დღეს აღმოვაჩინე, რომ გავიზარდე, შევიცვალე, მაგრამ ძირითადი ხასიათი იგივე დამრჩა.
ბავშვობაში ჩემს ერთ მეგობარ გოგოს დედა ავად გაუხდა და დიდი ხნის განმავლობაში ყველაფრის გაკეთება თვითონ უწევდა სახლში, ვეღარ გამოდიოდა სათამაშოდ. ძალიან ძალიან მიკვირდა, რომ დედამისი ავად იყო და 5-6 წლის ბავშვს უწევდა დედის მოვლა. ახლაც ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია. ჰოდა, ყოველღამე სანამ დავიძინებდი, დედაჩემს ვუყვებოდი მის ამბავს და ვტიროდი. რატომ უნდა უხდებოდეს ბავშვს დედა ავად-მეთქი...
ჩვენს შენობაშია ბავშვების ოთახი, სადაც ძიძა უვლის მასწავლებელი ქალების შვილებს. დღეს დილით ჩემი ერთერთი მასწავლებელი მოვიდა სიცხიანი ბავშვით :(
ჩემი მასწავლებელი ახალგაზრდა ქალია, 30 წლამდე, ქმარიც მუშაობს, პლუს სწავლობს, ამიტომ დილით სამსახურში უწევს ბავშვის მოყვანა, საღამოს ქმარს უტოვებს. იშვიათად დადიან სადმე, რადგან ფინანსურად უჭირთ და ძიძას ვერ გადაუხდიან. აქ ძალიან ძვირია კარგი ძიძის დაქირავება. ჰოდა დღეს რომ დავინახე სიცხიანი ბავშვი, ჩემი მასწავლებელი... უცებ მომინდა დედაჩემთან გავქცეულიყავი და მეტირა, რატომ არის ასე-მეთქი...
რა უსამართლობაა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უამრავი ფული აქვთ და არ უწევთ სიცხიანი ბავშვების ტარება, რომ მერე სამსახური არ დაკარგონ და საერთოდ უხელფასოდ დარჩნენ.
გაკვეთილმა, როგორც ყოველთვის, საინტერესოდ ჩაიარა. ისეთი თბილი და საყვარელი მასწავლებელია, აბსოლუტური რწმენის და იმედის მქონე; ვიფიქრე, აი, უნდა მივბაძო და უფრო მეტი ვისწავლო-მეთქი, ვიდრე მარტო ტირილი და უსამართლობაზე წუწუნია.
ვერასოდეს მივხვდებოდი, რა უჭირდა მასწავლებელს, შემთხვევით რომ არ გამეგო მისი ნაცნობისგან, ცოლ-ქმარი ვერსად მიდის, ძიძის ფული არ აქვთო. იმდენი ვიფიქრე, იქნებ შევთავაზო, რომ მე მოვალ და უფასოდ მივხედავ ბავშვს, თუ თქვენ სადმე წასვლა მოგინდებათ-მეთქი. ვერ გავუბედე. შემეშინდა, შეურაცხყოფილად არ ეგრძნო თავი და ის ადამიანიც, ვინც მითხრა, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამეგდო.
იქნებ იმიტომ არ ვუთხარი, რომ ქვეცნობიერად საფასურის გარეშე მიხმარება მეზარება და იმდენად კარგი ადამიანი არა ვარ?
ან იქნებ, პირიქით, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს და მინდა, ყველა სრულყოფილ სამყაროში ცხოვრობდეს, სადაც ჯიბის წონას/ბანკის ანგარიშს მნიშვნელობა არ ექნება?
არ ვიცი :|
მერე საკუთარი თავი წარმოვიდგინე ჩემი მასწავლებლის ადგილას და მთელი საღამო ამაზე ვფიქრობდი... It's so scary; ალბათ, არცერთ ჩვენგანს წარმოუდგენია, რომ შეიძლება თვითონაც მოუწიოს ფულის დაზოგვა, რომ ოჯახი არჩინოს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მიფიქრია ამაზე :(
ჯერ კიდევ სად ვარ.

13 comments:
კეთილი იყოს შენი მობრძანება "სამოთხეში" ;)
ამაღელვა. მაგრამ მაინც ადამიანის შინაგან სიძლიერეზეა დამოკიდებული. ენერგიების ბალანსის ისევ მჯერა და ვისაც სიცხიანი ბავშვები არ გვყავს სათრევი იგივე მდგომარეობას მაინც ვიღებთ სხვა რაღაცეებისგან (ვძებნით ქვეცნობიერად)ამიტომ სულიერი მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ვიდრე ფიზიკური/მატერიალური. ერთის მხრივ ბედნიერება არაა წაიყვანო სიცხიანი შვილი გამოვალინო მისდამი სიყვარული, იგივე დედის ამბავი, მე არასდროს ა რგამომივლენია დედაჩემისთვის და ალბათ ვერასდროს ვერ შევძლებ იმდენი სიყვარული რაც გოგონამ შენი ბავშვობის ისტორიიდან. მოკლედ სამყარო/ღმერთი/რამე სხვა სიტყვა.. გვაძლევს შესაძლებლობებს და გარემოებებს რომელთაც უნდა შევეწყოთ და შევცვალოთ ყველას სასარგებლოდ მარა ეს ერთჯერადი გადარიცხვით და სოციალური რევოლუციით კიარა (ამათაც ექნებათ ზუსტად ისეთი თავისებურებები რაც დღევანდელობას, ადამიანის დაჭერაზე ზუსტად ისე გაბრაზდებიან ანაქისტები როგორც 100 წლის წინ სიკვდილით დასჯაზე) ძალიან მარტივი (შინაარსით და წარმოშობით) სულიერი გვერდში დგომით შეგვიძლია გავაკეთოთ.
"სათრევი" რაღაც უხეშად გამომივიდა :დ
გული მეტკინა, როცა ეს პოსტი წავიკითხე! შენს ადგილას, ვერც მე გავუბედავდი დახმარების შეთავაზებას, ძალიან მეშინია ხოლმე, ვინმეს თავმოყვარეობა არ შევულახო.
mm
gaachniarogori formit etyodi, ai vtqvat axla, roca avad aris da tvalnatliv chans rom daxmarteba schirdeba da sicxiani bavshvis damtovebeli ar hyavs, just etyodi, me mcalia am saatebshi da shemizlia dagexmarot, ra tqma unda megobrulad da usasyidlod, mgoni gauxardeboda, tan ver igrznobda rom ici mati ufulobis shesaxeb mmmm da aramgonia imitom ar getqva, rom usasyidlod gezareba, nu moigone axla ragac :D :)))))
ცაწკალი ბაია :უსერ:
შეურაცხყოფად არ მიიღებდა მგონი. მითუმეტეს შეგეძლო ისე გეთქვა, რომ შენ მოგწონს ბავშვი და შენ გინდა რომ დარჩე ხოლმე მასთან და შემთხვევით თუ დასჭირდათ, დაეხმარები.
წიპა მაგათი უფულობა ტუტ ნე პრი ჩომ ;)
რაღაცნაირად ავღელდი :S
ძირითადად ადამიანები მაშინ ხვდებიან თუ როგორია ფინანსური გაჭირვება, როცა საკუთარ თავზე გამოცდიან-ხოლმე, შენ კი თუ ისედაც მიხვდი, ძალიან კარგია :)
თუ გინდა რომ დაეხმარო იმ ოჯახს, დაეხმარე, და თავს კარგად იგრძნობ, აღარც აგეტირება :)
ჰმ...
ეხლა დავფიქრდი რას ვიზამდი შენ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ალბათ ვერ გავბედავდი დახმარების შეთავაზებას, მაგრამ.. მდას, არ ვიცი. უბრალოდ დალაპარაკებით შეიძლება უფრო ბევრად დაეხმარო ადამიანს. ისე, უბრალოდ, გამოელაპარაკე, მერე მიხვდები, ღირს თუ არა დახმარების შეთავაზება.
მე მგონი, ასე მოვიქცეოდი.
სანამ სკოლას დავამთავრებდი ღრმად მწამდა, რომ ფული მართლაც არ არის ყველაფერი, ვინაიდან ფული ადამიანმა გამოიგონა. მეგონა, რომ უფრო მნიშვნეოლოვანია არა ის, რაც ადამიანმა გამოიგონა, არამედ ის, რაც ადამიანს უკვე დახვდა დედამიწაზე. მათ შორის, თავისიანებიც.
როგორ მინდა, რომ ისევ ასე მჯეროდეს. არა, კი მჯერა, მაგრამ მაშინ ამის მწამდა კიდეც. აღარ გავაგრძელებ :) :(
სოფი, უბრალოდ რომ უთხრა – დაინახე, ბავშვი რომ მანდ მოიყვანა და იქნებ, სადმე წასვლისას დატოვება უჭირთ. მერე კი საუბრის მიხედვით. შეიძლება არც შეთანხმდეთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში მგონია, მხარდაჭერას იგრძნობს და არც შეურაცხყოფად მიიღებს.
ძალიან თბილი პოსტი იყო, მიუხედავად სევდიანი შინაარსისა...
საერთოდ რატომღაც ყოველთვის ყველაფერს რეალურად აღვიქვამ... ოცნებები კი მაქვს მაგრამ ეს ოცნებებიც რეალურიაა.. ყოველთვის ვფიქრობ რომ შეჯახება რეალობასთან ადვილი არ იქნება.. რომ ხანდახან შეიძლება ძალიან რთული მომენტი დადგეს ცხოვრებაში, თუნდაც ფინანსური... ყველაფერი რასაც ვაკეთებ იმისთვისაა რომ ამ სირთულეებს მერე გავუძლო და მზად დავხვდე...
იმაში გეთანხმები რომ შეიძლება შენი შეთავაზება მართლა შეურაცხყოფად მიეღო, მაგრამ ეს უარეს შემთხვევაში... იქნებ პირიქით გახარებოდა კიდეც ყურადღება
მე ის მიყვარს ამდენს რომ ფიქრობ ხოლმე :)
მიყვარს აქ შემოსეირნება
Post a Comment