Tuesday, November 24, 2009

ჩემი არა-პოლიტიკა

დღეს ბიბლიოთეკაში წიგნებს ვათვალიერებდი და ისრაელის პოლიტიკური წიგნი მომხვდა თვალში, უფრო სწორად დედაჩემის საყვარელი მოშე დაიანის ფოტო და ჩემი ჟურნალისტის პროფესია გამახსენდა. ზოგს სიმღერები ეკვიატება, მე კიდევ - მთელი დღე პოლიტიკაზე ვფიქრობ. ერთმა გოგომ მკითხა, არ გინდა ამაზე წერდეო? არ ვიცი, man.

გუშინ საღამოს ბუნდესტაგის დასათვალიერებლად ვიყავით. რიგში რომ ვიდექით, უკან მივიხედე და იმხელა სივრცე დავინახე, რაღაცნაირი შიში ვიგრძენი. არ ვიცი, აურა ჰქვია ამას თუ ისტორიის ფსიქოლოგიური გავლენა, მაგრამ წარმოვიდგინე, როგორ იდგა ხალხი და წვავდა წიგნებს, როგორ უსმენდნენ ჰიტლერს. საერთოდაც, დიდი ქვეყნის ფობია მჭირს, ჩემს თავს გამოვუტყდი. გუშინვე დავასკვენი, რუსეთი და გერმანია ჰგვანან ერთმანეთს, ორივეს დათვის გამოყენება უყვარს თავის სიმბოლოებად და გაბრაზებული დათვი კიდევ ძალიან საშიშად მეჩვენება.

Thanks Meira for the photo - ალტერნატიული ბერლინი

თუ ბერლინში მოხვდებით, შეიარეთ ბუნდესტაგის სანახავად. სადაც ჩვენ შეგვიშვეს, უზარმაზარი სარკეების შენობაა გარშემო ასასვლელი ბილიკით (სხვა სიტყვას ვერ ვიხსენებ), გაძლევენ ყურთსასმენებს და ბრიტანული აქცენტით გიყვებიან ბერლინის ისტორიას, ნელ-ნელა ადიხარ ამ "ბილიკ-გზაზე" და ბოლოს იხედები ქვემოთ, სადაც ჩანს პარლამენტის დარბაზი, ლურჯი სკამები. დემოკრატიის ზეიმი, hooray! შეგიძლია ნებისმიერ დროს მიხვიდე და ჩახედო პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ უზარმაზარ, ევროპის ლიდერი ქვეყნის ბედს წყვეტენ... მე კიდევ ალტერნატიულ უბანში ვცხოვრობ, სადაც საშობაო ნათურებიც კი არ დაუყენებიათ და პიტ დოერტის მსგავსი ტიპები დადიან. ჰოდა, ვფიქრობ, იმ გოგოს შეკითხვაზე, მინდა მე პოლიტიკა? ან როგორ განისაზღვრება საერთოდ? ისიც ხო პოლიტიკაა, რაც მე მომწონს.

12 comments:

ნან said...

ბუნდესტაგი ვერ ვნახე. იმხელა რიგი დაგვხვდა, შეგვეშინდა. ალბათ ღირდა მაინც მოცდა ხომ?!
კარგია რომ "სხვა" ბერლინში ცხოვრობ. :) და ცუდია, რომ ვერ გნახე. წინასწარ უნდა დამეგეგმა ეგ შეხვედრა :(
მიტეში ჩავიარეთ დიდ სინაგოგასთან (მგონი სინაგოგა იყო, მთლად დარწმუნებულიც არ ვარ, გერმანულად ეწერა მხოლოდ) და ნესტანს შენზე მოვუყევი :) თან სულ მქონდა ის შეგრძნება, რომ სადმე გადაგაწყდებოდი :)))

Unknown said...

ara bundesagi ar minaxavs da mand tu movxvdebi probably vnaxav magrm quchaze Pete Doherty -s nairi tipebi am yvelafers adnaznachna jobia!

clown said...

დიდი სიამოვნებით ვნახავდი ბუნდესტაგს ^^

babisa said...

miyvars istoriuli adgilebi da sul ucnauri grznoba maqvs , warmovidgen ra rogro iyo da vixseneb istoriul faqtebs da aq albat ase iyo, iq ase da blabla
mandac kargi shegrznebebi iqneba, nu kargi is, rom iq xar, sadac amdeni ra moxda,tundac uaryofiti, magramm istoriuli da mnishvnelovani namdvilad :)))

Keti said...

აი, რუსთაველზე უკვე ჩართეს ნათურები..

შენი ცივი განწყობა, რაც გაგიჩნდა, გადამდები აღმოჩნდა. ასე ვიგრძენი. საერთოდ, გერმანია ასეთი მგონია, მის მიმართ შინაგან სიცივეს ვგრძნობ ხოლმე. მიუხედავად ამისა, შენი პოსტების მერე მაინც მინდა ბერლინის ნახვა :)

Anonymous said...

რა მნიშვნელობა აქვს საიდან ჩახედავ პარლამენტარების მუშაობის პროცესს,იმათ თავში მაინც არავინ ჩაგახედებს (პირდაპირი გაგებით არ ვწერ ამას) და გეთანხმები, გერმანია და რუსეთი მართლა ჰგვანან რაღაცაში ერთმანეთს.

Anonymous said...

რუსეთი რომ გერმანიას ჰგავს, ეგ მსოფლიომ ამ წელს ოფიციალურად აღიარა და II მსოფლიო ომში დამნაშავედ გამოაცხადა.
რაც შეეხება შენს შიშებს, ეგ საქართველოშიც ბევრია. რომ წარმოიდგინო, რამდენი გაზაზიზღრებული, დაუბანელი, აყროლებული, ადამიანის ხორციჭამია, სალმონელოზით დაავადებული მონღოლი ბღლარძნიდა ქართველებს ნარიყალას ციხის მისადგომებთან, გერმანიის აუტო–და–ფე მშრალ მოგონებად მოგეჩვენება :((
ისე კი ყოფილი რეიხსტაგის გუმბათის ნახვა ძალიან მინდა და მაინტერესებს. მიყვარს მინისა და სარკის უსასრულობები :)

კაპუჩინო said...

შენს ბლოგს დიდი ხანია, ვკითხულობ. ქართულსაც და რუსულსაც. აქამდე არაფერი დამიკომენტებია, მაგრამ ამ პოსტის პირველივე აბზაცში მოშე დაიანს მოვკარი თვალი და არ შემიძლია, არ გითხრა - საამაყო თანამემამულე გყავდათ, მეც ვიამაყებდი, ასეთი ქართველი რომ გვყოლოდა, ენტებეს რეიდი მსოფლიოს ანტიტერორისტული ოპერაციების ანთოლოგიაშია შესული და საერთოდ - მისაბაძი და საამაყო ქვეყანა და ერი გყავს, სოფი :)

taa said...

მაგრამ წარმოვიდგინე, როგორ იდგა ხალხი და წვავდა წიგნებს, როგორ უსმენდნენ ჰიტლერს

au ise ra dzlieri ramea istoria
dges dgaxar ragac shenobis cin romelic titqos arafrit gamoircheva, rom ar icode istoria

arada dgaxar da ici istoria
da ici rom es shenoba udides saidumlos malavs
da geshinia :)

magaria ...

Anonymous said...

არ გინდა პოლიტიკა:)

CinnamonGirl said...

კი, ეგეც პოლიტიკაა...
ოღონდაც ჯერჯერობით არაპოლიტიზირებული...

მეც ასეთი მიყვარს :)

Carrie said...

ვაჰ გაგმართლებია დოერტისნაირი ტიპები თუ დადიან, არაა ცუდი ბიჭი პიტი, სიმპატიურია, მეტიც! :P