Sunday, November 15, 2009

Tweet me right!


ტვიტერზე რამდენიმე თვის წინ დავრეგისტრირდი. მგონი, საქართველოში საერთოდ არავინ იყენებდა, სულ რამდენიმე ბლოგერი ვიყავით და იშვიათად ვწერდით რამეს. მერე დამემატნენ უცხო ადამიანები, ერთერთი მათ შორის იყო ინგლისელი ქალი, რომელიც ქართულად წერდა.
დღეს ჩემი ტვიტერი უკვე გატენილია სხვადასხვა ტვიტებით, სპამ-ლინკებით და ა.შ.

საიდან გამახსენდა ტვიტერი? :D

გუშინ, შაბათი დილის სადილზე მიდრაშაში სტუმრად მოვიდნენ მოსკოველი რაბინი და მისი ცოლი; კანადელ-ინგლისელები არიან, მაგრამ 5 წელია რაც რუსეთში ცხოვრობენ. ბუნებრივია, სტუმრები იმიტომ მოდიან ჩვენთან, რომ ბოლოს ლექცია წაგვიკითხონ, საინტერესო ისტორიები გვიამბონ. რაბი მენდელი და მისი მეუღლე ერთერთი ყველაზე მხიარული და ჭკვიანი სტუმრები იყვნენ, ვინც აქამდე გვყოლია.

რაბი მენდელი გვეკითხება, ვის გაქვთ ტვიტერიო? არავინ ელოდა და მე დიდი აღტაცებით ვუპასუხე, მე მაქვს-მეთქი. ისეთი კითხვა იყო, პასუხი სულ რომ არ უნდა, უბრალოდ რიტორიკულის პონტში :embarrassed:

საუბარი ტვიტერზე არ გაგრძელებულა, უბრალოდ გვითხრა, რომ თორა ზოგჯერ იგივეა, რაც მესიჯები ტვიტერზე - ადამიანური ისტორიებით, აბრაამი იქ მიდის, იაკობს ცოლი მოჰყავს, ზღვა შუაზე გაიყო... ძალიან მოკლედ გეუბნება ყველაფერს და თუ რა არის ამის მიღმა, შენ უნდა მიხვდე, ნახო კომენტარები, ისწავლო, იკითხო და გაიგებ. მიყვარს ასეთი რაბები, ყოველთვის უყვართ თანამედროვე ტექნოლოგიების "გამოყენება" საუბარში. მერე ლექცია ცოცხლად მიდის, რადგან ყველამ იცის, რა არის - ტვიტერი, ფეისბუქი და უადვილდება მოსმენა.

თორა რომ დიდი წიგნია, ამას ჩემი მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ აი, ტვიტერის ფუნქციაზე სერიოზულად დავფიქრდი.

ზუსტად ასეა ტვიტერიც :ლოლ: ახლაც არ ვწერ ხშირად მესიჯებს; მაგრამ ნამდვილად მომავლის წიგნია, ადვილად მიხვდება ადამიანი, რამდენ სისულელეში ვხარჯავთ დროს, ამ დროს ეს სისულელეც ჩვენი ცხოვრებაა და დიდზე დიდი აზრი დევს :whatalogicman:

6 comments:

Natalia said...

დღეს ვფიქრობდი, სოფი პოსტს როდის დაწერს-მეთქი, და აი როგორც იქნა დამხვდა :))

იცი რა არის კარგი? ყველაფერს რომ სასარგებლოდ გამოიყენებ, თვითგანვითარებისათვის - ინტერნეტს თუ ადამიანებთან ურთიერთობებს. მთავარია, მიხვდე და გამოიყენო :)

Anonymous said...

ტვიტერს ვერაფერი გავუგე ჯრეჯერობით, თუმცა შენმა პოსტმა მგონის მომცა ჰინტი, რომ ესეც შეიძლება სასარგებლო იყოს! :)

Anonymous said...

es boloxanebi desktope davayene twitteri da dzalian xshirad vwer xolme :))) shevechviee

clown said...

ტვიტერი კი მაქვს , მაგრამ რატომღაც ხშირად არ ვიყენებ თუ ვერ ვიყენებ ვერ გავიგე :D

Anonymous said...

მაქვს, ვსარგებლოგ კიდევაც, მაგრამ ჯერ ჩვენთვის კიდევ ადრეა. უფრო სწორედ, ბევრი რომ არ არის შიგნით, ფეისბუკს მახსენებს.
არ იცოდნენ, რაში გამოეყენებინათ. ახლაც ასეა, მაგრამ, დამიჯერეთ,ესეც მალე გაივლის ;)

Anonymous said...

რამდენიმე თვის წინ კი არა, 2 წლის წინ დავრეგისტრირდი მე და მგონი სულ 5 თუ რაღაც ქართველი იყო მაგ დროს... ეთ ლისთ მე მაგდენი მყავდა...