Monday, November 16, 2009

"მაგნიტური" დღის პოსტი

ხომ იცით, რაღაცნაირი დღეები რომ არის, ჩემს ბავშვობაში მაგნიტურს ეძახოდნენ. მოთენთილი ხარ, თვალები გეხუჭება, ამინდი არ მოგწონს, სასაუბრო თემას ვერ პოულობ, უაზროდ ჭამ და ინტერნეტშიც ვერ გიპოვია ადგილი.
ზუსტად ასე ვარ დღეს :| წერაც მეზარება, კითხვაც და თვალების გახელაც, მაგრამ ვიცი, რომ სიზარმაცე მერევა; ამიტომ მაშინვე ვდგები, შევდივარ ჩემს მეილზე და ხალხს წერილებს ვწერ :) მაგალითად, ვიპოვი ვინმე ადამიანის მისამართს, რომელთანაც დიდი ხანია არ მისაუბრია და თბილ-ტკბილ წერილს მივწერ ხოლმე. მერე წარმოვიდგენ, როგორ უხარია იმ ადამიანს ჩემი წერილის ნახვა. მე თვითონ უფრო მიხარია :)

ერთი ბრაზილიელი გოგო იყო მიდრაშაში 2 კვირის წინ, Nina, ერთად ვარჩევდით თორას კვირის ნაწილს და მერე კიდევ რაღაც წიგნს, რაღაცნაირად დავახლოვდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე საკმაოდ პატარაა. დღეს მივწერე წერილი, კიდევ იაელს მივწერე, სექტემბერში რომ გავიცანი, გახსოვთ?

5 საათიც ახლოვდება და შუადღის შესვენება მთავრდება.
წეღან ერთი საინტერესო ბლოგი ვიპოვე და გამახსენდა, რომ ადრე მეც მსგავსად ვწერდი, ახლა კიდევ შევიცვალე და ხან საკუთარ თავსაც ვერ ვცნობ. ჩემი ახლობლები ხომ საერთოდ ვეღარ მიცნობენ ალბათ. არადა, ადამიანი არ იცვლებაო, ჩემთვის რომ გეკითხათ.

პ.ს. ასევე დღეიდან გადავწყვიტე, რომ ცოტა შევცვლი ბლოგის სახეს, მეტს დავწერ და უფრო ხშირად [რეკორდი მაინც სექტემბერში მოვხსენი - 24 პოსტი თვეში].

7 comments:

Anonymous said...

...უხარია კი ადამიანს საუკუნის შემდეგ მიწერილი წერილის მიღება? თუ წყინს, აქამდე სად დაიკარგაო და რატომ მელაქუცებაო? ჩემი აზრით, ადამიანთა დიდი ნაწილი მეორეს იფიქრებს. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანები არიან :) :( :)

Keti said...

რა ნაცნობი განწყობაა, ოღონდმე მეილებს არ ვწერ... ასეთ დროს არა, ისეც – ცოტას, საჭიროების მიხედვით :)) (ტელეფონზე ლაპარაკის არ იყოს)

Natalia said...

მე კიდევ მიხარია, რომ უფრო ხშირად დაწერ :)

Toma said...

სოფი თორას რა ენაზე არჩევთ?

Lisa said...

შენ ხუმრობ, მაგრამ მგონი მართლა მაგნიტური დღეა :D
ნუ რავიცი სიმპტომები ემთხვევა, ყოველშემთხვევაში..
მაილებსაც ვერ მოვაბი ოღონდ თავი..

Sophie שרה Golden said...

@ ზურიუს, ეგ ადამიანზეა დამოკიდებული. მე პირადად მიხარია ისეთი ადამიანების მოწერილი, რომლებიც უკვე დაკარგულები მეგონა.

@ ტომუშკა, ივრითზე.

@ Lisa, მე ი-მეილების სპეციალისტი ვარ, შეგიძლია მომმართო =))

Lalena said...

მეც მასე მგონია, რომ ადამიანები არ იცვლებიან, თუმცა არ ვიცი ალბათ უნდა მოხდეს რაღაც შენთვის დიდი რაც ”გადაგაბრუნებს”...