წეღან ჩემს ინგლისურ ბლოგზე ვწერდი და მომინდა, თქვენთვისაც გამეზიარებინა.
მგონი, ყველას თავი მოვაბეზრე ჩემი თეორიებით სიკეთეზე, სითბოსა და მზიან ღიმილზე-მეთქი, იქ ვამბობდი, მაგრამ, სინამდვილეში მართლა ეს თეორიებია, რისიც მჯერა და რისთვისაც ვცხოვრობ.
ყოველდღე დილის ლექციების შემდეგ სასადილო ოთახში ვიკრიბებით გოგოები, სია გვაქვს და ყველა ამბობს სიტყვას, რომელსაც "Dvar Torah" ჰქვია, ანუ რაღაც იდეას ვიღებთ თორიდან და საკუთარ ისტორიებს ვუკავშირებთ. დღეს ჩემი ჯერი იყო და რადგან გუშინ ვერ მოვახერხე სიტყვის მომზადება. დღეს ბედად პირკეი ავოტს გავდიოდით, გადავშალე და ჩემი საყვარელი ჰილელისა და შამაის დისკუსიას გადავხედე. ჰილელი ცნობილია, როგორც შედარებით ლიბერალი, ვიდრე შამაი, და რელიგიურ სწავლებაში ერთერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტად ადამიანების სიყვარულს მიიჩნევს. დღეს ზუსტად ამაზე ვისაუბრე, რომ შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება სწავლობდეს, იცოდეს ყველაფერი, რისი სწავლაც შესაძლებელია, მაგრამ ამავე დროს არ უყვარდეს ადამიანები, არ სურდეს მათთან ურთიერთობა. რა აზრი აქვს მაშინ ასეთ სიბრძნეს???
შეიძლება სხვა მხრიდან სწორად არ ჟღერდეს, რასაც ვამბობ, მაგრამ თუ არ გიყვარს ადამიანები, როგორ შეიყვარებ იმას, ვინც არასოდეს გინახავს? ზუსტად ესაა იუდაიზმში მნიშვნელოვანი, რომ სულ სწავლობ, ნელ-ნელა უახლოვდები სამყაროს შემქმნელს, სწორედ იმით, რომ ახლობელი ადამიანები გიყვარს, მათ ეხმარები და მერე მიდიხარ სამყაროს მასშტაბით, როცა ხვდები, რა არის ადამიანის ცხოვრების მიზანი.
რა თქმა უნდა, დვარ თორის შემდეგ ყველამ მითხრა, რომ ძალიან მოეწონა, რაც ვთქვი და ისინიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ არ ვიცი, ზუსტად ისე აღიქვეს, როგორც მე, თუ თავისებურად. ბუნებრივიცაა, რომ ყველამ ისე დაინახოს ერთი სურათი, როგორი თვალიც აქვთ, გადატანითი მნიშვნელობით, ბუნებრივია.
So, even if I bug you - you know what to do :LOVE:
BONUS:

4 comments:
ქრისტიანობაც ამას ემყარება: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი!“ თუ არ გიყვარს ადამიანები, ვერც შემოქმედის შეყვარებას შეძლებ.
ეს უნდა მეთქვა ზუსტად - თუ ადამიანები არ გიყვარს, ღმერთს ვერ შეიყვარებ. ძალიან ცოტას ესმის ეს, დღედაღამ ლოცულობენ, ადამიანები კი ავიწყდებათ. უფრო სწორედ, გვავიწყდება. მეც ასე ვარ, და ალბათ ყველა, მეტ-ნაკლებად.
სიყვარული მეტია, ვიდრე სიტყვა, პასუხისმგებლობა უსიყვარულოდ თვალთმაქცობაა,სამართლიანობა უსიყვარულოდ გულქვაობაა,მეგობრობა უსიყვარულოდ მლიქვნელობაა,წესრიგი უსიყვარულოდ მეწვრილმანეობაა,პატივი უსიყვარულოდ ქედმაღლობაა,ქონება უსიყვარულოდ სიხარბეა,რელიგია უსიყვარულოდ ფანატიზმია,სიყვარული იზრდება რწმენით.
ესეც ახალი აღთქმიდან :) იგივეა რაც შენი პოსტი, მგონი. სიყვარულის გარეშე ყველაფერი უაზრობაა.
samwuxarod iseti usamartlo ragaceebi xddeba xolme cxovrebashi, rom adamians agaranairi survili agar rcheba uyvardes bevri adamiani, magalitad me, miyvarnan isini vinc chems gverdit arian da ubralod pativs vcem imat vinc araa gverdit magram amas imsaxurebs, adre mec viyavi ise rom ai yvela miyvarda, sul ucxo adamians ro davinaxavdi garet da ubralod ketili gimili hkonda isic ki miyvarda, magram gavida dro, bevrjer gamicruvda xalshi imedebi da ase agar var ,albat samwuxaroa magram vegar miyvars imdeni xalxi ramdenic miyvarda adre, amaze ro vpikrob xolme guli mwydeba ro am mxriv shevicvale magram me imas vabralebdi rom ubralod gavizarde da davinaxe rom yvela arc unda giyvardes...
Post a Comment