
გქონიათ შეგრძნება, თითქოს მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა?
- სურდო გემართება
- აბსოლუტურად ყველა შენ გარშემო (სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანი) განიცდის, რომ არ თხოვდები - შესაბამისად, საახალწლო მესიჯებში (რომელსაც ისეთი ადამიანები მიგზავნიან, რომლებთანაც თითქმის აღარაფერი მაკავშირებს) მისურვებენ - "ნამდვილი სიყვარულის პოვნას" ამ წელს მაინც :| ამ მაინც-მა გადამრია.
- თმას იღებავ და საშინელი ფერი გამოდის
- მეორედ გიწევს გადაღებვა და პარიკმახერისგან კომპლიმენტების მოსმენა (რაც სასიამოვნოა, მაგრამ როცა გახსენდება, ვინ აქებს შენი თმის ფერსა და თავის კანის აგებულებას, ხვდები, რომ ალბათ ყველა კლიენტს ასე ეუბნებიან და ეს კიდევ ერთი მიზეზი ხდება მიკროდეპრესიისთვის)
მოკლედ, ისეთი სასწაული დღეები მქონდა, როგორსაც გოგოები პმს-ს ეძახიან, მაგრამ ჩემი საკუთარ PMS-სგან ძალიან შორსაა.
ჰოდა, წუხელ რომ დავწექი და უკვე ტირილისთვის გავემზადე, გამეცინა :D
თითქოს ვიღაცამ შემანჯღრია:
სოფი, რატომ განიცდი იმას, თუ რას გეუბნებიან სხვები? ვისთვის ცხოვრობ? იმისთვის, რომ სხვებს მოეწონო და თქვან, აი რა კარგი გოგოა, ზუსტად ისე იქცევა, როგორც ყველა მისი ასაკის - თხოვდება, ბავშვებს აჩენს, ბანკში მუშაობს... bullshitology. უბულშეთოლოგიესი ბულშითოლოგია.
ადამიანები უმეტესად იმას ვცდილობთ, სხვებს მოვაწონოთ თავი, ისე მოვიქცეთ, როგორც მიღებულია და დეპრესიაშიც იმიტომ ვვარდებით, რომ გარშემო საზოგადოება გვახრჩობს, პლუს ტელევიზორში სულ "ბრიჯიტ ჯონსის დღიურია" და რაღა რჩება ჩემნაირ [შე]ფარულ ჰიპერემოციურ ადამიანს ნერვიულობის და ბლოგზე თავის შეფარების გარდა.
ჰოდა, წუხელ რომ დავწექი და უკვე ტირილისთვის გავემზადე, გამეცინა :D
თითქოს ვიღაცამ შემანჯღრია:
სოფი, რატომ განიცდი იმას, თუ რას გეუბნებიან სხვები? ვისთვის ცხოვრობ? იმისთვის, რომ სხვებს მოეწონო და თქვან, აი რა კარგი გოგოა, ზუსტად ისე იქცევა, როგორც ყველა მისი ასაკის - თხოვდება, ბავშვებს აჩენს, ბანკში მუშაობს... bullshitology. უბულშეთოლოგიესი ბულშითოლოგია.
ადამიანები უმეტესად იმას ვცდილობთ, სხვებს მოვაწონოთ თავი, ისე მოვიქცეთ, როგორც მიღებულია და დეპრესიაშიც იმიტომ ვვარდებით, რომ გარშემო საზოგადოება გვახრჩობს, პლუს ტელევიზორში სულ "ბრიჯიტ ჯონსის დღიურია" და რაღა რჩება ჩემნაირ [შე]ფარულ ჰიპერემოციურ ადამიანს ნერვიულობის და ბლოგზე თავის შეფარების გარდა.



14 comments:
ჰეჰე ) გუშინ შევხვდი მეგობრებს და იქ ვხალისობდით ამაზე. 21 წლისები ვართ ყველა (ყოფილი კლასელები ვართ).. ხოდა სამივე იმაზე წუწუნებდა რომ გარშემომყოფებისგან ესმით ეს "ჰა, რას შვები, აღარ არის დრო?" იდიოტობები )
ნამდვილად ბედის ღიმილია ის, რომ საახლობლოში არავინ მყავს მსგავსი კითხვის დამსმელი ))
შენ კიდევ ნუ იგრუზები ) მე, ვინმე რომც მეკითხება, მხოლოდ ვიცინი. შეიძლება იმიტომ, რომ ჯერ პატარად ვგრძნობ თავს.
მეც მახრჩობდა საზოგადოება :|
და კიდევ განაგრძპობს ხრჩობას....
მაგრამ მეც მივხვდი რომ ვიღაც განუვითარებლის აზრი მაგარი მკიდია ^^
ანახე შენი მზიანი პოსტები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება
^^ :*
sonnig sonnig sonnig und wieder sonnig ^^
au es rato ician mec ver vxvdebi, chemi daqalia 24 wlis da ramdenjerac magastane rtad movxvdi sufraze imdenjer utxres wels mainc unda gatxovde, wels mainc unda ipovo siyvaruli da asetebi :| ra ubedurebaa :|
იყო დრო როცა შენსავით ძალიან განვიცდიდი ყოველივე ზემოთ აღწერილს (თმების შეღებვის გარდა რადგან თმა არასდორს შემიღებავს)
რამოდენიმე წელია, აღარ მოქმედებს ჩემზე მსგავსი რამეები და გარშემომყოფებს ეს ძალიან აღიზიანებთ, მე კიდე არ მადარდებს.
სხვისი აზრების გამო მეც ხშირად ვყოფილვარ ცუდათ, და ძალიანაც განმიცდია... მაგრამ რაც უფრო ვიზრდები მით უფრო ვხვდები რომ სხვა რას ფიქრობს და რას იტყვის ჩემთვის ნაკლებმნიშვნელოვანია : )
რაც შეეხება სიყვარულის პოვნას ვფიქრობ რომ სიყვარული არ "უნდა იპოვო" : ) სიყვარული თვითონ გიპოვის და შენნაირ კეთილ ადამიანთან ნამდვილად მოვა:) როდის მაგას მნიშვნელობა არ აქვს:)
მთავარია, შენ იგრძნო თავი კარგად, სხვის აზრს რა მნიშნველობა აქვს?
მაგრამ მაინც აქვს, იმიტომ, რომ გამუდმებით რაღაცას რომ გეჩიჩინებიან, ცოტა კომპლექსდები და იმ რაღაცებზე მეტს ფიქრობ..
კარგი იქნება, ყველამ თავის თავს მიხედოს და სხვებზე ზრუნვას დაანებოს თავი!..
აი ასე!.. შემომელანძღა.. :)))
გათხოვებაზე რომ მეკითხებიან, მგონია რომ მეხუმრებიან და მეღიმება ხოლმე, არადა აშკარად სერიზოულად მეკითხებიან, მაგრამ მე მაინც მეღიმება.. :)
უბრალოდ, შენს ცუდ ხასიათს დაემთხვა ეგ კითხვები გათხოვებაზე, თორემ სხვა დროს შენც ჩემსავით გაგეღიმებოდა :)
პ.ს აი ლინკი, http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=MVRRO
yvelaferi povlis papas bralia :(((
გათხოვებაც კარგია, ბავშვების გაჩენაც და თმის შეღებვაც (თუნდაც წარუამტებლად), მაგრამ ეს პირადად ჩვენი საქმეა და მეტი არავისი :)
ალბათ, ეს მოვლენები ერთამენთს ძალიან წაეწყო და იმიტომ მოიწყინე, ცალ-ცალკე არც მიაქცევდი ყურადღებას :*
სანი და მოწყენილი? კარგი რა ;;)
რა ფრად შეიღებე? მე ვაპირებ ახლა თმის ფერის გამოცვლას და ცოტა გარიჟავება მაქვს გეგმებში :)
ორი დღე საკმაოდ ცუდად ვგრძნობდი თავს ერთი–ორი ადამიანის ქცევის და აზრის გამო. დღეს კი გადავწყვიტე, ეს არ ღირს... მოკლედ, მერე, როგორც შენს პოსტშია :)
ემოციების უფრო სასიამოვნო რაღაცებისთვის შემონახვა სჯობს :)
iman ra qnas visac garemo ara magram sakutari azrebi axrchobs? :D
ნაწილობრივ მართალია , სხვების გამო თავის ცუდად გრძნოა სისულელეა, მაგრამ მეორეს მხრივ, მხოლოდ სხვის გამო ხო არ გრძნობ თავს ცუდად, ცუდი ფერის თმა მარტო სხვის მოსაწონად ხომ არ გინდა, შენც რო არ მოგწონს შენსტ თავზე ასეთჳ თმა იმიტომაც განიცდი და ასე ყველა სხვა დეტალზე..
მგონი სულ კარგად ყოფნაც სისულელეა და ადამიანს უარყოფითი ემოციების გამოშვება მატარებლის ორთქლივით სჭირდება, მერე უკეთ რო წავიდეს წინ :)))))
@ ბაბისა, გეთანხმები :) ჩემი წინა პოსტიდანვე ხომ ჩანს, რომ რაც ადამიანს აწუხებს, მისივე პრობლემაა და არა იმის, რომ სხვები ნერვებს უშლიან.
უბრალოდ, ზოგჯერ შეუძლებელია სულ კარგ ხასიათზე ყოფნა, როგორც შენ ამბობ,
Thank you all for your supportive comments!
Post a Comment