როგორც იქნა, თოვლი მოვიდა და იმის მაგივრად, რამე რომანტიკულ ფილმს ვუყურებდე/ვწერდე, სამოტივაციო წერილისა და ავტობიოგრაფიის წერა მიწევს. სამოტივაციო წერილების წერა ყოველთვის მიყვარდა და გამომდის, მაგრამ ავტობიოგრაფია??? Gosh. როგორც ანუშკამ მითხრა, იგივე სივიაო და როგორც ტომუშკამ - "მოსამსახურის ოჯახში დავიბადე, მე ესა და ეს... ჩემი მშობლები..." :ლოლ:
მეეჭვება ჩემი მშობლები ვინმეს აინტერესებდეს.
თუმცა, არ გამიკვირდება, რომ აინტერესებდეთ. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ გავაუქმებდი დაბადების მოწმობებს მას შემდეგ, რაც ადამიანი სრულწლოვანი გახდა და პასპორტი აქვს. კიდევ ბევრ რამეს გავაუქმებდი და ალბათ, სამყაროში მხოლოდ ბლოგებს დავტოვებდი.
წუწუნი აღარ ღირს, იმიტომ, რომ ავტობიოგრაფია უკვე დავწერე და ახლა სამოტივაციო წერილი მაქვს დაწყებული...
ისე, რომ დაფიქრდე ადამიანი, მთელი ამ ბიუროკრატიისა და დედლაინების გარეშე ცხოვრება უფერული და მდორე იქნებოდა, რაღაზე უნდა გვენერვიულა და პოსტები დაგვეწერა.
Dissolved girl-მა მომწერა, შენს პოსტებს რომ ვკითხულობ, ზოგჯერ დაუსრულებელის შეგრძნება მრჩებაო, ადრე კიდევ ვიღაცამ მითხრა ამის შესახებ. ზუსტად არ ვიცი, რატომ ვწერ ასე. შეიძლება:
მეც მაგონებს :) ალბათ ერთხელ ავდგები და ფილმს გადავიღებ (თუ ჩემმა ლოს ანჯელესელმა მეგობარმა პროდიუსერი მიშოვა), ან რადიოდადგმას დავწერ, ან კიდევ რაღაცას. ისე რომ, ზემოთჩამოთვლილ პუნქტებს კიდევ ერთი ემატება:
ხანდახან პოსტები დაუსრულებელი იმიტომაა, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა, ყოველდღე გრძელდება, იცვლება ამერიკული სერიალივით, ლოგიკური დასასრული რომ არ სჭირდება და მაყურებელმა/მკითხველმა თვითონ უნდა წარმოიდგინოს ის, რაც კადრს მიღმა ხდება.
მიხარია, სანამ თოვლი ბოლომდე გადნა, ამ პოსტის დაწერა მაინც მოვასწარი.

- მეზარება აზრის ბოლომდე გავრცობა
- განწყობა მალე მეცვლება
მეც მაგონებს :) ალბათ ერთხელ ავდგები და ფილმს გადავიღებ (თუ ჩემმა ლოს ანჯელესელმა მეგობარმა პროდიუსერი მიშოვა), ან რადიოდადგმას დავწერ, ან კიდევ რაღაცას. ისე რომ, ზემოთჩამოთვლილ პუნქტებს კიდევ ერთი ემატება:
ხანდახან პოსტები დაუსრულებელი იმიტომაა, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა, ყოველდღე გრძელდება, იცვლება ამერიკული სერიალივით, ლოგიკური დასასრული რომ არ სჭირდება და მაყურებელმა/მკითხველმა თვითონ უნდა წარმოიდგინოს ის, რაც კადრს მიღმა ხდება.
მიხარია, სანამ თოვლი ბოლომდე გადნა, ამ პოსტის დაწერა მაინც მოვასწარი.

18 comments:
"კიდევ ბევრ რამეს გავაუქმებდი და ალბათ, სამყაროში მხოლოდ ბლოგებს დავტოვებდი"
:))
მომეწონა ფოტო :)
"კიდევ ბევრ რამეს გავაუქმებდი და ალბათ, სამყაროში მხოლოდ ბლოგებს დავტოვებდი."- რა კმაყოფილი ვიქნებოდი :D
შენი პოსტების ასეთი ხასიათი სიზარმაცეზე მეტად განწყობას უნდა უკავშირდებოდეს მგონი. წერის დროს მეც ხშირად მომსვლია მასეთი რამ :))
ამერიკული სერიალები კიდევ ძალიან მიყვარს-სხვა სიტყვებით დაწერა იმჰო აღარ არს საჭირო : )))
პ.ს. შორეს ბლოგიც ძალიან მიყვარს
ხანდახან მეც მიჩნდება განცდა, რომ ტყულად ვნერვიულობთ რაღაცეებზე, იმაზე რომ სახალხო ბანკმა მომსახურება ვერ გამოასწორა და კლიენტები ერთმანეთს აგლეჯენ თავ-პირს, ოღონდ ერთმანეთს გადაასწრონ, კიდევ იმაზე რომ სხვადასხვა აუტანელი სუნები მაწუხებს მგზავრობის დროს, დღეს გადავწყვიტე, რომ აღარ უნდა ვიწუწუნო ამაზე. ზოგს ეს ყველაფერიც არა აქვს,პატარა ბავშვები და ორსული ქალები იღუპებიან და მე კიდევ რაზე ვწუწუნებ.
თოვლი ჯერ აქ არ მოსულა, მაგრამ მე ისე ველოდები, რომ ამ დღეებში მოვა. და კიდევ ეგ ბიუროკრატიული ვალდებულებები:)მე რატომღაც მიყვარს სამოტივაციო წერილები, ვგრძნობ თუ როგორ იზრდება ჩემი პასუხისმგებლობა. რა კარგად წერ მანდ.
და კიდევ მადლობა, რომ .....მიხვდები შენც
მომწონს შენი სამუშაო გარემო...
კარგია!:* წარმომიდგენია, რა მაგარი შეგრძნებაა, როცა პოსტის წერის დროს გარშემო სიჩუმეა... :)))
მხოლოდ ბლოგებია საჭირო :)
შენი პოსტები ბოლომდეც რომ არ წავიკითხო რაღაცნაირად ვიღიმი..
ყოველთვის პოზიტივს "აფრქვევ" ^_^
სამაგიეროდ, მე ვუყურებდი მთელი დღე რომანტიულ კომედიებს! :) ავტობიოგრაფიას ვერც მე ვიტან, საერთოდ, ყველაფერი ზედმეტად ფორმალური სასაცილოა ჩემს თვალში (და ამას იურისტი, სასამართლოს თანამშრომელი ვამბობ :)). ხოდა, პოსტებს რაც შეეხება, დასრულებული თუ დაუსრულებელი, უბრალოდ არაჩვეულებრივია!
"ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ გავაუქმებდი დაბადების მოწმობებს მას შემდეგ, რაც ადამიანი სრულწლოვანი გახდა და პასპორტი აქვს. კიდევ ბევრ რამეს გავაუქმებდი და ალბათ, სამყაროში მხოლოდ ბლოგებს დავტოვებდი."
:))))))
მაგარი იქნებოდა.
თუ გადაიღე, მეც მათამაშე.
სამოტივაციო წერილების წერა გიყვარს? მაგაზე ძალიან არაფერი მეზიზღება და მსოფლიოში ყველაზე ცუდად ეგ საქმე გამომდის :(
არ მესმის cv-ი რატო არ ცვლის ავტობიოგრაფიას, ფაქტიურად იგივეა, სამოტივაციოს თუ ვწეერ ესე იგი წერა, კითხვა და ლაპარაკი (აზრის ჩამოყალიბება) ძალმიძს, ჩემი აზრით იდიოტური მოთხოვნაა :(
სოფი რა სამუშაოს ეძებ?
პოსტი არ არის მოთხრობა, რომ დასრულებული იყოს. პოსტის მთავარი დანიშნულებაც ის არის, რომ რეაქცია გამოიწვიოს და დამწერის დაუსრულებელი აზრის დასრულებული ინტერპრეტაციები სხვებისაგან წამოვიდეს :))
შორენის ბლოგის ავტორს პირადად ვიცნობ და მენატრება :)
"შენი საყვარელი ბლოგი" ძალიან კარგი ყოფილა. დავიმატე. :)
აუ ამ სათაურმა ერთი პოსტის წერისკენ შთამაგონა : ))
10ქს :))
ხანდახან პოსტები დაუსრულებელი იმიტომაა, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა, ყოველდღე გრძელდება, იცვლება ამერიკული სერიალივით, ლოგიკური დასასრული რომ არ სჭირდება და მაყურებელმა/მკითხველმა თვითონ უნდა წარმოიდგინოს ის, რაც კადრს მიღმა ხდება.
+ amitomac aris saintereso :)
მე კი დაუსრულებლობის განცდა არ მქონია შენი პოსტების კითხვისას. მე ყოველთვის ერთი განცდა მაქვს (სხვა განცდები კი უფრო მოძრავია ) : ყოველთვის ვთბები..
სიზარმაცე გაივლის, თუ ყველა ნაკლები ენთუზიაზმით მიუდგება ყველაფერს :))და მერე როგორი პრაგმატულები გავხდებით! საბოლოოდ ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ.. კარგით არაფრით ამიტომ სიზარმაცის განცდა ჯობს! :P და საერთოდ თქვენ მართალი ხართ რა საჭიროა დაბადების მოწომობები. თოვლი კიდევ მოვა და ბლოგებიც საკმარისადაა! იცით რამე ცხელია საჭირო ზამთარში ჩაი თუნდაც! უხდება ჩაის თოვლი. და მარტინიც უხდება თოვლს. რა შუაშია აქ ჩაი და მარტინი. შობას გილოცავთ!
Post a Comment