მაგრამ მას ერთი ჩარჩო აქვს რომლის იქით თავისუფლება უკვე კრიმინალი ხდება. ეს ჩარჩო ჩემთვის ეს ციტატაა

”ერთი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ სადაც მეორე ადამიანის თავისუფლება ილახება”

Anonymous said...

არც იმათი მესმის ვინც პატრიარქის დასაცავდ დაიწყო ერთი ამბავი და არც იმათი, ვინც მერე თუთბერიძის გადასარჩენი კამპანია წამოიწყო. ყოვლად უაზრო ფაქტზე შექმნეს რაღაც ისტერია, უჟას! გასაგებია, რომ როდესაც უმაღლეს სასულიერო პირს გილანძღავენ, რეაქცია უნდა გქონდეს, მაგრამ არა ისეთი ფორმით, როგორც ჩვენთან მოხდა.

babisa said...

saertod ukiduresobas xom ori mxare aqvs da romel mxares agmochndebi, vfiqrob, ar aqvs didi mnishvneli - marshutkashi pirjvris werit moitexav xels tu "mama buasili" shegiyvardeba da fanklubshi gawerviandebi- aq ver vxedav did sxvaobas. ubralod marazmia da magizianebs msgavsi vitom sapirispiro gonisziebebi :]

Unknown said...

არ მეგონა შენ ბლოგზეც თუ ამ თემაზე ვნახავდი ნაწერს:) არა, ვხუმრობ. კარგად გიწერია.
მე ვფიქრობ ეს ისეთი თემაა, საერთოდ არ ღირს ამაზელაპარაკი და გულზე მჟიღებს რტყმა.. მაგრამ აბა აქ ვის რას გააგებინებ. ხალხი იღწვის პურის და სანახაობისთვის.

Anonymous said...

მაინც კარგია, რომ წერა ვიცი და არა - გიტარაზე დაკვრა

es ar momewona saertod :D

gulze mechkmita ro wavikixe :/

Natalia said...

ამ საკითხზე შენი აზრი ძალიან მაინტერესებდა სოფი, და როგორც ჩანს, დაახლოებით ვხვდებოდი, რას ფიქრობდი :)

რაც კი პოსტები დაიწერა ამ თემაზე, ერთადერთი შენი პოსტი მომეწონა. სხვები მართლა ორ უკიდურესობაში არიან და საშინლად მაღიზიანებენ.. :|

Dv0rsky said...

სოფი, შენს რაბიზე რომ მსგავსი რამ გააკეთონ, გესიამოვნება?
თორას წესები და ტრადიციები, ასევე დღესასწაულები რომ აიღონ და გააშარჟონ?
როშ-ჰა-შანა, პურიმი?

ანუ ყველა ადამიანს აქვს რაღაც, რასაც შეგიძლია მისწვდე და აწყენინო/გააბრაზო ან სხვა.

Sophie שרה Golden said...

@ დვორსკი, როგორც უკვე ვთქვი, არ მეწყინება :)

არც დღესასწაული და არც რაბინი ღმერთს არ ნიშნავს ჩემთვის. თუ ვიღაცას მეტი გონება არა აქვს, აშარჟოს და იყოს.

Dv0rsky said...

მერე ზუსტად მაგას ამბობს ის თუთბერიძეც - პატრიარქი ჩემთვის ღმერთს არ ნიშნავსო.

გამოდის, რომ თუთბერიძისეული აღქმა გაქვს საკითხის ;)))

Sophie שרה Golden said...

იყოს თუნდაც თუთბერიძისეული ;)

Dv0rsky said...

;) :)

Keti said...

ძირითადად ერთმანეთის საპირისპირო ორი უკიდურესი წერტილიდან მომხდარ ფაქტზე ჩხუბი გვახასიათებს, ფაქტამდე მისვლის მიზეზებს კი არავინ ეძებს...
აი, ჩემი აზრი მოკლედ (თუმცა, კი იცი :) )