მთელი ცხოვრება გავიძახი, თავგადასავლები მიყვარს-მეთქი და უკვე ისე მოვაბეზრე ღმერთს, რომ დღეს მშვენიერ თავგადასავალში ამომაყოფინა თავი, თანაც "მასოვკაში" :P
პარასკევ დილით ლაიპციგში წავედით მე და სამი რუსი გოგო.
გადასარევი შაბათი გავატარეთ, სიმპათიური ადამიანები გავიცანით (oh, yeah), მაგიდის ჩოგბურთი ვითამაშეთ. თითქმის ყველას გავაგებინე, რომ მათი რუსული გადმონაშთი ხუმრობები ქართველებისთვის მიუღებელი იყო ;) ხომ უნდა იცოდნენ, რომ არ იხუმრონ ჩემთან.
სანამ თავგადასავალზე გადავალ, უნდა გითხრათ, რომ ლაიპციგში გავიცანი ჩემი თავი :| აქამდე მეგონა, რომ ძალიან "ფრთხიალა" და თავისუფალი ადამიანი ვიყავი. მაგრამ ლაიპციგის უმაგრესი მაღაზიებით დახუნძლული ვაგზლის დალაშქვრის შემდეგ, მივხვდი, რომ მატერიალისტი ვარ. ვიყიდე კაბა შაბათისთვის და სუფრაზე ისეთი წელში გამართული ვიჯექი, ჩემი თავი ვიღაც სხვა მოწიფული ქალი მეგონა. ლაიპციგში მივხვდი, რომ ამაყი ვარ :| მგონია, რომ ბევრს ვჯობივარ; ჩემს ღიმილსაც ვიყენებ ამისთვის და ყველაფერი. მაშინვე ჩემს თავს შევუძახე, რაც გაქვს, ყველაფერი ღმერთის მოცემულია-მეთქი და დავმშვიდდი. მერე გადავწყვიტე, რომ კარგი ადამიანი ვარ და ცუდი არაფერია იმაში, თუ ჩემი თავი მომწონს, ვაღიარებ და მადლობას ვუხდი საყვარელ უზენაეს სცენარისტს ყველაფრისთვის. ხან, ვერც წარმოიდგენთ, ისეთი სასწაულები ხდება ჩემს ცხოვრებაში, როცა ვგრძნობ, ღმერთმა ამწია და გადამსვა უფსკრულზე... უფსკრული ჭვავის ყანა მეგონა და როცა გადამსვა, მერე მივხვდი, თურმე რაც ყოფილა, hell.
ნებისმიერ ადგილას, სადაც უნდა წავიდე, ყველგან რაღაცნაირად ვიცვლები, საკუთარ თავს და ხასიათს ვიცნობ ხოლმე; ამიტომ მიყვარს მოგზაურობა და თავგადასავლებიც. ხომ იცით, თუ არ ცდი, ვერ გაიგებ - მოიგე თუ წააგე. წაგება ჯობია ჯდომას და შიშს, ახლა რომ წავაგო, რა მეშველებაო. ზუსტად ამას ვფიქრობდი დღეს საღამოს ლაიპციგიდან ბერლინში რომ ვბრუნდებოდით მატარებლით.
მოვასწარი გაფიქრება და მატარებელიც გაჩერდა.
გამოაცხადეს, რომ ჩვენს წინ მიმავალ მატარებელში უპატრონო ჩემოდანი აღმოაჩინეს და ევროპული პანიკა ხომ იცით, გადმოგვსვეს ცოტა ხნით, წავიდა ის მატარებელი უკან; მერე მეორე მოვიდა და ბოლოს, ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ბერლინში ჩავედით [ამ დროს საათნახევარი უნდა ლაიპციგიდან]. ჩემი თანამგზავრი რუსი გოგოები მეკითხებოდნენ, შენ ხომ ფსიქოლოგია ნასწავლი გაქვს, გვითხარი, ახლა უნდა დავპანიკდეთ თუ არაო? სასაცილოები არიან :ლოლ: პანიკა არავის დამართნია, ბოლოს და ბოლოს, მთელი კვირების განმავლობაში თორას იმისთვის ვსწავლობთ, რომ მსგავსი შემთხვევების არ გვეშინოდეს.
ახლა დავჯექი ჩემი ლიმონიანი ჩაით კომპიუტერთან, სურათებს გადავხედე და მივხვდი, რომ ბედნიერი ვარ :) ბედნიერი ვარ, რომ ვმოგზაურობ, ადამიანებს ვეცნობი, ვსაუბრობ და ახალი კაბის ჩაცმა მიწევს შაბათის სუფრასთან, სადაც უამრავი ადამიანი ზის და ვიცი, საკუთარი ბნელი მხარეების შეცნობის დრო იწყება... =))
ჰო, კიდევ ის გავიგე, რომ სადაც უნდა ვიყო, მარტო არასდროს ვარ, if you know what I mean!

10 comments:
:sun:
რა მაგარიააა... შესანიშნავი შანსი გაქვს ჯერ თვითონ შეიცვალო_ ანუ მიიღო გარკვეული გამოდილება, მერე დაათვალიერო უცხო ქვეყანა, და რაც მთავარია გაეცნო განსხვავებულ ხალხს და კულტურას.... :sun::sun::sun::sun:
:sun::sun::sun: ძალიან მინდა ბაკალავრს როგორც კი ავიღებ მეც თავის სადმე საზღვერბს მიღმა ამოვყოო... როგორ მინდააა :p:P
გიხდება ეს კაბა :)
ძალიან კარგი პოსტი იყო თბილი და მზიანი. მიყვარს შენი ბლოგის კითხვა. მადლობ რომ ასეთი კარგი ხარ :* (გიყურებთ დანიიდან გამომივიდა მაგრამ გულწრფელად გეუბნები)
ნუ ეგ რუსები .....ყოველთვის უკბილო ხუმრობები აქვთ.
გიხდება ეს კაბა.
უცხო გარემოში ადამიანი სხვანაირად გრძნობს თავს და საკუთარ თავსაც სხვანაირად უყურებს.ხშირად ზედმეტად თვითკრიტიკული,ან პირიქით ,,საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა''გექმნება,მაგრამ ორივე საჭიროა!მეც რომ ვიყავი თურქეთში(პირველად საზღვარგარეთ)ჩემში ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინე,რაც მანამდე არ ვიცოდი,ან ვერ ვხედავდი.ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანს მეტი ანალიზის საშუალება აქვს.(როგორც ყოველთვის საინტერესოდ წერ).რაც შეეხება რუსებს:ყველა ერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები.
mec miyavs garemos shecvla da mogzauroba, imitom rom axal garemoshi da axal xalxtan axal tvsebebs vpoulob sakutar tavshi. kargia, adamiani unda icvleboda, torem sul erti da igive mosabezrebelia!
nosce te ipsum -miyvars es me da ganxorcielebac shesabamisad :)))))
rakargia egeti agmochenebi sofi :]
faqtiurad "tvalwin" icvlebi sophie, piradad ar gicnob magram mgonia roca chamoxval sheni axloblebi, romlebsac shentan urtiertoba hkondat piradad gaocebulebi darchebian, radgan jer postebidan gamomdinare sheicvale, da realobashi ufro shegetyoba albat, es dzalian kargia.
mi rastem i nashi mechti menautsia, a mechti menaut nas :)
@ clown :))))
@ Sunny, მთავარია მოისურვო და საკუთარი თავის ირწმუნო, აუცილებლად შეძლებ უცხოეთში წასვლას და ყველაფერს.
@ Lalena, thanks dear!
@ mr. picasso, thank you so much, I'm flattered and happy :))
@ თორნე, კიდევ კარგი ესენი "მთლად" რუსები არ არიან :D
@ unaamarga, babisa - you are smart and you got the point.
@ Dreamer Kikito, მეც ბევრს ვფიქრობ ამაზე, სხვათა შორის. ვგრძნობ, რომ ძალიან შევიცვალე და გავიზარდე, ისე გავიზარდე, რომ ხან საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ :)
ოოო...
რა გამხდარი ხარ!
მაგარია! :)
Post a Comment