Sunday, January 24, 2010

ვიდეოპოსტი, როგორც იქნა

12 comments:

Natalia said...

[ქართველებმაც გააკეთეს რამე საქველმოქმედო, ჰაიტისთვის?]

ჩვენს გვერდით ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება ჭირდებათ, მთავარია მართლა გვინდოდეს სიკეთის გაკეთება. ბევრი ადამიანი ვიცი, ქველმოქმედების სურვილით რომ არის ანთებული და ეძებს ბავშვთა სახლებს, რომლებსაც დაეხმარება, ან ეკლესიაში წირავს ფულს [რა თქმა უნდა, არც ეს მაგალითებია ცუდი], მაგრამ ვერ ამჩნევს მეზობელს, რომელიც მართლაც ნისიად იღებს პურს, და უკიდურეს გაჭირვებიაშია [მე პირადად ვიცი ასეთები].

ყველაფერი პიარის და იმიჯის შექმნის დონემდე დავიდა, ასე მგონია, ხალხი გულით უკვე აღარაფერს აკეთებს :|

Lalena said...

მონატრებულიიი :)))

დასახმარებელი ხალხი საქართველოში ყოველნაბიჯზეა სამწუხაროდ :( დამხმარებლები ყოველ მეორე თუ არა მესამე-მეოთხეზე მაინც ხომაა? თუმცა... იმდენი თუმცაა, რომ სამწუხაროდ ისევ ყოველნაბიჯზეა საქართელოში დასახმარებელი ხალხი :(

Anonymous said...

არადა მე ის გამიხარდა, რომ საქართველოც ჩაერთო გლობალიზაციაში რაღაცა კუთხით და ზიმბაბვეს ან განასავით არ დარჩა.

სიკეთის ქმნას რაც შეეხება, გაჭირვებულ ადამიანს რომ უნდა დაეხმარო ზოგადად ეს ყველამ ვიცით. მე მაინც მგონია, რომ თუკი ადამინს შეუძლია ყველას უნდა დაეხმაროს, თანამოქალაქესაც და სხვა ქვეყნის მოქალაქესაც.

მსახიობებზე მართალი თქვი. ერთ ფილმში 35 მილიონს იღებენ და 1 მილიონის გადარიცხვა ცოტა სასაცილოა. მიუხედავად ამისა რაღაცას ნიშნავს ეს მაინც ჰაიტელებისთვის...

Nanako Ust said...

ვაიმე, გენაცვალეე! :* მომენატრა შენი ვიდეო-პოსტებიიიი! :*:*:* ხშირად ჩაწერე... მიყვარს შენი ვიდეოები... და შენც! :))

Unknown said...

სოფ ეს ყველაზე საუკეთესო ვიდეოპოსტი იყო რაც კი აქმდე ჩაგიწერია. სიმართლე გითხრა თავიდან რომ ვუსმენდი არ გეთანხმებოდი რადგან როდესაც უყურებ ისეთ კადრებს რაც ჰაიტიზე მოხდა და შენთვისაც არაა უცხო გაჭირვება და ხშირ შემთხვევაში სახლის და ახლობელი ადამიანების გარეშე დარჩენა რთულია არ გაგიჩნდეს დახმარების სურვილი . თუმცა მეორე ნაწილში უკვე მივხვდი რომ ჩვენთანაც ბევრი ადამიანი საჭიროებს დახმარებას და ორ დღეში ერთხელ მათ დასახმარებლად არავინ აჩვენებს მსგავს მარათონებს. აშკარად მერე კონცერტი ჰოლივუდური სმაილებით ზედმეტი იყო . ველით შემდეგ ვიდეოპოსტს

Anonymous said...

სოფ, შენში იცი რა მომენატრა? საუბრის ზოგ პატარა მომენტებში რომ სერიოზული და ნაღვლიანი თვალები გიჩანს. რავი, მე ეგ მომწონს შენში ფრიად :)
რაც შეეხება ჰაიტის შოუ–დახმარებას, ეს პიარია და ზოგი ადამიანები ამით იმაღლებენ ცნობადობას. ქართველებს რომ დავეხმაროთ, ეს ასჯერ წაგვადგებოდა. მიუხედავად ამისა, ვინმეს დახმარება, საბოლოო ჯამში, არ არის ცუდი საქმე. მით უმეტეს, რომ ჰაიტის ყოფნა–არყოფნის საკითხი წყდება და ხალხი ერთმანეთს საჭმლისთვის ხოცავს.

აი მე, მაგალითად, ბურჭულაძის საქველმოქმედო კონცერტზე რომ ვიყავი, დარბაზში ისეთი ერთსულოვნება და თანაგრძნობა სუფევდა, რომ გამიხარდა და გამიკვირდა: საკუთარი თავის გარდა სხვისი ბედიც გვაინტერესებს თურმე.

პ.ს. ეს ორი დღეა მღვიმეებს "ვიკვლევ" და ისრაელში რა ლამაზ გამოქვაბულს წავაწყდი! თაფლისგან გაკეთებულს ჰგავს ;)

ლილუ said...

გადასარევად გამოდის რას ერჩი თავს;)
ლამაზი და მეტყველი თვალები გაქ
გადავხედე შენს ბლოგს და ძალიან მომეწონა;)
წარმატებები შენ

babisa said...

აჰაა
პოსტი გამოვიდა
მშვენივრად :))

საერთოდ ეს შოუდქცეული რაღაცეები მიშლის სულ ნერვებს,
ჰაიტიც .

Unknown said...

უდავოდ სასიამოვნო გოგო ხარ და მოდი ჯერ ამას ავღნიშნავ .:)
რაც ეხება ჰაიტის და შოუდ ქცეულ ქველმოქმედებას, ამაზე მე ჩემი აზრი მაქვს და არ ვთვლი რომ ქართველები არ უნდა დავხმარებოდით ნანგრევებად ქცეულ ქვეყანას 9 მთას იქით, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო - სტიქიური უბედურებისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეულები და ღმერთმა არ ქნას ხვალ მსგავსი რამ ჩვენ დაგვემართოს და უცხოელისგან, თუნდაც 50 ცენტად დაფიქსირებული თანადგომა მართლა გამიხარდება ...
აქვე, მესიამოვნებოდა, თუ შენს ვლოგში აღნიშნავდი, რომ შემოსული თანხის მხოლოდ ნაწილი წავიდა ჰაიტიში თანაგრძნობის გამოსახატად , დანარჩენი თანხით კი ”იავნანამ” თუ არ ვცდები 7 შვილიან ოჯახს უყიდა ბინა, რომლებსაც გასათევი არ ჰქონდათ და კარიდან კარზე, მეზობლიდან -მეზობელთან ათევდნენ ... ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ქველმოქმედების სურვილით თუნდაც ერთხელ დარეკეს 30 30-ზე, ერთნაირად გაუწიეს დახმარების ხელი როგორც ცხრა მთას იქით - ჰაიტის, აგრეთვე ჩვენს ყურის ძირში, ან მოიცა, კიდე როგორ იტყვიან ხოლმე ... ჰო, ცხვირწინ მყოფ გაჭირვებულ ხალხს ...

სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ...

განაგრძე ვლოგები ... სასიამოვნო საყურებელი გამოგდის და იმიტო ;)

ნან said...

კარგი პოსტი იყო.
ერთი შემთხვევა გამახსენდა, ერთი კვირის წინ რომ მოხდა გონიოში. დედა, მამა და 7 წლის ბავშვი ნაღმზე აფეთქდნენ, შუქის ფულის გადახდა უნდოდათ და ჯართი შეაგროვეს. ძალიან მოხუცი, ავადმყოფი ბებიის ამარა დარჩა ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ერთი მათგანი სავარძელსაა მიჯაჭვული. ეს ოჯახი მთელი წლის განმავლობაში სთხოვდა დახმარებას საკრებულოს და მხოლოდ ამ ამბის შემდეგ გამოუყვეს ორი ათასი ლარი ერთჯერადი დახმარების სახით. ქოხში ცხოვრობენ, შუქი რამდენიმე თვეა არ ჰქონიათ.

როგორც ჩანს გონიო ჰაიტიზე უფრო შორია.

Keti said...

ყველა ქვეყანაში რომ ასე იფიქრონ, ჩვენს თანამოქალაქეებს დავეხმაროთო მხოლოდ, იმ უბედურებს რა ეშველებათ?
მათ ქვეყანაში არ არის დიდი ისეთი ფენა, ვინც თავს გაართმევს საკუთარ გაჭირვებულებს. სოფი, წყალიც კი არ აქვთ...
და ასეთ შემთხვევაში ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, შოუდ გადაიქცევა თუ არა დახმარების პროცესი, მთავარი შედეგია!
შენ რა გააკეთე იმ მეზობლისთვის , რომელიც პურს ნისიად იღებდა?
მკაცრად არ მიიღო ჩემი ნათქვამი, უბრალოდ კითხვას სხვაგვარად ვერ დავსვამ :)

მოკლედ, მიწისძვრა და ნებისმიერი სტიქიური უბედურებით დაზარალებული ხალხისთვის ლარის თუ მილიონის გადარიცხვას, ვისაც როგორ შეუძლია, მხოლოდ მივესალმები.

რაც შეეხება შოუს, იგივე თბილისის ქუჩებში ყოველდღე ვხედავ მათხოვრებისთვის დემონსტრაციულად გაცემულ 5 თეთრს, აქეთ–იქით გახედვითა და თვითკმაყოფილი სახით.
ნამდვილად სჯობია ამას დემონსტრაციულადვე გაცემული მილიონი დოლარი :)

Keti said...

პ.ს. ვლოგის ნახვა კი გამიხარდა, კარგა ხანია არ ჩაგიწერია :)