Sunday, November 22, 2009

Someone like this...

ხანდახან ისე მჭირდება ხოლმე გასვლა და ჰაერის ჩაყლაპვა.
ყველას სჭირდება. განსაკუთრებით, მთელი კვირის განმავლობაში დილიდან საღამომდე რელიგიას როცა სწავლობ უცხო ენებზე, გენატრება მშობლიურ ენაზე ემოციის და განწყობის გამოხატვა. ზოგჯერ, მარტო მშობლიური ენაც არ არის, უბრალოდ ახალი ადამიანების და გარემოს ნახვა გინდა.

გახსოვთ იანა ფრანკზე რომ დავწერე?
დღეს საღამოს სტუმრად დამპატიჟა.
შაბათი რომ გავიდა, წავედი პანკოვში. როგორ მიყვარს ტრამვაით მგზავრობა, რომ იცოდეთ. ერთადერთი ბილეთის ფასი (2,10 ევრო) მაგიჟებს, მაგრამ მაინც სიამოვნებას მანიჭებს 20 წუთიანი მგზავრობა.
როგორი სასიამოვნო სახლი აქვს, უკვე მოგიყევით. დღეს სხვა სტუმრებიც ჰყავდა, ყველა მისი ინტერნეტნაცნობი იყო (და უცებ მე კიდევ უფრო მომინდა, დეკემბერში ანუშკასთან მისვლა), რომლებიც მის შემოქმედებას იცნობენ, წიგნებს, ნახატებს ყიდულობენ, მის შესახებ ყველაფერი იციან. ისეთი საინტერესო ტიპები იყვნენ, ხმადაბლა საუბრობდნენ; ინტელექტუალი რუსულენოვნები, ვგიჟდები: სათვალიანი ქალები და კაცები, ბავშვობაში მოთხრობებს ვწერდი ასეთ ადამიანებზე, კაცებს ინგლისურ სტილზე რომ აცვიათ და ქალებს კიდევ - მოკლედ შეჭრილი თმა და კუბოკრული შარვალი. წინა ცხოვრებაში მარინა ცვეტაევა ვიყავი, открою секрет. სტუმრებს შორის ერთი წყვილი იყო, კაცი თბილისელი აღმოჩნდა, ქართველი მამა ჰყავს, რომლის სანახავად ხშირად ჩადის თბილისში. მომიყვა, ბერლინში რომ ჩამოვიდა, ბინას დიდხანს ეძებდა და ბოლოს ქართული რესტორნის თავზე იქირავა, იცინოდა, "რაღაც არსებობსო". კიდევ ერთი მოსკოველი გოგო იყო, რომელსაც ძალიან უნდა საქართველოს ნახვა; მერე კიდევ ერთი მკითხველი შემოგვემატა, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი... [ან უბრალოდ სიმპათიურად მომეჩვენა :D დიდი ხანია ბიჭებთან ურთიერთობა არ მქონია. ხანდახან სინაგოგიდან ერთად მოვდივართ, ლაიპციგშიც ვნახე 'რამდენიმე', მაგრამ 2 თვის განმავლობაში გოგოების დაწესებულებაში რომ ვსწავლობ/ვცხოვრობ/ვსაუბრობ, დამავიწყდა, რომ არსებობს საპირისპირო და მიმზიდველი სქესი. Man!!!] იანასგან რომ წამოვედი, იმ სიმპათიური ტიპისგან შთაგონებული (მე ხო ყველაფერი შთამაგონებს, bless me), ტრამვაის გაჩერებაზე ჩამოვჯექი და მობილურში ჩავინიშნე. მერე ჩემი წიგნისთვის გამომადგება ;)

Someone like this :) Picture by Jana Frank

იანა ფრანკი კიდევ უფრო დავაფასე, რაც გავიგე, რომ მძიმე დაავადება ჰქონია და ყოველი დღე მისთვის სასწაულია. ზოგს კიდევ არ სჯერა, რომ სასწაულები არსებობს. თან ასეთ პროექტს აკეთებს, დაბეჭდა რვეულები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გააკეთოს ნახატი, გააფერადოს თავისი სურვილის მიხედვით და მერე გაუგზავნოს მეილზე. მონაწილეობა ბევრს შეუძლია. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ აქ ნახოთ. ორი რვეული მეც მაჩუქა, რომელსაც დეკემბერში (With G-d's help) თბილისში ჩამოვიტან; ერთი, უსიტყვოდ, იულიას ეკუთვნის და მეორე შემიძლია გავუზიარო ყველა მსურველს, ვისაც მოუნდება თავისი შეგრძნებები ამ ფურცლებზე გადმოიტანოს.

10 comments:

Toma said...

სხვათაშორის არ აქვს მნიშვნელობა რას სწავლობ უცხო ენაზე ან სწავლობ თუ არა საერთოდ. როცა არ ხარ შენ ქვეყანაში მშობლიურ ენაზე ურთიერთობის სურვილი ძალიან იზრდება.

Unknown said...

GOD wants u remember about men - u see!

დეკემბერში რომ მოხვალთ ჩემთან აქაცგავაკეთოთ ერთი ჩანახატი და გავუგზავნოთ.. სიმართლე გითხრა,Can'T wait.

clown said...

ესე მალე მოგენატრა საქართველო? :D

Anonymous said...

რა საინტერესო პიროვნება ყოფილა ეს იანა! მე დავაფასე შორიდან! ხოდა, ისა, კარგი ტიპია იმ ნახატზე ;)!

Natalia said...

იანა ფრანკმა ეხლა უფრო მეტი შთაბეჭდილება მოახდინა.. კიბო რომ აქვს მეგონა ამიტომ [ან რატომ უნდა მოეხდინა ამის გამო შთაბეჭდილება], მაგრამ მერე მივხვდი, ის ფოტო რომ ვნახე, რეანიმაციაში, ეს არის მიზეზი. ასე მგონია რომ სიცოცხლის ძალიან დიდი სურვილი აქვს, ნეტავ ჩვენც ვაფასებდეთ ყოველ ახალ დღეს :(

Unknown said...

Софа, я поняла частично, что ты написала!! ТАк ты везешь тетради для проекта "спаси себя"?? Как здорово - я как раз хотела тебя об этом попросить.

sophya said...

ძალიან საინტერესოდ წერ ადამიანებზე, ეს ინტერესიც გადამდებია :)

babisa said...

rakargia egeti sagamoebi da ra sainteresoa rveulebi mm :)))

Anonymous said...

Софа, можно я переведу оба твоих поста про Яну и пошлю ей самой по почте? Или сама переведи.

taa said...

უცებ მე კიდევ უფრო მომინდა, დეკემბერში ანუშკასთან მისვლა

mec velodebi mag dges :)
ra gemrielad unda vichoraot bevri bevri